ახლა კვლავ დაიწყო ინფორმაციების გავრცელება „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ევროპული კლუბების დაინტერესების თაობაზე. რუსეთის პრემიერლიგიდან ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში უკანასკნელ წლებში ხვიჩაზე გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელები წავიდნენ, ქართველის ტრანსფერს კი საშველი არ დაადგა.

შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ "რუბინმა" ფეხბურთელი საკმაოდ ძვირად, 20 მილიონ ევროდ შეაფასა. როდესაც ამაზე კითხვა ყაზანური კლუბის სპორტულ დირექტორს, ოლეგ იაროვინსკის დაუსვეს, გაღიზიანებულმა უპასუხა: "იცით რა, იქამდე, ვიდრე რამე არ მოხდება, მეტად ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებთ. თქვენ ყველამ, ჟურნალისტებმა, მას თავი აუფეთქეთ - შედეგად ორი თვე ფეხბურთს არ თამაშობდა".

ამის შემდეგ „რუბინმა“ საერთოდ შეწყვიტა აღნიშნულ საკითხზე საუბრები, ხოლო რაც გუნდმა ზედიზედ რამდენიმე მატჩი წააგო და მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის გადაყენებაზე დაიწყეს ლაპარაკი, გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა თქვა, რომ გუნდის თავკაცს ვერ შეელევიან და ეს არც განიხილება. აქედან მოყოლებული, „რუბინის“ სოციალური ქსელები დაიხურა და ამ მომენტში საიტიც არაა ხელმისაწვდომი. მოკლედ, ყველაფერი ისეა გასაიდუმლოებული, როგორც დიდ სახელმწიფო მნიშვნელობის სამხედრო ობიექტზე.

დღეს კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გააკეთა. ვინც რუსულ ფეხბურთს მეტ-ნაკლებად იცნობს, შესანიშნავად იცის, რომ კოლოსკოვი რუსულ ფეხბურთში იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საპატიო პრეზიდენტი. მას ამა თუ იმ ფეხბურთელის და მით უმეტეს, უცხოელის შესახებ იშვიათად ეკითხებიან და ხვიჩაზე თქვა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში რაც მალე წავა, მით უკეთესი და ასეთი შანსი ყველას როდი ეძლევა.

ნიშანდობლივი გახლდათ „მანჩესტერისა“ და „ევერტონის“ ყოფილი ნახევარმცველის, ანდრეი კანჩელსკისის ნათქვამიც. მან პირდაპირ განაცხადა, რომ კვარაცხელიას „ევერტონში“ გადაბარგება შესაძლებელია, იქ მათი თანამემამულეები მუშაობენ და ყველაფერი ჩვენებურზე იქნება დამოკიდებული. თუ კანჩელსკისს დავუჯერებთ, საქმე ადგილიდან დაძრულია. ლივერპულური გუნდის გულშემატკივრებიც აქტიურად მოითხოვენ ქართველის შეძენას. სავარაუდოდ, „რუბინსაც“ აღარ აწყობს ხვიჩას მეტად გუნდში გაჩერება, რადგან მან მოტივაცია დაკარგა. ზამთარში დიდი ტრანსფერები იშვითობაა, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია.

მაინც ვინ არიან კანჩელსკისის ის თანამემამულეები, რომლებიც „ევერტონში“ მუშაობენ? კლუბის აქციათა ძირითადი ნაწილის მფლობელი ბრიტანული პასპორტის მქონე ირანელი ფარჰად მოშირია, რომელიც უზბეკეთში დაბადებული რუსი მილიარდერის, ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანის, ალიშერ უსმანოვის პარტნიორია. მათ 1990 წელს ერთად შეიძინეს ლონდონის „არსენალის“ აქციები. 2016 წელს უსმანოვმა მოშირისგან ამ აქციების ნაწილი გამოისყიდა და ირანელმა „ევერტონი“ იყიდა. 2018 წელს უსმანოვმა „მეთოფეებში“ თავისი წილი გაყიდა და თქვა, რომ ამ თანხებით ინვესტიციებს სიამოვნებით განახორციელებდა „ევერტონში“.

უსმანოვის კომპანია USM Holdings-მა კლუბის ახალი სტადიონის დასახელება 30 მილიონ ფუნტად შეიძინა, რომელსაც ქალაქის ხელისუფლების ნებართვით ააშენებენ. 2021 წელს გუნდის მწვრთნელად რაფაელ ბენიტესის დანიშვნა უსმანოვმა „ჩელსის“ მფლობელის, რომან აბრამოვიჩის რჩევით გადაწყვიტა და მოშირი ამის წინააღმდეგი არ წავიდა. წელსვე „ევერტონის“ დირექტორთა საბჭოს წევრად ალიშერის 27 წლის დისშვილი, სარვარ ისმაილოვი აირჩიეს, რომელიც ქალთა გუნდის კომერციული დირექტორიცაა.

„ევერტონი“ ამჟამად პრემიერლიგაში მე-14 ადგილზეა და უკვე გადაწყვეტილია კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების 22 წლის მცველის, ვიტალი მიკოლენკოს 20 მილიონ ფუნტად შეძენა. ახლა საკითხავია, გაიჩარხება თუ არა ხვიჩას ტრანსფერი და თუ გაიჩარხება - როდის?

გიორგი
რკინის ჯოხებით მაგარი საცემები არიან როგორც ხვიჩას მამა, ასევე ხვიჩას კარიკატურული “აგენტი” ჯუღელი, და არიან მაგარი საცემები იმიტომ , რომ მართლაც ძალია ნიჭიერი ფეხბურთელი ხვიჩა საერთოდაც კი რუსეთში გადაიყვანეს …..
Skeleton
ძალიან არაადეკვატური რეაქცია გვაქვს ჭორებზე და მსგავს სტატიებზე. უცხოური გვერდები წერენ და გადმოაქვთ ჩვენებსაც, რა არის ამაში საგანგაშო. რა დათარსვაზეა საუბარი
saka
იანვრის ბოლომდე მსგავსი ფანტაზიები გარანტირებულია, მერე პაუზა ზაფხულამდე და ასე

რა სისულელეა ასე იწერება ყველა ფეხბურთელზე და მარტო ქართველებზე არ უნდა დაწერონ? გეყოთ ეს დილეტანტიზმი.
tngh
ყველა მსგავსი ინფორმაცია, ნეგატიურად მოქმედებს ხვიჩას სპორტულ ფორმაზე. აცადეთ ახალგაზრდას ვარჯიში და თამაში. წარმატებები აუცილებლად მოვა...
ირაკლი
ერთი რამ ვერ გამიგია, შესაძლებელია ჟურმალისტებმა ათასი სისულელე წერონ და სულაც არარეალურ ფანტაზიებში გადაეშვან, მაგრამ შენ თუ პროფესიონალი ხარ და შენს საქმეს აკეთებ სიყვარულით და გულით, როგორ უნდა იმოქმედოს ვიღაცის ნაბჟუტურებმა შენი თამაშის ხარისხზე? პირს ვერავის ამოუკერავ და კალამსაც ვერ გამოგლეჯ ხელიდან, ფეხბურთელი ხარ და მიხედე შენს საქმეს, არაა საჭირო ინსტაგრამებზე და სხვა სოციალურ ქსელებში ძრომიალი. ჩავარდნა ყველა სპორტსმენს ჰქონია და არამგონია ხვიჩას დღევანდელი ფორმა მისი ტოპ ლიგაში დაგვიანებული ტრანსფერის ბრალი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გულდასაწყვეტი იქნება ეს რეალობა.
N
ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!
კირკიტა
როცა გაიჩარხება, მერე ვილაპარაკოთ. ვინ დაწყევლა ეს ფეხბურთელი?! წინასწარ აგორებული ეს ქარიშხალი ჭიქაში, ძალიან ნეგატიურად მოქმედებს მის სპორტულ ფორმაზე და შედეგებზე.
დიმა
არ მჯერა
ალექსანდრე
ვა, კოლოსკოვის დონეზე წყდება ხვიჩას საკითხი?
Rubin_Moika
"ტოპ 5-ის ლიგებში უკანასკნელ წლებში ხვიჩაზე გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელები წავიდნენ, ქართველის ტრანსფერს კი საშველი არ დაადგა. შესაძლოა, მისი მსურველი კლუბები ფასმა, 20-მა მილიონმა ევრომ დააფრთხო. როდესაც ამაზე კითხვა ყაზანური კლუბის სპორტულ დირექტორს, ოლეგ იაროვინსკის დაუსვეს, გაღიზიანებულმა უპასუხა: "იცით რა, იქამდე, ვიდრე რამე არ მოხდება, მეტად ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებთ. თქვენ ყველამ, ჟურნალისტებმა, მას თავი აუფეთქეთ - შედეგად ორი თვე ფეხბურთს არ თამაშობდა". ამის შემდეგ „რუბინმა“ საერთოდ შეწყვიტა აღნიშნულ საკითხზე საუბრები, ხოლო რაც გუნდმა ზედიზედ რამდენიმე მატჩი წააგო და მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის გადაყენებაზე დაიწყეს ლაპარაკი, გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა თქვა, რომ მას ვერ შეელევიან და ეს არც განიხილება. აქედან მოყოლებული „რუბინის“ სოციალური ქსელები დაიხურა და ამ მომენტში საიტიც არაა ხელმისაწვდომი. მოკლედ, ყველაფერი ისეა გასაიდუმლოებული, როგორც დიდი სახელმწიფო მნიშვნელობის სამხედრო ობიექტზე." ზოგიერთმა თითის გაყოლებით წაიკითხეთ
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
"მატჩის მსვლელობისას ჩემთან "ლივერპულის" ფეხბურთელი მოვიდა და ეს კითხვა დამისვა..." - გიუნდოგანი ინგლისური გრანდის გაოცებულ წევრზე
მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ლივერპული" "გალათასარაისთან" დამარცხდა
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი - "ბარსელონა" "ჰაპოელ თელ ავივთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
"ევერტონი" "ლიონის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!
გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
"ევერტონს" მის წამოსაყვანად ამ თანხის გადახდა დასჭირდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ "კანფეტებს" "ჩაკვეს" შეძენა ურჩია
"ევერტონს" მის წამოსაყვანად ამ თანხის გადახდა დასჭირდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ "კანფეტებს" "ჩაკვეს" შეძენა ურჩია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
ათამაშებენ მამარდაშვილს "საუთჰემპტონთან"? - "ლივერპულმა" მერსისაიდულ დერბიშიც გაიმარჯვა
სურკისებს კიევის "დინამოს" 400 მილიონად გაყიდვა უნდოდათ
Financial Times: კრონკემ უსმანოვისგან "არსენალის" 615 მლნ-ის აქციები შეიძინა
ალიშერ უსმანოვი: რატომ არ უნდა დავარქვა "გუდისონს" "უსმ არენა"?
შოთა არველაძე: "ფახთაქორში" ალიშერ უსმანოვის წყალობით პრაქტიკულად ყველაფერი შეიცვალა
დავითაშვილს პრემიერ ლიგური ვარიანტი გამოუჩნდა - ზურიკო ცნობილ ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
"მილანში" რუსული ინვესტიცია არ ჩაიდება
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"აბრამოვიჩი და უსმანოვი უნდა გამწკრივდნენ და პუტინის აგრესია დაგმონ" - აცხადებს ბრიტანელი პარლამენტარი