"შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი "თელ-ავივ ჰითთან" დამაჯერებელი გამარჯვებით და ზოგადად, გუნდის პროგრესით კმაყოფილია.

ქართულმა ფრენჩაიზმა რაგბი ევროპის სუპერთასის გადადებულ მატჩში, ფეთაჰ თიქვაში მეტოქეს 7 ლელო დაუდო და 52:28 დაამარცხა. "შავმა ლომმა" ბონუს-ქულაც აიღო და აღმოსავლეთ კონფერენციას 20 ქულით ლიდერობს. ის "ენისეისთან" გამოტოვებულ შეხვედრას თებერვალში ან მარტში გამართავს.

პლეი-ოფში ორივე გუნდი გასულია. კრასნოიარსკელები ქართველებს 4 ქულით ჩამორჩებიან და მომავალი თამაშის შედეგზეა დამოკიდებული, ნახევარფინალში ესპანურ "იბერიანსს" დავუხვდებით თუ პორტუგალიაში "ლუზიტანუშს" ვეწვევით.

მაისაშვილი მიიჩნევს, რომ მოთამაშეებისთვის "თელ-ავივ ჰითთან" თამაში უფრო დიდი გამოცდილების მომტანია, ვიდრე დანარჩენ მეტოქეებთან:

"არაერთხელ მითქვამს, რომ "ჰითი" მაღალი ხარისხის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და მათ წინააღმდეგ თამაშით მორაგბეები უფრო მეტ გამოცდილებას იღებენ, ვიდრე დანარჩენ შეხვედრებში. ეს გუნდი ნაკრების სიძლიერეს ემსახურება და მნიშვნელოვანია მოთამაშეებმა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. ვთვლი, რომ ძალიან ბევრი მათგანისთვის "თელ-ავივ ჰითის" წინააღმდეგ თამაში კარგი შესაძლებლობა იყო".

მაისაშვილი კმაყოფილი დარჩა თამაშის ხარისხითაც, მით უმეტეს, რომ გუნდმა კაპიტნის, მერაბ შარიქაძის გარეშე ითამაშა:

"მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და დაგეგმილი ბონუსიც ავიღეთ. მნიშვნელოვანია, რომ წელი მოგებით დავასრულეთ და პლეი-ოფის საგზურიც გავინაღდეთ. დავდეთ როგორც ძალისმიერი, ასევე ღია თამაშიდან საკმაოდ ლამაზი ლელოები. ხაზგასასმელია, რომ ეს გამარჯვება კაპიტნის გარეშე მოვიპოვეთ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გვყავდეს რამდენიმე ლიდერი და დამოკიდებული არ ვიყოთ ორ-სამ მოთამაშეზე. მთლიანობაში, აგვისტოდან დღემდე დიდი სამუშაო ჩატარდა, რისთვისაც მადლობა მწვრთნელებს და მოთამაშეებს. წელიწადს კარგ ნოტზე ვასრულებთ და სამომავლოდ უფრო მრავალფეროვანი გეგმები გვაქვს“.

rugby.ge

დემე
დიდ 10-ში ყველა გუნდს მინიმუმ 4-5 ლეგიონერი უნდა ყავდეს და გაცილებით სწრაფად განვითადრებით.
ლუკა
სხარტიც გვყავს და მოაზროვნეც. ნუ ვიცით ბიჭების "გადავლა" დაუნახავობით, ნაკრებს სხვა წნეხში უწევს თამაში.
სპორტ ფაზა
კარგია და მისასალმებელია ის ყველაფერი რაც ნაკრების შეთამაშებას და გაძლიერებას ემსახურება!!!! პირველი და უმთავრესი გამოჩნდა რომ სხარტი აზროვნების 9 ნომერი გვყავს და ეგება ჩასვათ ნაკრებში.... ჩვენ ხომ ვხედავთ რომ ნაკრებში სხარტი აზროვნების და მოქმედების 9 ნომერი არ გვყავს ძირითადში... აი მერე კი რაქიდანაც სწრაფად გამოვიტანოთ ბურთს და ქულებსაც შედარებით იოლად ავიღებთ...
ლომი
დისციპლინა უნდა ისწავლონ
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"