თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა, რომლისგანაც საინტერესო ამონარიდებს sportall.ge-ს მკითხველებს გავაცნობთ:

"დინამოსთვის" მეორე ადგილზე გასვლა ყოველთვის წარუმატებლობად ჩაითვლება. ისევე, როგორც ბოლო რამდენიმე წელია, ევროთასებზე ჩვენი ასპარეზობა არის წარუმატებელი...

ძალიან უარყოფითი წელი გამოდგა. ყველაფრის გაანალიზებაა საჭირო და სამომავლოდ შეცდომები უნდა გამოვასწოროთ...

პერსპექტივაში ბევრი ფეხბურთელი დავინახეთ, რომელთაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ესეც აზარტია, რომ მათ დიდი ფეხბურთი სწორედ ჩვენი ხელმძღვანელობით ითამაშონ, მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში, გადაბარგდნენ ევროპის რომელიმე ტოპჩემპიონატში...

რა დინამიკაშიც მიდის ახლა სელექციის პროცესი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, პირველივე დღიდან ჩვენთან ერთად იყოს ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც გვსურს და რომელთაც გვაწვდის ჩვენი სპორტული დირექტორი. მან აიღო ეს ფუნქცია საკუთარ თავზე და სელექციას სწორედ ალექსანდრე რეხვიაშვილი აკეთებს...

ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც თადარიგიდან იმავე დონის ფეხბურთელის შეყვანა, რა დონისაც არის სასტარტო მოთამაშე და ამით თამაშის გაძლიერება. ერთ პოზიციაზე, სულ მცირე, ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელი უნდა გვყავდეს. სადაც კონკურენცია არ არის, იქ არასოდეს იქნება წინსვლა...

პირველ რიგში, ამ უარყოფითი წლის შემდეგ ჩვენს გულშემატკივარს უნდა ვთხოვო, მალე დაივიწყოს ეს წელი. ასევე, მინდა ვთხოვო, რომ გვერდში დაგვიდგნენ მომავალი წლიდან! ეს არის ყველაზე მთავარი!.."

Giorgi
ანუ 4 თამაშზე ჯგყფამდე და 3ზე ჯგყფში?
tngh
იმედია, მომავალი სეზონი უკეთესი იქნება... საერთოდ საქართველოს ფეხბურთისატვის. გუნდებში კონკურენცია იზრდება... მინდა ქუთაისის "ტორპედოც" ჩაერთოს მედლებისათვის ბრძოლაში. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
კახა ქ.
ჯერჯერიბით რასაც უყურებ ეხლა რეხვიაშვილს მოყავს ბელორუსიაში ნათამაშები იგროკები(სადაც თვითონ მუშაობდა -სოლიგორსკში,ისე მთლად კარგად ვერ წამოვიდა მაქედან,რასაც წერენ იმენა ფეხბურთელების ყიდვის ამბავში)ეჰ ფიფია,ფიფია--ყველა აბოლებს და ის კიდევ მერე იმთი გადამკიდე ჩვენ გვაბოლებს და ბოლოს რეზულტატი ნოლი.
Levani
Levani-ს-ს ფიფიას მთელი საიტი რო ლანძღავდა მე ვიცავდი-ახალი ხარ ეტყობა აქ. ფიფია ბიზნესმენია, არ არის აზრზე მენეჯმენტის.აქამდე სხვები აბოლებდნენ და ახლა ცხადაძე მოაჯდა-რა გინდათ ბიჭო სანამ ბაჩანას არ დააბრუნებს ფეხბურთში და სასტავში დააყენებს(ხელფასის პონტია ფიფიასთანო)მანამდე ვერ გაიგებთ რაც არის ცხადაძე? მე პირადული არაფერი მაქვს ცხადძესთან,მაგრამ როგორც კობისთან მოიქცა და შენნაირი გულშემატკივრებისგან პადდერშკა მოიპოვა(მთავარია კობის ოპონენტია.კობის ოპონენტი უეჭველი კაი ტრენერი იქნება ხო?) მე დიდი სიმპატია ადრეც არ მქონდა,ამის მერე საერთოდ პირველი კრიტიკოსი ვიქნები და არ ვაპატიებ თელავთან 0-0 თამაშს და ასეთ შედეგებს.არც ფეხბურთელი მომწონდა-ნახეთ ინგლისთან სახლში 0-2 იქ რაებს აკეეთებს და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების ინერციით ფრანკფურტში რო ითამაშა ეგ იყო და ეგ. მერე დალშე-მაგის თბილისის ლოკომოტივი გახსოვთ ვინმეს? ფულის საჭრელი მანქანა 0 შედეგი 0 თამაში 0ტაქტიკა დადგებოდა და კიოდა სირბილლლლ!!!!(სირბილაძეს უკიოდა ქალივით) მერე სხვა რა იყო-აზერბაიჯანში ან ყაზახეთში რამეს მიაღწია? ევროთასებზე ჯგუფში იყო? ფული არ ჰქონდა თუ რა. აი შოთიმ დატოვა კვალი უზბეკეთში,ამან რა დატოვა იქ? არაფერი. მერე ნაკრებში მოხვდა შემთხვევით- იმ წუთას ფხანით იყო დაკავებული და ნაკრები ანდეს და ამან ბაჩანა მოსვა ნაკრებში(ნუ თვითონ მოსწონს ალბათ,შვილია მაინც) მერე ასე ალალბედზე ხელში ჩავარდნილ სამუშაოზე ეუბნებიან-გადახდის სისტემას შეგიცვლითო და ფეხები გაფშიკა პრემიალურზე-ანუ იმედი არ ჰქონდა რამეს რო მიაღწევდა და მოჭრილი ხელფასი უნდოდა(ძირითადად რის გამოც დაიმსახურა ჩემი პირადი გულისწყრომა) არც მაგის ნაკრები მომწონდა-ესტონეთთან 0-3 პოლონეთთან 0-4 გაგახსენოთ? რაც შეცვალა იყო ის რო ცენტრზე გადასულ ფეხბურთელებს იბიონატს არ ეძახოდა და ჩვენ შემტევი სტილის მიმდევრად ჩავთვალეთ რატომღაც. მერე ამას მოჰყვა ფესერაციაზე განაწყენებული გულშემატკივრების თვალში(ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ნაწილი მართლა გულშემატკივარი-მეც ასევე) მაგათ თვალში ცხადაძის პერსონის გაჰეროება წავიდა და ყველაფრის კობიზე გადაბრალება(კობიმ მარტო კარგი გააკეთა რაც ჯერ გააკეთა) აი მაგალითად არის საიტი ლელო და ჟურნალისტი ალეკო კაკაურიძე-ვისთანაც რამდენი კომენტარიც დავწერე სადაც ცხადაძე გავაკრიტიკე ან კობი შევაქე არაფრის დიდებით არ აქვეყნებს..რა ვიცი-რა ვიცი. და-ისე ეს კამათი უბრალო ფრაზას მოჰყვა რაც არარეალურია,ვერ იარსებებს გუნდი 22 თანაბარი ძალის ფეხბურთელით,შანსი არაა მაგის-არსებობენ ძირითადის კაცები-ტიპები რომლებიც თამაშების 60% თამაშობენ და შეცვლები-ეს რაღაც ახალი დებილობაა 22 არა 44 თითო პოზიციაზე 4 კონკურენტი.
თემო
მე ძალიან მომწონს დინამოს წლევანდელი სელექცია,ორი ბრაზილიელის დამატებას აპირებენო და ეგეც თუ გამოვიდა მშვენიერ შემადგენლობას მოუყრიან თავს.
ვახო
100%
levani-ს
ლევან შენ იყიდე რომელიმე ქართული გუნდი,ვიტ-ჯორჯია თუნდაც და შენ გააკეთე ფიფიაზე მეტი არ გინდა?ფიფიას და დინამოს და ცხადაძეს საერთოდ შევეშვათ და მიდი შენ გააკეთე ფიფიაზე მეტი,დახარჯე ფიფიაზე მეტი ფული.ხო ვიძახით ფიფია ფულს აკეთებს მარტო და დახარჯვა არ უნდაო-მიდი შენ იყიდე გუნდი და იშოვე შენც ფული.ან ცხადაძეზე მეტი გააკეთე ვინ გიშლის?არ გინდა მწვრთნელობა?მიდი ჩაუდექი რომელიმე გუნდს სათავეში,მოიუვანე ტოპ ლეგიონერები,გაიყვანე გუნდი ევრო ტურნირებზე და მოიგე არ გინდა?ლაპარაკზე ადვილი არაფერია.აი საქმის კეთება კი ძნელია.
ასევე
სანამ მართლა, გულშემატკივრისთვის გასაკვირი ტრანსფერებს არ გაჩარხავთ თქვენი საუბარი ჩვენთვის იქნება მხოლოდ ენის ტლიკინი და მეტი არაფერიი..
Levani
ეს სადღეგრძელოები ვერ მოიშალეს.ბოლო 4 წელი ყველაზე პოპულარული სადღეგრძელოა- "თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ(?!) ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელი" ეს გამოთქმა სიდებილით უტოლდება შემდეგ გამოთქმებს- "ლუდი 10 თეთრი,პური5 თეთრი" "წაკუზულზე ალალია" "სამი კუთხური ერთი პენალტი" ანუ ამას მართლა ჰგონია რო მინიმუმ 11 კარგი ფეხბურთელი სკამზე დაჯდება და ასე იქნება მთელი სეზონი- არ გაიქცევიან,იჯდებიან ასე ბედნიერად სკამზე. რატო? რამე გასაბედნიერებელ ტაბლეტებს დაალევინებთ? ვაბშე აზრზე ხართ? თუ აზერ-ყაზახურ გამოცდილებას გვიზიარებთ?
dato
ესეც იგივეს აწვება, გავზარდოთ ფეხბურტელები და მერე ევროპაში დავბინაოთო. დინამოს გულშემატკივარს რა ამით? არაფერიც არ იცვლება
შოკირებული გულშემატკივარი
ღირსება და ზნეობა
beqa
ითამაშეთ ევრო ტურნირზე და გულშემატკივარიც მოვა !!!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა