გიორგი ჭიაბრიშვილის "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ თბილისური კლუბი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ არსებული შემადგენლობით კლუბი, ფაქტობრივად, დაშლილია:

"მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ლოკომოტივი" იძულებული გახდა, უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში.

ვწუხვართ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე.

აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ.

თბილისის "ლოკომოტივი" თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა."

შოკირებული გულშემატკივარი
თუ ფეხბურთელის მომზადება შეგიძლიათ რატო არ ამზადებთ და თუ არ შეგიძლიათ რატო სპეციალისტს არ იწვევთ დავიჯერო 1 მწვრთნელი არ მოგეპოვებათ ცოტა ამტანობა რო ასწავლოს და ცოტა კიდე ბურთი და თუ 1 არ გყავთ ჩამოიყვანეთ ვინმე და მწვრთნელები მაინც მოგიმზადონ
ირაკლი
ერთი მაცოდინა, ვის რად უნდა ასეთი ძალად ჩატარებული უსახური ეროვნული ჩემპიონატი. ფეხბურთი სანახაობაა და არა ვალდებულება. მერე სადაა სანახაობა საქართველოს ჩემპიონატში? საერთოდ კაპიკს არ უნდა უხდიდეს სახელმწიფო ამ ძალით სპორტსმენებს, 3 გუნდი დარჩება? ჰოდა ჩაატარონ სამოყვარულო 3 გუნდიანი ჩემპიონატი. ზუსტად ისევე შერცხვებიან შემდგომში ევროსარბიელზე როგორც 10 ან 16 გუნდიანი ჩემპიონატიდან გასული. მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით და ფინანსების გახერხვის მიზნით არსებული ჩემპიონატი, წლიდან წლამდე რომ რეგრესი აქვს. ზუსტად ჩვენს ფედერაციაზეა ნათვქამი, "სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ"
საღი აზრი
ეგ კი არა,ქარხანა დაიშალა,ნახევარი თბილისი მუშაობდა მანდ))რა ლოკომოტივი,რეებს ლაპარაკობთ
ესროლე ქვა
არა გრცხვენიათ ამდენი ხანია სულ დაფინანსებას ითხოვთ ვერანაირად ვერ განვითარდით ბურთის დევნა ეზარებათ ვარჯიში ეზარებათ ტექნიკაზე გამძლეობაზე სისწრაფეზე მუშაობა ეზარებათ ვერც ფეხბურთელებს ზრდით რომ უცხოურ გუნდებს ტაციაობა ქონდეთ იმენა მარტო ფულს ითხოვენ მერე წავლენ ბარში და კოქტეილის წრუპვაზე და ჭორაობაზე ენას იფხანენ იმდენიც არ გესმით სათამაშო ბიზნესი საიდან გაფინანსებთ აბა.თუ რამის თავი გაქვთ წადით ევროპის გუნდებში ითამაშეთ სად რომელი გუნდი გადაიხდის თქვენში ფულს მგონი დამლაგებლებადაც არ აიგვანენ
დევკალიონი
მოსახლეობის მძარცველი კაზინოების ფული გაუჩერეს და ახლა სახელმწიფოს ფულს დაადგეს თვალი,ბევრიც არ დარჩა და სულ ყველას მიშადან დაწყებული ოცნებით დამთავრებული მოგხედავთ აუცილებლად!სულ ყველა ხალხის კისერზე ხართ გამდიდრებული და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ტანჯვაში დაამთავრებთ!
სიმართლე
თბილისში ამდენი გუნდი არაა საჭირო, მაინც არ დადიან ფეხბურთზე. რეგიონებს მიაწექით
Oto
Saxelmwipo tu momcems puls da sponsoric meyola mec viqnebi prezidenti ,egeni ras aketeb marto ylapaven
Levani
რა შუაშია ბიჯო დინამო მოსკოვზე მოგება? დინამო მოსკოვი კი არ არის ოკუპანტი-ფეხბურის გუნდია სადაც სხვათაშორის ჩვენი ლუკა გაგნიძე ირიცხება. რა შუაშია ეს ურა პატრიოტიზმი.. ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ჯერ-ჯერობით ევროტურნირებზე დინამო-ვისლა იყო და მოვიგეთ კიდეც,კიდე უფრო მნიშვნელოვანი ბილბაო-დინამო იყო და იქ ცოტა დაგვაკლდა. გულშემატკივარს-ვეთანხმები,სწორედ რომ აი დარდი. სათამაშო ბიზნესი საერთოდ ასაკრძალია ყველანაერი ფორმით- საერთოდ ბიზნესიც არ არის-ხალხს გვეთამაშებიან და გვყვლიფავენ.შენ თუ არ თამაშობ რა გარანტია გაქვს რო შენი შვილი არ გაეხვევა მგ მახეში და ოჯახს დაგიქცევს.ან შენი ძმაკაცი რო ცხოვრებას დაინგრევს და ბოლოს თავს მოიკლავს-ასე რამდენს მოუვიდა..თემა აკონტროლე თავი არ არის გარანტია,მე ვაკონტროლებ,მაგრამ ირგვლივ ბევრი ადამიანი გვყავს ვისი უბედურებაც ჩვენც გაგვაუბედურებს. არ მაინტერესებს ასეთი გუნდი,ნაწილი თანხის ბიუჯეტიდან უნდა ვუხადოთ და მეორე ნაწილი ხალხის გატყავებით ნაშოვნი ფულიდან. არ იქნება და ნუ იქნება-არც ბებიაჩემზე მიცემული პენსია მინდა რომელსაც მერე ჩემს დეიდაშვილს მოუგებენ.დახურონ და გააჯ..ნ- ამ თამაშის,გეი კლუბების და ნარკოტიკების პროპაგანდისტებმა. მოსკოვის დინამო კი არა ხვალ ტანკებით რო მოგადგებიან მეომრები რო არ გვეყოლება-იმიტო რო ჟორამ და შალიკომ ცოლების მოსაყვანი რაც საშუალება ჰქონდათ გემბლინგს შესტენეს და ოჯახები რო არ იქმნება და ბავშვები არ იბადება ქვეყანაში და უბედურება ტრიალებს- თბილისის ლოკომოტივის ლოგოთი დახვდით წინ ტანკებს. მაგრამ თქვენ ის ხალხი ხართ ვინც საოკუპაციო ხაზთან მიხვალთ და საჯდომს აჩვენებთ მტერს.
Zaza
მოსკოვის დინამომდე ტორპედოს მოუგო მოსკოვში დინამომ ტალახში იგივე ნაკრებმა თბილისში რუსებთან მოგება არიყო პრინციპული და ისტორიული? აპა წაგვეგო. სათამაშო ბიზნესიდან მაყუთი მოგვაკლდაო და რა დინამო მოსკოვი საერთოდ რაშვაშია ამ თემასთან.
მადრიდისტი
სათამაშო ბიზნესზე თუ არიან დამოკიდებულნი ქართული კლუბები ყველა დაიშლება მალე, ყველას მაისურს ამშვენებს მათი რეკლამები..მერე ალბათ მოვუგებთ ფარერის კუნძულებს (1:6)..
შოკირებული გულშემატკივარი
რატო ვერ ამზადებთ ფეხბურთელებს რო გაყიდოთ და მოგებაც დაგრჩეთ სხვა ქვენებში თუ ამზადებენ თქვენც მოიწვიეთ კარგი მწვრთნელები
პელიდი
ახლა ყველა სათამაშო ბიზნესის რეგულაციას დააბრალებს. არადა, გუნდს საკუთარი ბაზა და აკადემია გქონდეს, და ამასთან დაიშალო, მოხერხება უნდა. აკადემია კარგად რომ მუშაობდეს, მარტო აღზრდილების ტრანსფერებით უნდა ხერხდებოდეს გუნდის შენახვა. ჭიაბრიშვილამდეც ქონდა ლოკომოტივს ფინანსური პრობლემები, ხელფასების 70 პროცენტით რომ შეამცირეს და ამის გამო მწვრთნელი რომ წავიდა. მენეჯმენტმა თავისთავს უფრო უნდა დააბრალოს, ვიდრე გარეთ იშვერდეს ხელს.
ირაკლი
გუნდმა რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში მოიგო ყველაზე პრინციპული თამაში ევრო ტურნირებზე, დაამარცხა დინამო მოსკოვი.. და ღირსება აღუდგინა ქართულ ფეხბურთს და გაახარა მთელი ერი, და ამ გამარჯვებით თქვა მთელი ერის სათქმელი. გულსატკენი, საწყენი და ერის სირცხვილია, რომ ეს გუნდი სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ქრება საფეხბურთო რადარებიდან. დიდი იმედი მაქვს რომ იმ ისტორიული გამარჯვების გამო არ ისჯება ლოკომოტივი, რომელმაც სამარცხვინო მარცხი აგემა დინამო მოსკოვს.. ქართულ მიწაზე. დიდი მადლობა ლოკომოტივს და გიორგი ჭიაბრიშვილს იმ სიხარულისთვის რაც ქართველ ესრს მოუტანეს იმ ისტორიულ და პრინციპულ მაჩში გამარჯვებით.
გულშემატკივარი
აი დარდი...
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]