თბილისის "დინამომ" ეროვნულ სტადიონზე ესპანელი ახალწვეულები: ხისკო, კოტო და იაგუე წარადგინა
გუშინ, 30 ივნისს დილით ეროვნულ სტადიონზე "დინამომ" ესპანელი ახალწვეულები წარადგინა. კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ჩისკოს, იაგუესა და კოტოს "დინამოს" მაისურები გადასცეს, რასაც პრესკონფერენცია, კონტრაქტებზე ხელის მოწერა და "ბორის პაიჭაძის" გაზონზე ფოტოსესია მოჰყვა.

ესპანელებს "დინამომ" ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ჩისკო 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, იაგუე - 19-ით, კოტო კი - 21-ით. "დინამოს" მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიას იაგუე გუშინდელი მატჩის 18-კაციან განაცხადში ჰყავდა შეგულებული, მაგრამ მისი საევროთასო განაცხადში შეყვანა ვერ მოესწრო და ესპანური სამეული თბილისურ კლუბს ევროპის ლიგის მეორე ეტაპიდან დაეხმარება (იმედია, "დინამოს" ამ რაუნდშიც ვიხილავთ და ამაზე შორსაც წავა).

ფიფია: დღევანდელი დღე "დინამოსთვის" და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ ესპანელი ფეხბურთელებით გავძლიერდით და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ჩვენს იმედებს გაამართლებენ. გვჯერა, ალექს გარსიას ბარსელონური გამოცდილება ჩვენს კლუბს ძალიან წაადგება.

პოლოლიკაშვილი: "ვფიქრობ, ამ ტრანსფერებით დავამსხვრიეთ ის მითი, თითქოს საქართველოში სათამაშოდ ძლიერი ფეხბურთელი არ ჩამოვა. "დინამოში" სამი ძლიერი ესპანელი მოთამაშე გადმოვიდა, მაშინ, როცა რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა, რომელთაც თავიანთ კლუბებში საქმე არცთუ კარგად მისდით, ჩვენს წინადადებაზე უარი თქვა. ესპანელ ფეხბურთელებზე კი აქცენტი მწვრთნელის ფაქტორიდან გამომდინარე გავაკეთეთ და ამაში ჩემი პირადი კონტაქტებიც დაგვეხმარა. ლეგიონერებს ახლა იმიტომ ვიმატებთ, რომ ალექს გარსიას ვადროვეთ, შეკრებაზე გუნდს კარგად დაკვირვებოდა და თავად დაენახა, თუ რომელ პოზიციებზე გვჭირდებოდა გაძლიერება.

თქვენს წინაშე არიან საინტერესო ბიოგრაფიისა და გამოცდილების ფეხბურთელები. მათ კიდევ ერთხელ მივესალმები და ვუსურვებ, "დინამოში" წარმატებული პერიოდი გაეტარებინოთ".

ხისკო: "თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოვედი და თქვენი ქალაქითა და თბილი მიღებით უკვე აღფრთოვანებული ვარ. ასეთი დახვედრისთვის ყველას დიდ მადლობას გიხდით და ვეცდები, თქვენი იმედები სრულად გავამართლო.

ვიცი, რომ "დინამო" მდიდარი ტრადიციების მქონე და ტიტულოვანი კლუბია. მისმა ხელმძღვანელობამ ახალწამოწყებული პროექტის შესახებ მიამბო და ჩემთვის მასში მონაწილეობა საინტერესო აღმოჩნდა".

იაგუე: "სამი დღეა, თბილისში ვარ და თავს უკვე შინაურულად ვგრძნობ. მწვრთნელებმა და თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს და გარემოც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ადაპტაციას მალე გავივლი და თავს კარგად წარმოვაჩენ".

კოტო: "დარწმუნებული ვარ, "დინამოში" გადმოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მოტივაციითა და სასიამოვნო ემოციებით ვარ სავსე და მზად ვარ, ჩემს ახალ კლუბს გამოვადგე".

"დინამოს" ესპანელი ახალწვეულების შესახებ რამდენიმე დღის წინ ვრცლად გიამბეთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ჩისკო მუნიოსი 30 წლის შემტევი ნახევარმცველია და გასული სეზონი "ლევანტეში" გაატარა, 2004 წელს კი რაფა ბენიტესის "ვალენსიასთან" ერთად უეფას თასი მოიგო; 26 წლის ალბერტ იაგუე ცენტრფორვარდია და "ესპანიოლის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, ორი სეზონი გაატარა სეგუნდა დივიზიონის "ეიბარში"; 23 წლის კარლეს კოტო კი "ბარსელონას" აკადემიაში აღიზარდა, უთამაშია ბელგიურ "მუსკრონსა" და კვიპროსულ "ანორთოსისში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა