"გვიყვარს ბრძოლა და მოგებას მოწყურებულები ვართ. იმედია, ჩვენი მხარდამჭერები იმ მუხტს მოგვცემენ, რაც მათგან გვჭირდება!”

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.

ორმატჩიანი პლეი-ოფის პირველი შეხვედრა 5 იანვარს, 19:00 საათზე თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა სანდუ ფლორინ იაკობმა შეკრებაზე 16 ხელბურთელს უხმო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, სამი მოთამაშეა შეცვლილი: გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდებიან ხაზეინ რუსტამოვი და ნიკოლოზ კალანდაძე, ხოლო გამოცდილმა რატი მსხვილიძემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ჩვენს ნაკრებს უბრუნდება ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარიის 10-გზის ჩემპიონ "ვინტერთურის“ წევრი გიორგი ცხოვრებაძე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა. სანაკრებო დებიუტი ექნება ახალგაზრდა აკაკი პატაშურს. ის ბერძნული "არგოსის“ ღირსებას იცავს. გუნდს ასევე შეუერთდა "ქუთაისის“ მოთამაშე ლექსო წითელიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

გიგა ტორონჯაძე (ბსბ), ზურაბ ცინცაძე, რევაზ ჭანტურია, მირიან გავაშელიშვილი (სამივე „პრილეპი“, ჩრდ. მაკედონია), გიორგი ცხოვრებაძე („ვინტერთური“, შვეიცარია), გიორგი დიხამინჯია („ლიუბენაუ“, გერმანია), ერეკლე არსენაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ირაკლი ჩიქოვანი („კონსტანცა“, რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („კოკსი“, ფინეთი), აკაკი პატაშური („არგოსი“, საბერძნეთი), ირაკლი კბილაშვილი („სუჩავა“, რუმინეთი), ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, უჩა მაისურაძე (სამივე ბსბ), ლექსო წითელიშვილი, ზურაბ სიმონია ( ორივე „ქუთაისი“)

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"რეალის" მეკარე შეიძლება "ტოტენჰემში" გადავიდეს
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში - ფრანგული მედიის ვარაუდი
[VIDEO] ზურაბ მუსელიანმა "პარალიმნის" სათასო მატჩი მოაგებინა!
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მექვაბიშვილის სუპერგოლი თურქულ გუნდთან სპარინგში
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 9-15 იანვარს დიღმის არენაზე ჩატარდება
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
კვარაცხელია სრული კომპლექტისთვის! - კიდევ ერთი აზიური ფინალი
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"რეალის" დიდი დანაკლისი - მბაპე სუპერთასზეც არ იქნება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "სტრასბურგს" კვლავ ინგლისელი გაწვრთნის
60 000-იან სტადიონზე ფრანგი ფანები არ იქნებიან - ქუვეითში გასამართი პსჟ "მარსელის" სუპერთასის მატჩის უცნაური დეტალები
[VIDEO] შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ევროლიგაზე - ქართველმა "ბარსელონას" "მაქაბისთან" ულიდერა
ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს