ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" შვეიცარიულ "ბაზელთან" საკონტროლო შეხვედრაში მეტისმეტად უსიამოვნო მარცხი იწვნია - 0:4
ბაზელი-ზესტაფონი 4:0

ზესტაფონი: მამალაძე (46. კვასხვაძე), თ. ღონღაძე (46. ბენაშვილი), ხიდეშელი (60. მ. კობახიძე), გ. ონიანი, გორგიაშვილი (46. ელიავა), ძარია (73. როსტომ გეწაძე), ბაბუნაშვილი (60. ჭანკოტაძე), აფციაური (79. გაგოშიძე), გრიგალაშვილი (80. სარდალიშვილი), დვალი (60. ლომია), წინამძღვრიშვილი (46. გელაშვილი).

გოლები: 1:0 რიონგი (9), 2:0 ფრაი (45), 3:0 ფრაი (67), 4:0 ბუესი (81)

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" შვეიცარიულ "ბაზელთან" გუშინ, 30 ივნისს მეტისმეტად უსიამოვნო მარცხი იწვნია. ვეტერანმა ალექსანდერ ფრაიმ და კომპანიამ საქართველოს ჩემპიონს შანსი არ დაუტოვეს.

ასეთ ძლიერ მეტოქესთან წაგება რა გასაკვირია, მაგრამ ოთხბურთიანი სხვაობით მარცხი გუნდის წევრების განწყობაზე დადებითად ვერაფრით იმოქმედებდა და იმედია, "ზესტაფონის" წევრები გუნებას 4 ივლისს გამოიკეთებენ - ამ დღეს ფეროელები ბოლო ავსტრიულ სპარინგში რუმინულ "კლუჟს" გაეჯიბრებიან. ისიც აღვნიშნოთ, რომ ამ შეკრებისას ჩატარებულ სამ მატჩში ქართველებს ერთი გოლიც არ გაუტანიათ.

სასიამოვნო ამბებით დავამთავროთ - რამდენიმეკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ იმერელთა შემადგენლობაში ნიკა გელაშვილმა, ზაალ ელიავამ და ალექსი ბენაშვილმა ითამაშეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე