„ტოტენჰემ ჰოთსპური“ მზად არის ხელახლა წამოიწყოს მოლაპარაკებები ესპანურ „ვილიარეალთან“ - „დეზებს“ 24 წლის იტალიელი თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის ყიდვა უნდათ
„ტოტენჰემ ჰოთსპური“ მზად არის ხელახლა წამოიწყოს მოლაპარაკებები ესპანურ „ვილიარეალთან“ - „დეზებს“ 24 წლის იტალიელი თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის ყიდვა უნდათ.

ლონდონის კლუბმა ეს მას მერე გადაწყვიტა, რაც როსის აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ განაცხადა, რომ ფეხბურთელის მცდელობა „ბარსელონაში“ გადასულიყო, უშედეგოდ დამთავრდა.

ამის მიუხედავად „ტოტენჰემს“ კონკურენცია ელის. როსის შეძენა უნდათ „ატლეტიკოს“, „რეალს“, „იუვენტუსსა“ და „ჩელსის“. „ატლეტიკოს“, მოგეხსენებათ, სერხიო აგუერო სტოვებს და მადრიდელებს როსი მის შემცვლელად წარმოუდგენიათ.

რატომ ჩაიშალა „ბარსელონასა“ და როსის მოლაპარაკებები? რასაკვირველია, სესკ ფაბრეგასის და ჩილელი ალექსის სანჩესის გამო. ესპანეთის ჩემპიონს ფული უპირველეს ყოვლისა ამ ორისთვის ემეტება.

„ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა, ეს უკვე ნაღდია - თქვა პასტორელომ - ახლა როსის მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. რასაკვირველია, არც „ვილიარეალში“ დარჩენა უნდა გამოვრიცხოთ. რა ღირს? ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და შესაბამისად ეღირება კიდეც“.

მას-მედიაში კი წერენ, რომ ჯუზეპე როსის ფასი დაახლოებით 35 მილიონი ფუნტი ანუ თითქმის 39 მილიონი ევროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა