საქართველოს წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი წინსვლას 2022 წელსაც აგრძელებს. ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ ის იანვრის ორ ცენტრალურ მატჩზე დანიშნა.

22 იანვარს ამაშუკელი ჩემპიონთა თასის მე-4 ტურში, ინგლისის პრემიერშიფისა და ტოპ 14-ის ლიდერების, "ლესთერ თაიგერსისა" და "ბორდოს" შეხვედრას განსჯის. ეს ტურის და ზოგადად, ჯგუფური ეტაპის გამორჩეული თამაშია:

"ორივე გუნდი თავთავიანთი, მსოფლიოს უძლიერესი ჩემპიონატის ლიდერია და მათი დაპირისპირება უდავოდ ცენტრალურია ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე. ზოგადად, ინგლისურ-ფრანგული დაპირისპირება ყოველთვის სახასიათოა და ჩემთვის დიდი პატივია, ასეთი თამაში რომ მანდეს“.

მანამდე, 15 იანვარს, 27 წლის რეფერი ჩელენჯ ქაფის მე-3 ტურში ფრანგულ დერბის იმსაჯებს, რომელშიც "პერპინიანი" "ლიონს" მასპინძლობს:

"მანამდე ჩელენჯ ქაფზე ფრანგული დერბი მელის და იმედია "ლიონში" ქართველი ლეგიონერებიც ითამაშებენ, რაც ჩემთვის მსაჯობას ორმაგად სასიამოვნოს გახდის. "პერპინიანის" გულშემატკივრები აგრესიულები არიან და ხმაურით გამოირჩევიან. წინ საინტერესო გამოცდილება მელის“ – ამბობს ამაშუკელი.

ნიკას ჩემპიონთა თასზე დებიუტი დეკემბერში ჰქონდა და მაშინაც ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება იმსაჯა – "კასტრი" "ჰარლექუინსს" ეთამაშებოდა.

Georgian Rugby

გია პაპა
წარმატებები ნიკა!
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
"შავი ლომი" | წლის პირველი მეტოქე - "მონტობანი"
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"ჭიქისთვის რომ დამეხედა, რა თქმა უნდა, ხელში არ ავიღებდი" - "ტოტენჰემის" მწვრთნელმა თავი იმართლა
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 9-15 იანვარს დიღმის არენაზე ჩატარდება
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"რეალის" დიდი დანაკლისი - მბაპე სუპერთასზეც არ იქნება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "სტრასბურგს" კვლავ ინგლისელი გაწვრთნის
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
ოფიციალურად: გიორგი ზარიამ "კაირატი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" თასზე თითქმის მოგებული მატჩი წააგო
აფრიკის თასის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა
მეექვსე ტიტულისთვის - "კვარამ" ივარჯიშა და ქუვეითში გაემგზავრა
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
"საშინლად თამაშობს" - ჟურნალისტმა ზაბარნი გააკრიტიკა
ოფიციალურად - "ჩელსის" მწვრთნელად როსენიორი დანიშნეს
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს