საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, გრონინგენის "მარტინი პლაზაში" ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:1 სძლია.

მე-6 წუთზე მეტოქე ჰაჯევიჩმა დააწინაურა, საპასუხო შეტევისას კი კურტანიძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მეკარე მილანოვიჩმა. ბოსნიელები ძალიან სახიფათონი იყვნენ სწრაფი კონტრშეტევებისას, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჩვენი გუნდის გოლკიპერი კუპატაძე. შემდეგ სებისკვერაძეს გოლის გატანა მილანოვიჩმა არ დაანება, ელისანდრომ ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების იერიშებით დაიწყო. მილანოვიჩს კარიდან მორიგი წინ გასვლა ძვირად დაუჯდა და 25-ე წუთზე თალესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 27-ე წუთზე ბრუნო პეტრიმ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. აქედან მოყოლებული, ბოსნიელები შეტევაზე გადავიდნენ. ბოლო წამზე 42 წლის კუპატაძემ მოწინააღმდეგის დარტყმული ბურთი მოიგერია და გავიმარჯვეთ.

D ჯგუფში დღეს ერთმანეთს ესპანეთი და აზერბაიჯანი დაუპირისპირდებიან. ესპანეთის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა.

29 იანვარს, ბოლო ტურში, ასათიანის შეგირდები, რომლებმაც ზედიზედ ორი მატჩის შემოტრიალება მოახერხეს, ესპანეთს შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრები (სასტარტო): კუპატაძე - შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო

სათადარიგოები: ბუკია, ღავთაძე, ვილიანი, თოფურია, ბრუნო პეტრი, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, კეკელია

SILVERMARCS
არ ვიცი ეს ხალხი, არ მომიკრავს არსად თვალი! ვიკითხე ვინც ნაკრებში თამაშობს სახელი და გვარი და სადაურობა მაინც დაწერთ თქვა, რას წამესიეთ თქვე უთავმოყვარეოებო! ადრე ფეხბურთზე რეპორტაჟები როცა იწერებოდა, ეწერა ორივე გუნდის შემადგენლობა, მსაჯები, ვინ და რომელ წუთზე გაიტანა გოლი და ა.შ. აქ რომ დაიწეროს გუნდის შემადგენლობა რა, გრეხია??!!
გიზოგ
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე დიდ ფეხბურთში! გილოცავთ ბიჭებო, დიდი მადლობა იმ სიამოვნებითვის რაც თქვენ მოგვანიჭეთ. სულ წარმატებებით გევლოთ. Congratulations guys, thank you so much for the pleasure you have given us. Good luck.
ტტტ
სხვა ნაკრებბშიც ეგრე მინიმუმ 80%-ში, ასე რომ შევირგოთ მოგება და ნუ ბოდიალობ რაღაცეებს.
გია
ამ უცხოელების ჩამოყვანით რას ვშვრებით? ეგ არაა საქართველოს ნაკრები და ყველა თამაში რომც წააგონ აჯობებს, სირცხვილია ჩვენი...
კომენტარი
ძვირფასო ბატონო "საქართველოვ". საიდან ასკვნით, რომ გაბრაზებული ვარ? ეს თქვენ ბრაზობთ. მე მხოლოდ აღვნიშნე, რომ ნაკრები ინტერმაციონალურია, არც მრავასაუკუნოვანი ქართული ტოლრტანტობის კდევ ერთი ტვალსაჩინო გამოხატულებაა.
G
კარგია წარმატება, მაგრამ ამდენი უცხოელი ეროვნულ ნაკრებში არ ვიცი რამდენად სწორია
აბო
სულაქველიძე მაინც სულ სხვაა. გელა ნუგზაროვი თუ იქნება ესპანეთთან:
საქართველო
ეგ ცალკე პრობლემაა,ამათ რომ შემადგენლობა არ უწერია,თუმცა თუ მართლა გული შეგტკივა საქართველოს ნაკრებზე უამრავი საშუალებაა,ამ თამაშების როგორც ლაივში ხილვის ასევე ჩანაწერის,დღეს ჩვენი ბიჭების ხუთეული ხშირ შემთხვევაში უკეთაც გამოიყურებოდა ვიდრე ბრაზილიელების,თუმცა ეს ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი ბრაზილიელების წვლილს არ აკნინებს.დიდი მადლობა ყველას ერთად.ეს შენი გუნდია
საქართველო
თქვენ სავარაუდოდ ჰოლანდიის,საფრანგეთის,ინგლისის,პორტუგალიის,გერმანიის გულშემატკივარი იქნებით ფეხბურთში,ამ ნაკრებებში ხომ სულ ადგილობრივები თამაშიბენ. ბიჭებმა რამხელა წარმატებას მიაღწიეს და ზოგიერთი როგორ ცდილობს ამ წარმატების გაუფასურებას.რამ გაგაბოროტათ, გაიხარეთ,თქვენც გეკუთვნით ეს წარმატება. მადლობა ბრაზილიელ ბიჭებს,რომ საქართველოს სახელისთვის ჩვენ ბიჭებს გვერდში უდგანან
ივერი
2:2 გავედით! თუ ესპანეთთან წავაგეთ მაშინ მგონი რუსებს შევხვდებით ასე რომ ჯობია არ წავაგოთ, დამატებითი ტვირთი მოეხსნებათ ბიჭებს
buba
აზერბაიჯანი-ესპანეთი 2:2 გავედითთთთთ მეოთხედფინალში!!
გეგა
2:2 ითამაშა ესპანეთმა
buba
აზერბაიჯანი-ესპანეთი 2:2 გავედითთთთთ მეოთხედფინალში!!
lasha
2-2 morcha
Levani
ესპანეთი აზერბაიჯანი 2-2,მეოთხედფინალში ვართ.
Levan
რა 2-1 2-2 მორჩა,ნახევარფინალში ვართ.შენ აზერბაიჯანულ არხზე უყურე?
ფეოლა
რეებს ბოდიალობ, ჯერ არ დამთავრებულა 2:2-ია და თვლა ისწავლეთ, გასულები ვართ ყველა ვარიანტში. თანაბარი ქულების შემთხვევაში ურთიერთშეხვედრები წყვიტავს.
კომენტარი
საქართველოს ინტერნაციონალურმა ნაკრებმა დაამარცხხა ბოსნიის ნაციონალური ნაკრები!
mirosan
და აზერებმა კიდეც რო მოუგონ ბოსნიას და ჩვენ წავაგოთ თანაბარი ქულების დროს რას ექცევა ყურადღება ბურთებს თუ ურთიერთშეხვედრებს?
ნიმბუს
აზერბაიჯანმა დაამარცხა ესპანეთი 2 1, ხომ არ გაახარებენ ბილომდე რააა, მაინც გავალთ
სხვა რამე
ვგულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს და ყველას ვისაც საქართველო უყვარს და მისთვის კარგს აკეთებს განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა
ზურა
აზერბაიჯანი უგებს ესპანეთს
Levani
აბა-ვბალეშიკობთ ესპანეთს.მიდით მიაკატლეტისჩეკეთ აზერბაიჯანი
SILVERMARCS
თუ შეიძლება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გაგვაცანით, სახელი გვარი, დაბადების წელი, ეროვნება და ა.შ.! ვის ვგულშემატკივრობთ არ უნდა ვიცოდეთ?!
ბოკინიო
გილოცაავთ! წინა თამაშზე არ დავწერე ეს და ეხლა მინდა ჩემი აზრი ვთქვა. ეს არის სწორი მენეჯმენტის შედეგი. ასათიანი ამ გუნდს აწყობს რამდენი წლია. ეტყობა გუნდში კარგი არმოსფეროა და ყველა ყველას მეგობარია. რაც შეეხება ბრაზილიებს გულით თამაშობენ და მჯერა რო ესმით ნაკრების მაისურის ფასი. მწვრთვნელი სწორად ასვენებდა ლიდერებს. ქართველი ფეხბურთელები კარგად შემოდიოდნენ. მეკარემ ხო სასწაულები ატარა. ფიზიკა სწორი რაც ქართველების აქილევსის ქუსლია. იმედია სხვებიც დაინახავენ რო სწორი მენეჯმენტით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ახალი ფორმა დიდად არ მომწონს:)) მაგრამ იმედია ამ ფორმით დიდი ნაკრებიც მოიგებს ერთა ლიგას:)
G.LA
ყოჩაღ ბიჭებო, კუპატაძე ნახევარი გუნდია. გილოცავთ და წარმატება 1/4 ფინალში.
status quo
ყოჩაღ გილოცავთ.
ქართველი
თამაშს თუ უყურე საერთოდ? ბოსნიის შემადგენლობაში კიარა განაცხადში ნახე ლეგიონერი?
კინგი
მადლობა ბიჭებს,გაიხარეთ.სხვათაშორის ესპანეთის არწაგების შემთხვევაში გასულები ვართ
ფაჩაჩია მეწისქვილე
ბრავო ჩვენ ბიჭებს ამ დიდი სიხარულის მინიჭებისთვის.წინ საქართველო.
EA7
ბრავო❤️
რრრ
ელისანდრო კარგად ჰყავდათ შესწავლილი და ტრამვამდეც ფეხს არ ანძრევინებდნენ და დღეს დიდათ არც დაგვკლებია, თუმც დიდი ძალაა ჩვენთვის და იმედია მოთხედფინალებისთვის დაბრუნდება. მადლონა ბიჭებს და ასათიანს.
კობა
თქვენ გაიხარეთ ჩვენო მებრძოლებო!!!....წარმატებები და კვლავაც წარმატებები!!!...
zaza
მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის, რასაც ქვია ბრძოლის ხარჯზე და თავდადების ხარჯზე ვაჯობეთ. ძალიან მიხარია რომ ნატურალიზებული ბრაზილიელები ესე გვეხმარებიან ისტორიული შედეგის დადებაში. ამ სპორტში არგენტინის გარდა მგონი ყველას ჰყავს ლეგიონერები ბრაზილიელები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩემთვის მთავარია ის ბრაზილიელი გავიდეს მოედანზე და საქართველოს ნაკრებში ბოლომდე დაიხარჯოს, წარმოშობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს როცა ეროვნული ნაკრების მაისური გაცვია და მოედანზე იბრძვი.
ჟორა
ვულოცავ ბიჭებს, მაგრები ხართ. შემადგენლობა დაწერეთ, კუპატაძის მეტი ქართველი არ თამაშობდა? ეს რა საქართველოს ნაკრებია?
გია პაპა
გილოცავთ ბიჭებო, წარმატებები შემდეგ თამაშებში.
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
სლოვაკეთი - საქართველო | გადამწყვეტი მატჩი ბრატისლავაში
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
[VIDEO] ფუტსალი. მძიმე მატჩი ბრატისლავაში - საქართველოს ნაკრებმა ევრო 2026-ის საგზური მოიპოვა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს