ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები უკვე გასული იყო 1/4 ფინალში და ის უნდა გარკვეულიყო, შეძლებდა თუ არა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას.

უპირატესობას თავიდანვე მეტოქე დაეუფლა, რომლის ლიდერ ლოსანოს მეკარე კუპატაძემ სამჯერ არ დაანება გატანა, მე-12 წუთზე კი ბორხამ ესპანეთი დააწინაურა. მე-16 წუთზე მე-6 ჯარიმისათვის ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და ლოსანომ მეორე გოლი გაგვიტანა. შემდეგ სწრაფი კონტრშეტევისას ორტისი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენმა გოლკიპერმა გვიხსნა. თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე ჩინომ მაინც გაიტანა - 0:3 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

ტრავმირებული კუპატაძე მეორე ტაიმში ბუკიამ შეცვალა, მწვრთნელმა ასათიანმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშულება მისცა და საბოლოოდ 0:8 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში, რომელიც 1-ელ თებერვალს ამსტერდამში ჩატარდება, С ჯგუფის გამარჯვებულ რუსეთს შეხვდება.

ამით რის თქმა გინდა? თუ გგონია, რომ სხვა გუნდებში სულ ეთნიკურად ადგილობრივები თამაშობენ? გაეცანი და მერე წერე. ბოღმა!
თემური
გილოცვავთ ბიჭებო. თქვენ ისტორია დაწერეთ. წარმატებებს გისურვებთ. თქვენ კი ვინც იძახით, რომ უშანსოთ წააგენო, აბა ესპანეთთან ნეტა რას ელოდით!? მთავარია ხალხი ბოლომდე იბრძვის. აი ნახავთ რუსეთთან რა შედეგი დადვან ბიჭებმა. კიდევ ერთხელ წარმატებები ავთოს და მის კოლექტივს.
არქიფოებს
რატომ წერს ქართველი იმას,რასაც წერს.ისტორიაში პირველად გავიდა ეს მშრომელი ხალში ფინალურ ეტაპზე.2 მოიგო,1 წააგო.1/4 ფინალში გავიდა.სამივე უნდა წაეგოთ და არაფერს იტყოდნენ მაშინ.ქართველი " ქომაგისთვის " კარგი თუ გინდა,არ უნდა მოიგო და გაახარო.ასეა ეს
ჯიჯი
არაუშავს ბიჭები,მაინც ძალიან მაგრები ხართ.რა,დებიუტანტის კვალობაზე ჯგუფში რო ჩარჩენილიყო ჩვენი ნაკრები ტრაგედია იქნებოდა?? ეხლა ჯგუფიდან გავედით და რა კომენტარებია?? ყველაზე მაგრები- საქართველოს ნაკრები,გენაცვალეთ ბიჭებო
G.LA
რა პრეტენზია გაქვთ აქ კრიტიკოსებს, ვინმემ თუ იცით საქართველოს ფუტზალის გუნდები ან ჩემპიონი, როდისმე თუ ყოფილა რომელიმე ჩვენთაგანი ჩემპიონატის თამაშებზე? ხო კაია ასე, ვიღაცეები წვალობენ და ჩვენი ნაკრები ევროპაზე მოგვართცეს. ჩვენ კი დიდი ანგარიშით მთავარ ფავორიტთან წაგების მერე უმადურობას ვიჩენთ. მე კი ამ 0-8 შემდეგ, ჩემთვის გავიფიქრე. ნეტავ ჩვენი პირცელი ნაკრებიც ევროპაზე მოხვედრილიყო და იქ უკვე ჯგუფიდან გასვლის დაბევების შემდეგ ბოლო არაფრის გადამწყვეტი თამაში თუნდაც იგივე ესპანეთთან ასევე წაეგო. აი იქ სადაც ყველა ჩვენგანმა ამდენი ნერვები, ემოცია, გულშემატკივრობა და ბევრმა მისთვის მნიშვნელოვანი თანხით ბილეთებს ყიდულობს, იქაც ბევრი ძალიან კმაყოფილები დავრჩებოდით. ეს სახეობა ფოტზალი ჩვენთვის საკმაოდ ახალიც არის და ჯერ ჯერობით ალალად ვიტყვი უინტერესოც, რადგან ბევრი ჩვენგანი არასოდეს ვყოფილვართ ფუტზალის ჩემპიონატის და ალბათ ნაკრების თამაშებზეც. უმადურები ნუ ვიქნებით და მადლობა უთხრათ ბიჭებს იქ მოხვედრისათვის და მერე კიდევ ჯგუფიდან გასვლისათვის. პ.ს. ზოგიერთებს კი გეტყვით იმის საპასუხოდ რასაც ხშირად ბრაზილიელების ყოლაზე წერთ აქ ჩვენ ნაკრებზე. გავმეოერდები რომ ეს ახალი სპორტია ჩვენთვის და იმათვისაც ვისთვისაც ეს ახალია არ არის აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი და სხვა ყველას ყავთ ბრაზილიელები ან სხვები. პერველ ნაკრებებს მოგაგონებთ ახლა თუ მახსოვრობა ცუდი გაქვთ ან ხამათ ხართ ფეხბურთში გაცნობიერებულნი. საფრანგეთის ნაკრების ძიტითადში ხან 2 ფეხბურთელი ხვდება ფრანგი. ინგლისი, გერმანია, იტალია, ბელგია, შვეიცარია, რუსეთი, აზრებაიჯანი, ჰოლანდია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება ვისაც ყავთ მოქალაქეობა მიღებულები. ასე რომ დაცხრით და დაწყნარდით ნუღარ წერთ იდიოტობას. პირიქით პირველ ნაკტებშიც საჭიროა იგივე ფლამარინიოს მივცეთ შანცი და იქნებ სხვაც გამოჩდეს ვინმე, რომ გაგვაძლიეროს.ასე ბრაზილიელებზე შეიძლება მხოლოდ ჩვენი მტრები წერენ, ვისაც უნდათ ჩვენ კომპლექსები გაგვიჩინოს. მათ გასაგონად ვიტყვი რომ მათი ალანია ვერასოდეს ვერ გახდებოდა რუსეთის ჩემპიონი რომ არა ქართველები, რომლებიც ნახევარი გუნდი იყვენენ მაშინ. ამიტომ დააყენეთ ეგ ერთი ადგილი.
aleko
ყოჩაღ ესე გააგრძელეთ კარგია
ქ. გ.
ბრაზილიის სათადარიგო ფუტსალის ნაკრები გაძლიერებული ქართველი ფუტსალელებით ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.
ზურა
ხო რა იყოთ? დაასვენა ბიჭები დაორი კაპიკი გააკეტეს ტოტალიზატორში...
მართლისმთქმელი
ეჰეჰეიიი ადმიიინ რათა შლი უკვე გამოქვეყნებულ კომენტარებსა? მაგწონს ცენზორობაი თუ რასა იქმ? საშლელი და საფხეკი ბევრი გაწმთ მანდა> რედაქციაში? ჰაა? ხომ არ გაგითავდათ რამე? ონლაინ ხომ არ შავუკვეთო და გამაგიზავნოთ კურიერითა? ეჰჰ ადმინ ადმინ, აი ამიტომაც არ გვეშველება ქართბელებსა, რომ სხვის აზრსა და სიტყვასა ვერ ვიტანთ, - თქვენა კიდევა ფეხბურთის წაგებაი გაკვირვებთ, და ცენზორამაი აქაი რომ ყვავის, ის არა გაწუხებთ?

არ ვამართლებ ჩვენს სუსტ თამაშს, მაგრამ ვიღაც რუსმა რომ დაწერა, ეგ არ ღირს ყურადღებად. გუნდი პირველადაა ევროპაზე და ჯგუფიდან გავიდა, მეტი რა მოვთხოვოთ? აი რუსს კი ვურჩევდი, თავის თანამოძმე მორაგბეების ტირილს დაელოდოს თბილისში თებერვლის ბოლოს.
giga
ქართული განწყობა ჩანდაო წინა თამშზე რო დაიწყეთ, ესაა ქართული ზუსტად, როგორც წააგეთ, არაა იმხელა კლასის ესპანთი რო ეგრე დაგახიოთ ბურთი
თენგაბი
რამდენიმე დღის წინ დავწერე, ესპანეთი, პორტუგალია და რუსეთი სწრაფად გადადის დაცვიდან შეტევაში და პირიქით. სწრაფი კონტრშეტევა მათი სტილია. შენც უნდა გადაეწყო, თუ სწრაფი და მობილური ფეხბურთი არ ეთამაშე, წააგებ. შეიძლება ათჯერ მოიგერიო, მაგრამ მეთერთმეტეჯერ მაინც შეგიგდებენ. ამიტომ, ბოლო ორი ფეხბურთელი ყოველთვის დაზღვევაზე უნდა თამაშობდეს და მეტოქეზე ადრე ჩამოდიოდნენ უკან. პირველი გოლი ასე გავუშვით, სწრაფ კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს. მეორე, ბევრი ჯარიმა ავიკიდეთ და პენალტით გაგვიტანეს. შემდეგ სწორად მოიქცა მწვრთნელი, რომ ლიდერები დაასვენა. რაც წავიკითხე და გავიგე ჩვენი ბიჭების სავარჯიშო პირობებზე, ძაან გულდასაწყვეტია. მართლაც გმირები არიან და ნუ ვლანძღავთ, პატივივი უნდა ვცეთ. როდემდე უნდა ვიყოთ ასე ღატაკები და მათხოვრები?
Levani
140 მილიონი კაცი 9 თვე დარბაზში თამაშობენ. ჩვენთან ეზოს ფეხბურთი არასდროს არ იყო ფუტზალი, 4×4 თუ 6×6 სულ დიდი ფეხბურთის წესებით ვთამაშობთ. ხოკეი და ფუტზალი მაგათია. ბრაზილიელებს რაც შეეხებათ-ეს სხვა დონეა,ისინი რაც მრგვლია ყველაფერს უღებენ ალღოს,ფებურთი იქნება,ფეხ-ფორთოხალი თუ მრგვალფორმიანი ქალები:)

ლანძღვა, დაცინვა, აბუჩად აგდება და კრიტიკული შეფასება იგივე რომ გგონიათ ეგ არის არასწორი
ჯუჯი
ერთი რუსი გუშინ კომენტარებში წერდა ესპანეთი ქართველებიდან ხვალ ჩახოხბილს გააკეთებსო და მართალი აღმოჩნდა, თუმცა ეს არა უშავს. 1954 წელს გერმანიამ ჯგუფში უნგრეთის დიდ გუნდთან 8:3 წააგო, ფინალში კი 3:2 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა რუსეთთან არ ვიცი როგორ უნდა მოიგო. ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ.
რრრ
ძაანაც ლოგიკურად ვიქცევით, როცა ვიგებთ უნდა შევაქოთ და ცამდე ავიყვანოთ, როცა ვაგებთ უნდა ვაკრიტიკოთ და ვლანძღოთ აბა როგორ გინდათ,
ჟორა
სწორი ტაქტიკული სვლა, რამდენად დავზარალდით კუპატაძის გაყვანით ესპანეთთან ამას დრო გვიჩვენებს.

მართლა უმადურები ხართ კომენტარების ავტორებო :)
tazo
kutaisi,მერე ვინ თქვა,რომ მიხარია,ვისაც ეს გაუხარდა,მისი ყველა მოვიკითხე,რეალობაა ეს,დასრულდა ამით ყველაფერი,რუსეთი ძლიერია ბევრად,სასწაული უნდა მოხდეს,რომ ვაჯობოთ.ეს თამაში კი სირცხვილი იყო და ჩვენი ადგილი მიგვიჩინა.

თუ მწვრთნელი იმაში დარწმუნებულია, რომ დასვენებული ფეხბურთელებით შეგვიძლია რუსეთის დამარცხება, კიდევ გავიგებ, მაგრამ ანგარიში აშკარად დამაფიქრებელია
:D
ბარემ არ გავსულიყავით და საერთოდაც ნუ ვთამაშობთ. ოდნავ მაინც დაფიქრდი, რა თქვი?
მოქალაქე
გამოცდილება გვაქვს და ვერ ვისწავლეთ ჭკუა ....ასეთი უნიათო თამაშით როგორ გავედით საინტერესოა.ეს იყო მარაზმი. მოვიგებთ ერთ თამაშშს და ცამდე აგვყვას გუნდი ...მოვა შემდეგი თამაში და რა შედეგი ნოლი. რა უბედურებაა.ზუსტად ქართულ გუნდებს ემართებათ ცამდე აყვანა და ქება დიდება. დავანებოთ ქქება დიდებას თავი ვაა
Levani
დაიწყეთ ახლა "ფედერაციასთან შევიკრიბოთ,გადადგეს კობი" და ა.შ. მიხვდა ასათიანი რო აზრი არ ჰქონდა ძალების შელევას 0-8 თუ 3-4 მაინც რუსეთთან მოგვიწევდა ბრძოლა და ენერგია შეინახა,რაც სრულად ლოგიკურია. ესპანეთთან თავი რო შეეკლა და ფრეს მიეღწია მერე ხორვატიაც მოგვიგებდა. სამაგიეროდ ახლა რუსეთთან გაბრძოლება შეიძლება
ქომაგი1
ხომარ უბაგუნებთ ხალხო რეებს ბაზრობთ? თქვენ იცით რამდეინაქვს ფუტზალის მოთამაშეს ხელფასი? მოგებაზე 50 ერიცხებათ და ესაა ხელფასი. ნაკრებში ქართველი ფეხბურთელები რომლებიც საქართველოში თამაშობენ 200-300 ლარიაქვთ ხელფასი. და დამატებითად მუშაობს ყველა სადღაც. და ამ ბიჭებმა ბრაზილიელების დახმარებით შეძლეს და ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში არიან. ეპოპეაო დასრულდაო რო ოწერებით ვაფშე აზრზე ხართ რას და ვის ადარებთ ესპანელებს ათი ათასჯერ დიდი ხელფასი აქვთ ეს იმას ნიშნავს რო ესპანელები დღედაღამე ამ სპორტით არიან ფუტზალერებს ვგულისხმობ. ჩვენი ყველაზე მაგარი ბიჭები კი დაღლილები მოდიან და კიდე ვარჯიშობენ. პროსტა ხუთშაბათს პარასკევს და ორშაბათს ახალ სპორტის სასახლეში ამოდით და დააკვირდით ბიჭებს რა პირობაში თამაშობენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ არცერთი არ ამოხვალთ სამაგიეროდ პომენტარს დაწერთ ისეთს ამ ბიჭებს რომლებიც დალეწილი ფეხებით თამაშობენ მიწასთან გაასწორებთ. ამ ბიჭებმა შეძლეს შეუძლებელი კიარა ზე შეუძლებელი წარმოუდგენელი რამ. რუსეთთან სულ რო 100:0 წავაგოთ ეს ბიჭები არიან ლეგენდები. სანამ რამეს დაწერთ გადახედეთ როგორ უწევთ ბიჭებს ვარჯიში. წელიწადში კარგად წაიკითხეთ წელიწადში 29 კაციან გუნდა 50 ათასით რო დაფინანსდეს ბიჭები დისტრიბუციაში მუშაობის მაგივრად აქ ვარჯიშზე დაიხარჯებოდენ და აი ამ ყველაფრის მერე შეგეძლებათ გააკრიტიკოთ ჩვენი ლეგენდა ბიჭები და მწვრთნელები. ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ მე ხო ვიცი რის ფასათ და რის ხარჯზე ხართ მანდ მადლობა რო ათასჯერ ჩვენზე სრულყოფილი და მდიდარი ორი გუნდი გააკარით პარკეტზე❤️
gaga
ასათიანმა დაიწყო უკვე ბიჭებთან კონფლიქტი,ძალიან უტიფრად იქცევა,გასახდელში ბიჭებისკენ გაიშვირა ხელოვნება.
კახა
რა გჭირთ, რატო იბოღმებით ესპანეთი ჯგუფის კიარა ჩემპიონატის ფავორიტია დასაწყისში სწრაფი გოლის შემდეგ გუნდუმოეშვა განაღდებულმა გასვლამ ცუდი სამსახური გაგვიწია მოეშვნენ და დიდი ანგარიშით არც წააგეს რათქმაუნდა ცუდია ოღონდ არაა ნაცრის თავზე დაყრა საჭირო , რუსეთთან შანსი 70/30 რუსების სასარგებლოდ დარწმუნებული ვარ გუნდი იბრძოლებს და მიუხედავად რა შედეგით დასრულდება მთელ გუნდს მინდა დიდი მადლობა და პატივისცემა გამოვხატო სადებიუტო ჩემპიონატისთვის ცუდი ნამდვილად არ იყო სად გინახავთ ქართველების შემოტრიალებული თამაში მგონი ყაზახეთთან გვქონდა ბოლოს დიდ ფეხბურთში. წარმატებები და მეტი შრომა მეტი პროფესიონალიზმი კიდე ერთხელ მადლობა თავდადებისთვის სრულიად ნაკრებს მწვრთნელებს ფეხბურთელებს მთლიან სტაფს.
Gio
მაშ კუპატაძემ ამ ჩემპიონატზე ჩვენზე უკეთესი გუნდი არ გვეგულებაო?)))
თემური
ყველას გახსობთ ალბათ ბრაზილიამ რა ანგარიშით წააგო გერმანიასთან ბრაზილიაში! ხოდა ბიჭები დასკვნას გამოიტანენ!
რომა
ჯობდა საერთოდ არ გავსულიყავით ჯგუფიდან. რუსეთთან შერცხვენა ჯობდა ჯგუფში ჩარჩენა
odala
აკვირდებით, რომ ყველა პატარა წარმატების მერე ბაქი-ბუქს იწყებთ და ასეთი ჩასვრა გემართებათ ყველა სპორტში? ცოტა თავიდანვე რომ ადექვატური შეფასებები/მოლოდინები გააკეთოთ და ბავშვურად არ ავარდეთ, არ გინდათ?
ნოდო
პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასსვლა არ ნიშნავს რო აწი ვისაც გინდათ როგორც გინდათ მოგვიგეთ როცა ჩვენ 2 თამაში მოვიგეთ იმათან ესპანეთმა რა ქნა ნახეთ და მერე ეს 8--0 მიზეზი კლასი მთლად არამგონია იყოს ჯერ ერთი ფუტზალში 8 გოლი ერთი გუნდის მიერ სალნაოდ ბევრია თან ნოლზე დამთავვრება საერთოდ
Kutaisi
Mère shen ra gixaria
sormona
უმადურობას აქვს ადგილი:( იმის ნაცვლად რომ პირველ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით გამოვედით და ეგრევე მეოთხედფინალში გავედით!!! და იმის ნაცვლად რომ მივულოცოთ, შევაქოთ და მადლობა ვუთხრათ რა კომენტარებს ვაკეთებთ, ვერ ხვდებით რო ბიჭებს შეურაცყობთ?
მემატიანე
ეს ეპოპეა რუსეთთან დასრულდება, გარანტირებულად, სამწუხაროდ, მაგრამ ყველაფერი წინ არის
tazo
ამით დასრულდა ეპოპეა.
SILVERMARCS
8: 0 რა ამბავია??!!
ისიდორე
ძალიან დიდი ანგარიშით წავაგეთ
დააT
მთლიანობაში ფუტზალისტების გამოსვლა არის ძალიან წარმატებული, თუმცა დიდი ანგარიშით წაგება არ "პრავდება" გინდ ესპანეტთან წააგე გინდ სან მარინოსთან. მეორე ტაიმში მე ვნახე არა საქართველოს ნაკრები, არამედ ქართული ფუტზალის რეალური დონე, რომელიც ზუსტად ისეთია როგორიც ქართული ფრენბურთი, ხელბურთი, ჰოკეი. მეორე ტაიმში რა გუნდითაც ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა ამ გუნდით ევროპის შესარჩევშიც ვერ აიღებდნენ 1 ქულასაც. რა ფენომენია დიდ ფეხბურთშიც და ფუტზალშიც ესპანეთთან მეორე შემადგენლობით თამაში?
დონე
აი დონე, აი რეალობა, აი ადგილი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველო - რუმინეთი | ფუტსალის ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
საქართველო 2:0 რუმინეთი
ფუტსალი | საქართველო 3:0 რუმინეთი
ფუტსალი | ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება