საქართველოს ფუტსალის ნაკრების ესპანეთთან დიდი ანგარიშით (0:8) მარცხის შემდეგ გაირკვა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად რუსეთის უძლიერეს ნაკრებს დავუპირისპირდებოდით.

მეოთხედფინალურ ეტაპზე ამსტერდამში პორტუგალიამ ფინეთი (3:2) დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინამ ყაზახეთს (5:3) აჯობა. საქართველო-რუსეთის დაპირისპირება დღეს, 1-ელ თებერვალს შედგება, ისევე, როგორც ესპანეთი-სლოვაკეთი, რომელმაც საკმაოდ მოულოდნელად, ხორვატიას აჯობა და ჯგუფიდან გავიდა.

რუსეთის ნაკრები

რუსების საუკეთესო მიღწევა 1999 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაა, 2008 წელს კი ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს. საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ ავთანდილ ასათიანის გუნდი ორივე შეხვედრაში დაამარცხეს.

რუსეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა. მათი ყველაზე სახიფათო მოთამაშე არტემ ანტოშკინია, რომელიც 5 გოლით ჯერჯერობით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანელთა 2010 წლის მიღწევა გაიმეორა - დებიუტანტი ჯგუფიდან გავიდა, რაც დიდი წარმატებაა, რუსეთთან გამარჯვებით კი ახალი ფურცლის ჩაწერა შეგვიძლია. ჩვენგან საუკეთესო ბომბარდირი თალესია - 2 გოლით.

დარჩენილი გზა

თუკი ასათიანის გუნდი სასწაულს მოახდენს და 4 საუკეთესო ნაკრებში მოხვდება, 4 თებერვალს ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდება. ტურნირზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაც იმართება - ფინალის დღეს, 6 თებერვალს.

ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად ესპანელები მიიჩნევიან.

გიზოგ
დრომ და ბიჭებმა აჩვენეს, რომ მართალი არ ვიყავი. ყოჩაღთ ბიჭებო!
გიზოგ
დიდი გულშემატკივრობის მიუხედავად 8:0 -ის წაგების შემდეგ, რაიმე აზრის გამოთქმაც კი უაზროდ მიმაჩნია.
ბეგო
ამ ბიჭებზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მათ მოახერხეს ფინალურ ეტაპზე გასვლა და პლეიოფში გასვლაც, ეს სერიოზული მიღწევაა.რუსებს ძაან ძლიერი გუნდი ყავთ და ჩვენებს მოგების შანსი არა აქვთ. მომავალშიც მოვა მაგის დრო რომ დავამარცხოთ რუსები,დღეს არა. რუსები უკრაინასაც დაამარცხებს
ტტტ
შეეშვით რა ბიჭებზე ზეწოლას, მთავარია ღირსეული ბრძოლა უეჭველი მოგების მოთხოვნა, უსინდისობაა და მეტი არაფერი.
მოქალაქე
დავიწყებ იმით რომ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე და ცამდე ავიყვანეთ ნაკრები და თამაში...ამის მერე ესპანეთთან მივიღეთ და დავინახეთ ნაკრების შესაძლებლობა...ესპანეთთან უფრო თავისუფლად უნდა ეთამაშათ მაგრამ შედეგი ნული... ამის ფონზე რა თამაშზეა საუბარი,რუსეთთან სულ კანკალით გავლენ და სამარცხვინო შედეგს მივიღებთ...ეს იმიტომ ვთქვი,რომ ესპანეთთან ბევრჯერ უკეთ უნდა გვეთამაშა,მაგრამ რა მოხდა დავინახეთ...ასე რომ წინ დიდი ბრძოლა გ ელიდება
დათო
… ყოჩაღ სოსო!!!
Levani
პატრიოტიზმი ის კი არ არის ბიძი-რუსეთს ვეთამაშებიო და პრესი დაჭიმო და ისე გახვიდე(გაგაპობენ ...ლივით) სპორტსმენის პატრიოტიზმი ისაა- ნაკრების წევრი ვარ და ქვეყანას სიხარული უნდა მოვუტანოო,მთელი წელი უნდა ფიქრობდე,არ უნდა იღებდე ალკოჰოლს,სადღაც ბოდიალის მაგიერ დრო უნდა გაატარო მოედანზე და შენს თავზე იმუშაო რო უკეთესი გახდე,დანარჩენი დრო უნდა დაისვენო-მეორე დღესაც ბევრი რო იმუშაო.ბურთს 10ჯერ რო ურტყამ კარში ვარჯიშზე-ვარჯიშის მერე უნდა დარჩე და 500ჯერ დაარტყა,მერე ყველა დარტყმა სახიფათო გექნება და ასე უნდა იმუშაო შენს თავზე თუ პატრიოტი ხარ.
Malkhaz Bolkvadze
ინგლისელები, ფეხბურთის გამომგონებლები, არ თამაშობენ, არ უყურებენ, არ აჩვენებენ ფუტსალს (მახინჯ ფეხბურთს საკალათბურთო დარბაზში)...
დდდ
საერთოდ რა ფეხბურთიც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგეს უნდა გაცდე ადვილად. და საქართველოში მაგ ქართველებზე უფრო ტექნიკური ვერავინ ნახეს?
რონი
მაშინ ნუ გავლენ მოედანზე თუ გაიძახით რომ არუნდა მოვთხოვოთ ნაკრებს გამარჯვება...თუ მოსაგებად არ გადიხარ წასაგებად ხარ განწირული! საქართველოს ნაკრები რუსეთს რომ მოუგეს 1-0 ეგეც იმიტომ მოუგეს რომ სხვა გზა არ ჰქონდათ იქიდან ცოცხალი ვინ გამოასწრებდა ღმერთმა უწყის...... ხოდა გაიხვივნენ ერთ ადგილზე და რუსეთს ის თამაში მოუგეს სამაგიეროდ მოსკოვში კონფორტული ანგარიშით 3-1 გაილაღლაღეს და კრება დარჩა მხიარული. გუნდურ სპორტში ერთი რაგბისტებს თუ ეტყობათ ჟილკა რუსების წინააღმდეგ დანარჩენებს საბჭოთა კავშირის დროინდელი შიშები აქვთ რომ რუსები ყველაფერში დაუმარცხებლები არიან...... რუსი და ფეხბურთი სად გაგონილა მითუმეტეს ბრაზილიელებიც გვყავს გუნდში მესი და რონალდო ხოარ უნდა გვყავდეს რომ მოგება მოვითხოვოთ რუსებთან? გაანძრიეთ ერთი ადგილი ოღონდ ისე არა როგორც ესპანეთან და ღირსეულად ითამაშეთ შეიძლება წააგოთ მაგრამ არა ისე როგორც ეს ესპანეთან ქებით... ღირსეულ წაგებას და მოედანზე ზადნით გასვლას შორის დიდი სხვაობაა!!!
სოსო
ჯაყო!ისე ვატყობ,მთელ საქართველოში ყველაზე დიდი პატრიოტი შენ ხარ,ჩვენ რიგითი გულშემატკივრები კი,მოღალატეები.თუ ნაკრები რუსეთთან დამარცხდება,ისინიც ქვეყნის გამყიდველები იქნებიან.შეუძლებელია ,მათი იმედი გვქონდეს,ზოგიერთი მათგანი ხომ რუსეთში თამაშობს,სხვები კი,სულაც ბრაზილიელები არიან!ასე რომ ერთი საშველი გვაქვს,შენ უნდა გახვიდე მოედანზე და დაიცვა ერის ღირსება.გეყოლება მეგობრებში სხვა საიმედო პატრიოტებიც,გმირულად რომ შეაგებეს რუსების არმიას შიშველი უკანალები და მათთან ერთად, კვლავ უკუაგდე ვერაგი მტერი!თქვენ ხომ შეუდრეკელი მეომრები ხართ!აბა ჰე!აბა ჰო!ჰო,კიდევ,წაგება არ გაბედოთ მტერთან,თორემ თქვენ იქნებით ყველაზე სულგაყიდული,"ღრუსეთუმე" მოღალატეები! პ.ს.თუ ეს სტატია წაიკითხე და მაინც ფიქრობ,რომ საქართველომ აუცილებლად უნდა დაამარცხოს რუსეთის ნაკრები,აზროვნებაში და ფეხბურთის ცოდნაში გქონია დიდი პრობლემა,ხოლო თუ იცი რომ ასე არ არის და მაინც ასე წერ;-მაშინ ნამუსში. პ.ს..პ.ს.მკაცრად დავწერე,მაგრამ არ ვნანობ.იმედი მაქვს, სამომავლოდ უფრო მეტად დაფიქრდები,სანამ სხვას იარლიყს მიაკერებ.
Night
მოდი ესე ვთქვათ რუსეთის ნაკრებთან არ უნდა წავაგოთ რაგბიში კატასტროფა იქნება და ატყდება ერთი ამბავი ერთხელ უკვე მოხდა როდესაც ბ ნაკრებმა წააგო ფედერაციამ ისწავლა ჭკუა სპარინგები რუსებთან არ არსებობს ყოველთვის ომია არის სახეობები სადაც გვაქვს უპრატესობა არის სახეობები სადღაც თანაბარ დონეზე ვართ ბრძოლა ვითხოვთ არ შეიძლება ფეხბურთში საქართველოს U17 1-7 აგებდეს რუსეთის U17 და ვიძახდეთ ვითომაც არაფერი მომხდარა ეს არის კატასტროფა ფუტზალი ის კატეგორია რომელშიც რუსეთი ჩვენზე ბევრად ძლიერია და წაგება გასაკვირი არ იქნება და არც კატასტროფა ხოდა ნუ ვითხოვთ მაინდამაინც გამარჯვებას გვერდში დავუდგეთ და ვუქომაგოთ დანარჩენი პარკეტზე გამოჩნდება წარმატებები ბიჭებს
გრიგოლი1408
სპორტალ.ჯე რატომ აქვეყნებ ასეთ კომენტარებს,რომელსაც ვიღაც ჯაკო წერს. მერე იტყვიან საწყალი,ნეტავ რატომ მოკლესო.
დ.დ.
ესპანელებს, თურმე მე-9 გოლის გატანაც ძალიან უნდოდათ, მაგრამ ჩააფურთხონ აგერ ა . . . . . ! ! !
ჩასაფრებული
პრინციპში ამ შემთხვევაში რუსეთი მართლაც მტერი არ არის, ჩვენი ნაკრებს ეროვნულს ძნელად თუ უწოდებ,რადგანაც გუნდის ძირითადი შემადგენლობა ბრაზილიერია მეკარის გარდა, რუსეთის ძირითად შემადგნლობაშიც ბრაზილიერი და პოტუგალირები არიან.....ასე რომ ეს შეხვედრა რაღაც დოზით შეიძლება ამხანაგურიც კი გამოვიდეს...
Jako
რამდენიხართ აბა ღრუსეთუმეები მოღალატეები?რუსეთან წაგება მოღალატეობას ნიშნავს და არის შემოქმედი იქნება ასათიანი გუნდთან ერთად…
ALONZOLM
ხშირად წერე ძმაო, აშკარად მაღალი დონის სპეციალისტი ხარ - "რუსეთის სუსტ გუნდთან".
Jako s
რუსეთან წაგებას მხოლოდ ღრუსეთუმეები მიიჩნევენ კანონზომიერად,შეიგნეთ და გაანალიზეთ ღრუსები მტრები არი ან,ისე მაინტერესებს ღრუსეთუმეები მშობლებს რამდენად გაყიდი?
გიორგი
რა ლაპარაკია ეს? ღალატი რატომ იქნება? ვინ გითხრათ რომ რუსეთს სუსტი ნაკრები ჰყავს?
რა მაფიაა?
ეს კომენტარი რო წაიკითხონ, ეგრევე აენთებიან ბიჭები და რკინას გაკვნეტენ მოედანზე ))
jako
რუსეთან თამაშს რატომღაც შეშინებული უდგება ასათიანი და ეს ცუდად არ დაუსრულდეს,ღმერთმა ნუ ქნას რომ წააგონ რუსეთის სუსტ გუნდთან თორემ ეს ღალატი იქნება ყველასი რომლის მოთავე ასათიანი იქნება…
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
სლოვაკეთი - საქართველო | გადამწყვეტი მატჩი ბრატისლავაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება
[VIDEO] ფუტსალი. მძიმე მატჩი ბრატისლავაში - საქართველოს ნაკრებმა ევრო 2026-ის საგზური მოიპოვა
[VIDEO] ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს 4:1 მოუგო
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება