ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები რუსეთთან 1:3 დამარცხდა.

ესპანეთთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში განადგურების შემდეგ ჩვენს გუნდს უნდა დაემტკიცებინა, რომ სწორი დასკვნები გამოიტანა და ფავორიტთან საბრძოლველად მზად იყო.

ტრავმა მოირჩინა ელისანდრომ, მაგრამ სამწუხაროდ, თამაში თალესმა ვერ შეძლო, რომელიც წინა შეხვედრაში დაშავდა. პირველი მომენტი საქართველოს ნაკრებმა შექმნა - ელისანდრომ რონინიო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მან შანსი ვერ გამოიყენა. რუსებმა საპასუხო იერიშებით გვიპასუხეს და აბრამოვის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მოკლედ, თანაბარი თამაში იყო და მეტოქე იმ უპირატესობას ვერ ფლობდა, რომელსაც ელოდა. შემდეგ მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა და მეკარე კუპატაძემ რუსების თავდამსხმელს გოლის გატანა არ დაანება. მერე შევუტიეთ და ელისანდროს დარტყმული ბურთი ორჯერ გოლკიპერმა მოიგერია. 37-ე წუთზე რუსებმა საჯარიმო გაითამაშეს, კარშიც დაარტყეს და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა კუპატაძე. სწრაფ კონტრშეტევაზე ბრუნო პეტრიმ სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა გოლები გაცვალეს. მერე აბრამოვის დარტყმული ბურთი კუპატაძისგან ძელს მოხვდა, ცოტა ხანში კი რუსები ჩიშკალამ დააწინაურა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის საკადრო პრობლემებმა იჩინა თავი, ხოლო ვიზავიმ თავისი გრძელი სათადარიგოთა სკამით ისარგებლა. თუმცა ასათიანის შეგირდები არ დანებდნენ, თოფურიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ელისანდრომ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. მორიგი შეტევისას ჩიშკალა კუპატაძესთან ერთი-ერთზე გავიდა და მეკარემ კვლავ გადაგვარჩინა. შემდეგ საჯარიმოდან აბრამოვის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

ბოლოს კუპატაძის ნაცვლად მოედანზე სებისკვერაძე შევიდა. მეკარე პუტილოვმა ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, კონტრიერიშისას კი მესამე გოლი გავუშვით და 1:3 წავაგეთ.

ნებისმიერ შემთხვევაში კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებაა, ხოლო რუსეთი ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდება.

საქართველო - რუსეთი 1:3

გოლები: 0:1 ნიაზოვი (23), 1:1 ბრუნო პეტრი (24), 1:2 ჩიშკალა (28), 3:1 ჩიშკალა (40)

საქართველო (სასტარტო): კუპატაძე - შაგინია, ვილიანი, რონინიო, ბრუნო პეტრი

სათადარიგოები: ბუკია - ღავთაძე, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ელისანდრო

tngh
მადლობა!!!
Gio
როგორც მეკარე კარგია, ისე კი ცოტა მარიაჟი ტიპია.:)
gaga
რა მადლობას უხდით თქვენ რეალობას ვერ ხედავთ?რომელი იყო ქართველი?ბრაზილიელი ყივჩაღებით გაავსეს ნაკრები,ეთამაშებინა რუსეთან ქართველი ყველა,თავს შეაკლავდნენ და მოუგებდნენ,,ასათიანის ყველაფრის მიზეზი
ვენდი
რა გინდათ ამ ბრაზილიელებისგან? 6-2 ქვეყნის სიძეა,ჩასიძებულები არიან და 4 ნატურალიზებულის უფლება აღარ გვაქვს? ამხელა რუსეთს 2ნატურალიზებული ყავდა! უკრაინას გადაუვლის რუსეთი ნახევარფინალში და მერე მიხვდებით საქართველოს ნაკრების ძალას!
გრიგოლი
საქართველოს ნაკრები როგორ არის, იქნებ გამაგებინოთ ?!
Hahh
ქართველებო უყურეთ უკრაინელებს და Nახავთ რასაც ქვია ჟილკა რაარისს….მაგრად ითამაშეს Mაგრამ წააგეს :დდდ
ABCABC
ყოჩაღ ძმაო ვისიამოვნე მერე რა რო წავაგეთ ზატო ხო ვაჩვენეთ ყვ***ბი უკრაინა მიდი დაამხეთ თავზე
დიმა
ნახევარფინალში ალბათ რუსეთს უქომაგებს ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი.ჩვენში ხომ ყველაზე მოთხოვნადი ვაზელინია.
ქართველი58
30 წელია ფულის მკეთებლები და დილეტანტები ვერ მოვიშორეთ ფედერაციიდან...
მათე
ერთი შეხედვით სასიხარულოა საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს, მარა ეს რა ნაკრებია?! ერთი ორი მოთამაშის ნატურალიზაცია მესმის მარა ყველამოთამაშე მეკარის გარდა??? არაა ვერ დავარქმევ ამას საქართველოს ნაკრებს… ისე კი წარმატებები … იმედია გამოჩნდებიან ჩვენი ბიჭები გინდის ძირითადში..,
Levani
არ არის მთლად ჩვენი სპორტი-რუსები დარბაზში თამაშობენ 10 თვე-უბრალო ხალხი.ჩვენთან 5×5 ან 4×4 ეზოს ფეხბურთს დიდი ფეხბურთის წესებით ვთამაშობთ(იმიტომ რომ დიდი ფეხბურთი ასწორებს) ბიჭებს მადლობა თავდადებუსთვის.
თენგაბი
მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს მონდომებისათვის და თავდადებისათვის. აქ შეიძლება წერტილის დასმა და გაჩერება, მაგრამ სრულყოფილებისათვის რამოდენილე პრობლემის შესახებ უნდა აღვნიშნოთ. ჩვენი ნატურალიზირებულები უაღრესად კვალიფიციური ფეხბურთელები არიან და პლიუს კუპატაძე - ეს არის ძირითადად წარმატების საფუძველი. საქართველოს ფედერაციას თუ სურს უფრო წარმატებული გუნდი გვყავდეს, უფრო მაღალი დონის ეროვნულ ჩემპიონატს უნდა ჩავატაროთ, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე უამრავი სხვა ასპექტითაც. აშკარაა საფეხბურთო ინტელექტის ნაკლებობა, რომელიც ძირითადად ქართველ ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს ეხებათ - კარგი კლასით ჩამოვრჩებით, მაგრამ ჩამოვრჩებოდით რუსებს ასევე მოძრაობაში, გახსნაში, სისწრაფეში, გუნდურ ურთიერთქმედებებში. სათამაშო ტაქტიკას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
რონოს
ნეტა საერთოდ აზრზე თუ ხარ სად იმართება საქართველოს ჩემპიონატი??? და რა პირობებში არიან ეგ ჯართი ბიჭები? ნეტა თუ იცი საერთოდ რამდენი გუნდია ჩემპიონატში??? ეგ ბიჭები რომარა საერთოდ არ იარსებებდა საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატი.
გიორგი
ბიჭებო უბრალოდ დიდი მადლობა, მწვრთნელს განსაკუთრებით!!!
რონი
მადლობა ბრაზილიელებს.... აი ქართველებზე კი რა ვთქვა.... დავიჯერო ამ ჯართ ფეხბურთელებზე უკეთესი ბიჭები ვერ ნახეს მთელი ქვეყნის მაშტაბით? როცა ქართველები იყვნენ მოედანზე სულ შიში მქონდა ან ეხლა გაუშვებენ ან ეხლათქო... რა არის თავმოყვარეობა არ გაქვთ? როარ ხართ ნაკრების დონე ხო ხვდებით სხვებს რაღას უღობავთ გზას? მადლობა ლეგიონერებს და კუპატაძეს ჯიგარი ჩადეს თამასში!!!!
G.LA
ძლიერ და ფავორიტ რუსეთან დასანანად წავაგეთ. ჯგუფიდან გასვლას არ ველოდით და თამაშის ბოლო წამებამდე შანსი დავკარგეთ ანგარიშის გათამაბრების 1/4 ფინალში. მათი ყველა ოთხეული თითქმის თანაბარი იყო. ჩვენებს დაღლა ძალიან დაეტყოთ, რადგან პირველ ოთხეულს დიდი ჯაფა დაადგათ. არ მარტო გამოცდილებით გვაჯობეს არამედ ჩვენზე ბევრნიც აღმოჩდნენ თამაშის ბოლოს. ევროპის 8 უძლიერთა შორის შევედით, მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის.
odala
37-ე წუთზე რუსებმა საჯარიმო გაითამაშეს და 0:0 დამთავრდა ტაიმიო. რამდენწუთიანია ტაიმები, 40? (არ მიყურებია ვიდეოსთვის და საზიზღარი კომენტატორობის გამო არც ვაპირებ ყურებას).
დობო
ზვიად კუპატაძე - ქართველი კარლეს პუიოლი - ღირსეული კაპიტანი
გიორგი
დიდი მადლობა ნაკრებს და მის მწვრთნელებს ასეთი ღირსეული გამოსვლისთვის!!!
Rustavi
მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ძალიან მაგრად იბრძოლეს და ჩვენი ძირითადი ხუთეული სჯობდა კიდეც ერთიორად ღრუსებს, მაგრამ... ძააალიან დიდი განსხვავებაა ჩვენს ძირითად ხუთეულსა და დანარჩენებს შორის, ფაქტიურად ხრამია!!! ახალგაზრდებს მეტი ყურადღება და შრომისმოყვარეობა მართებთ ბევრი უნდა ისწავლონ ბრაზილიელებისგან სანამ შანსი აქვთ.
ბოკინიო
დიდი დიდი მადლობა. ეს იყო ბრძოლა ეს იყო თავდადება. ბოლო წამამდე თამაში ვიყავით მსოფლიოს ერთ ერთ უძლიერეს გუნდთან. თამაში მაგრა გვაკლდა.
zura222
ძალიან ძნელი იყო მოგებაა იმიტომ რომ რუსებს ფაქტიურად სამი თანაბარი ოთხეული ყავთ და ჩვენ კი ერთი ძლიერი და ჩვენი ბრაზილიელები ბოლოს ისე დაიღალნენ რომ ძლივსღა სუნთქვდნენ ( მადლობა ბიჭებს ასე ბოლომდე რომ იბრძლოეს !!
L.J .
Bolomde brdzolistvis madloba bichebs!!bolo wutze odnav gagvmartleboda kargi iqneboda...warmatebebi momavalshi
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
ცვლილება ერევნის საერთაშორისო ტურნირის კალენდარში
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
საქართველო 10:1 ესტონეთი
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა