ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

“კოდორის ხეობაში გაყინული გვამები გვხვდებოდა, ღია ცის ქვეშ ვათევდით ღამეებს… ბაბუა აფხაზეთში დარჩა და იმავე, 1993 წელს დახვრიტეს” - თემურ ლეფსაიას ინტერვიუ

“კოდორის ხეობაში გაყინული გვამები გვხვდებოდა, ღია ცის ქვეშ ვათევდით ღამეებს… ბაბუა აფხაზეთში დარჩა და იმავე, 1993 წელს დახვრიტეს” - თემურ ლეფსაიას ინტერვიუ

რუსეთში მოღვაწე საფეხბურთო ფუნქციონერმა და აგენტმა თემურ ლეფსაიამ "სპორტ-ექსპრესთან" ვრცელ ინტერვიუში შოთა არველაძის, ხვიჩა კვარაცხელიას, ჯანო ანანიძის და იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დატოვა სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთი.

- ენების ცოდნით ყველაზე მეტად ვინ გაგაკვირვათ?

- შოთა არველაძემ. ლაპარაკობს ქართულად, რუსულად, თურქულად, ინგლისურად, ესპანურად, გერმანულად და ნიდერლანდურად. თან კარგად! მაგარი იუმორის გრძნობა აქვს. როგორღაც საქართველოში სამი დღით ვალერი კარპინი, რომან აღსაბაძე და მე გავფრინდით. სასტუმროს ჰოლში ვიჯექით, ერთმა ნაცნობმა დამირეკა: "მისმინე, შოთაც ქალაქშია". საღამო მშვენივრად გავატარეთ. იმდენი ვიცინეთ, შემდეგ მუცლის კუნთები გვტკიოდა. სამწუხაროა, რომ "კრასნოდარი" არ ჩაიბარა, თუმცა "ჰალიც" არაა ურიგო.

- თქვენ რამდენი ენა იცით?

- ინგლისური, ესპანური და პორტუგალიური. მესმის იტალიური. დავიწყე სწავლა, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვახერხე...

- აგვიხსენით, ხვიჩასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის "სევილია" რატომ დაგიკავშირდათ?

- უბრალოდ მონჩის ვიცნობ, "სევილიას" სპორტულ დირექტორს. ხვიჩას საკითხი წელიწადნახევრის წინ განვიხილეთ. ბიჭს დადებითი დახასიათება მივეცი. დარწმუნებული ვარ, მისით მრავალი კლუბია დაინტერესებული. თუმცა, ჩემი აზრით, მისთვის იდეალური ვარიანტი "აიაქსი" იქნებოდა.

- ასე მიგაჩნიათ?

- იქ უამრავ გოლს გაიტანდა. ჰოლანდიაში გახსნილი ფეხბურთია, 4-3-3 სქემა, რომლითაც "აიაქსი" თამაშობს, ხვიჩასთვის იდეალური იქნებოდა. სწრაფია, ტექნიკური, დროულად მიდის დრიბლინგზე. "რუბინიდან" ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატში გადაბარგება რთულია. ერედივიზიონში კი ერთ სეზონში სახელის მოხვეჭა და უკეთეს ლიგაში დაწინაურება შესაძლებელია.

- 2019 წელს ჯანო რატომ არ გადავიდა "ვიტესში"?

- მას ძალიან უნდოდა გადასვლა, ისიც კი არ აღელვებდა, რომ ხელფასის 60%-ს კარგავდა. მაშინ სლუცკი იყო მწვრთნელი და ჯანოთი დაინტერესებული გახლდათ. უარს "სპარტაკიც" არ იყო. საქმე "ვიტესის" იურისტებმა შეაჩერეს.

- ისინი ჯანოს საიჯარო პერიოდისას მთელი ხელფასის და კიდევ უზარმაზარი ჰოლანდიური გადასახადის, 52%-ის გადარიცხვას ითხოვდნენ. ეს "სპარტაკისთვის" წამგებიანი იყო და ალტერნატიული ვარიანტი შევთავაზეთ.

- როგორი?

- "სპარტაკი" ჯანოსთან" კონტრაქტს გაწყვეტდა. მე როგორც მოთამაშის წარმომადგენელი გარანტად გამოვდიოდი, რომ უკან დაბრუნების შემდეგ "სპარტაკთან" ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდა. თავის მხრივ "ვიტესი" გაუფორმებდა კონტრაქტს იმ თანხიდან გამომდინარე, რომელიც მზად იყო მისთვის გადაეხადა.

- რატომ არ მოეწონათ ეს ვარიანტი?

- ის, რომ ეს უკვე იჯარა კი არა, არამედ სრულფასოვნი კონტრაქტი იყო. "სპარტაკი" არაფერს არ იზარალებდა.

- რამ შეაშფოთა "ვიტესი"?

- იურისტებმა დაიჟინეს, რომ არ შეიძლებოდა! თითქოს ფარული იჯარა გამოდიოდა. სულ "რეალის" მაგალითი მოჰყავდათ, სადაც ედეგორი გადავიდა: "ჩვენ მადრიდიდან მშვიდად გადმოგვირიცხეს მთელი ფული. დაე "სპარტაკმაც" იგივე გააკეთოს". ესპანეთში საშემოსავლო გადასახადი 45%-ია, ხოლო რუსეთში - 13%. ასე რომ, "სპარტაკისგან" განსხვავებით "რეალისთვის" სულერთი იყო.

- ჯანოს აგენტი როდის გახდით?

- მოდით, თავიდანვე შევიტან სიცხადეს - მე ჯანოს აგენტი არასოდეს არ ვყოფილვარ. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს და არა საქმიანი.

- მაგრამ 2016 წელს მან "სპარტაკთან" ახალი ხელშეკრულება თქვენი მონაწილეობით გააფორმა.

- დიახ.

- და წელიწადში თითქმის 2 მილიონი ევროს გამომუშავება დაიწყო! გაგვიმხილეთ საიდუმლო - როგორ მოახერხეთ ასეთ ხელფასზე შეთანხმების მიღწევა?

- გულახდილად გეტყვით, ძალიან რთული მოლაპარაკებები იყო. "სპარტაკი" ფეხბურთელის შენარჩუნებაზე ოცნებობდა, მას კი არსად წასვლა არ სურდა, კლუბისთვის ხელების გადაგრეხვას არ აპირებდა. ამიტომ კომპრომისი სწრაფად მოვძებნეთ.

- 2020 წელს ჯანო "როტორში" გადავიდა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო ერთ თვეში კონტრაქტი გაწყვიტეს. შემდეგ სეზონში თბილისის "დინამოში" 26 წუთი ითამაშა. კარიერის დასასრული ცხრა მთის იქით არაა?

- არა! ჯანოს სახელი კარგა ხანია არ ისმის და ბევრს ჰგონია, უკვე 45 წლისაა. ოქტომბერში 30 წლის გახდება. კიდევ უნდა ითამაშოს და ითამაშოს.

- რა უშლის ხელს?

- ტრავმა. "როტორიდან" იმიტომ წავიდა, რომ მუხლის ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მოირჩინა ტრავმა, გააფორმა თბილისის "დინამოსთან" ხელშეკრულება და - რეციდივი!

- მორიგი ოპერაცია?

- ამჯერად ართროსკოპიით შემოიფარგლენ. ახლა ჯანო საქართველოს ჩემპიონ ბათუმის "დინამოსთან" ერთად თურქეთში შეკრებაზეა. ჯერ უკონტრაქტოდ. თავად შესთავაზა ხელმძღვანელობას, რომ მოვლენები არ დაეჩქარებინათ: "ვნახოთ, როგორ რეაგირებას მოახდენს ფეხი დატვირთვებზე".

- რუსეთში უკვე არ დაბრუნდება?

- რატომაც არა? ბათუმის "დინამოსთან" ერთად თუ ევროტურნირებზე "გაისვრის", ტრავმას არ მიიღებს - ვფიქრობ, პრემიერლიგაში გაიხსენებენ ანანიძეს. მისთვის ფული ნამდვილად არ დგას პირველ ადგილზე. კარიერის მანძილზე ცოტა არ გამოიმუშავა. ახლა სურს ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღოს.

- ჯანო ქობულეთში დაიბადა, თქვენ კი - სოხუმში?

- დიახ, იქ 12 წლამდე ვცხოვრობდი. 1992 წელს ომი იყო. 1993 წლის ივლისში ზავი გამოაცხადეს. ყველა, ვინც აფხაზეთიდან წასული იყო, უკან დაბრუნდა. ისე მოჩანდა, ცხოვრება დაწყნარდა, სკოლაში წავედი... მაგრამ სექტემბერში ომი განახლდა. ზოგმა ქალაქის შავი ზღვის ფლოტის გემებით დატოვება მოახერხა. საბერძნეთიდან თავიანთი თანამემამულეებისათვის უზარმაზარი გემი გამოაგზავნეს.

- აფხაზეთში ბერძნული დიასპორა იყო?

- დიდი. ყველა გაიყვანეს. ჩვენი ოჯახიდან კი გემზე ვერავინ ვერ მოხვდა. წავედით აეროპორტში და ვნახეთ, როგორ იწვოდა ორი თვითმფრინავი. ერთს დაჭრილები გადაჰყავდა, მეორეს - ლტოლვილები. ორივე "ბოევიკებმა" ჩამოაგდეს. ცხადი გახდა, რომ ალყაში მოქცეული ქალაქიდან გაღწევა მხოლოდ კოდორის ხეობიდან იყო შესაძლებელი. სამი დღე ფეხით მივდიოდით.

- აი, განსაცდელი.

- წარმოიდგინეთ, გაუბედურებული ხალხი ომს გაურბის. დაჭრილები, ქალები, ბავშვები, მოხუცებულები. ყველას საზაფხულო ტანსაცმელი აცვია. სოხუმში ცხელა, 30 გრადუსია, მთებში კი უკვე მოთოვა, საშინელი სიცივეა. ხშირად გაყინული გვამები გხვდება. ღამეს ღია ცის ქვეშ ან მწყემსების სახლებში ათევ, სადაც ყოველი მხრიდან ქარი უბერავს. ცეცხლს ანთებ, ზიხარ და თბები.

- ოჰ...

- ბოლოს სვანეთამდე მივაღწიეთ, სოფელი ჭუბერი. იქიდან სამხედრო ვერტმფერენებს, მათ შორის უკრაინელებისა და სომხებისას ხალხი ქუთაისში გადაჰყავდა. ერთი ჩვენს თვალწინ უფსკრულში ჩავარდა.

- ჩამოაგდეს?

- არა. გადატვირთული იყო. ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე კარვების ბანაკი მოაწყვეს. იქ ვიცხოვრეთ, მერე თბილისში წავედით. საავადმყოფოში. სხვა ადგილი ლტოლვილებისთვის არ მოინახა. ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ ომი დასრულდებოდა და დავბრუნდებოდით სოხუმში. როდესაც მივხვდით, რომ ეს არარეალური იყო, რამენსკოეში გავემგზავრეთ, სადაც მამას ნაცნობები ჰყავდა.

- ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ქართველთაგან ვიღაც დარჩა აფხაზეთში?

- დიახ. მაგალითად, ჩემმა ბაბუამ თქვა, რომ მთელი ცხოვრება იქ ცხოვრობდა, არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია და დარჩა. იმავე 1993 წელს დახვრიტეს.

- სოხუმში თქვენს სახლს რა მოუვიდა?

- ალბათ, იქ ვიღაც ცხოვრობს. კარგი სახლია, ზღვის პირას, ქალაქის ცენტრში.

- თქვენ 1993 წლის შემდეგ სოხუმში იყავით?

- არა. გული არ მიმიწევს. აფხაზეთში ბევრი მეგობარი მყავს, ისინი ჩემს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ... მაგრამ სახლში სტუმარივით გამგზავრება? არ მინდა!

• ii

ვერ ვხდები როგორ შეიძლება რუსეთში იცხოვრო როცა მაგ რუსებმა ჩააგდო მთელი ოჯახი ეგეთ დღეში. მამამისმა სხვა წასასვლელი არ იცოდა. ეს რით ვერ ხვდება სხვაგან წასვლას.

• გრიგოლი1408

ეს რუსეთი რომ დაგიჩემებიათ. ბელგიაში რა უქნეს ჩაკვეტაძეს, არადა რუსეთის ჩემპიონატი ბელგიაზე წინ დგას. ჯანოს ორ მილიონს უხდიდნენ. რამდ3ნი ჩამოგითვალოთ ვინც რუსეთში ფყლი იშოვა და ითამაშა.

• Herbst

დღესაც არ ათამაშეს კვარა, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა. გვაგებიონ იქნებ რატომ არ ათამაშებენ, ტრავმა აქვს? ფორმაში არაა? ტრავმა სად მიიღო? ახლა ბათუმის დინამოთან იქნებაო და ვნახოთ. 8 შია თამაში. მანდამაინც ქართული გუნდის წინააღმდეგ უნდათ რომ ათამაშონ. არ მომწონს ეს რუბინი, უსახურად თამაშობენ. დღეს 0:0 დაამთავრეს, ეს დრეიერი რომ არის, კვარას შემცვლელად მოისაზრებდნენ და წაიღეს ტვინი ქებით მაგრამ ვერაფერს აკეთებს. ამ გაზაფხულზე ცუდი დღეები ელით, შეიძლება გავარდნენ საერთოდ.დესპოტოვიჩი გაუშვეს და თუ ვინმე ნორმალური ჰყავდათ ყველა წავიდა, მარტო ხვიჩა არ გაუშვეს ცოცხალი თავით. ყველა წარუმატებლობას მას დააბრალევენ გაზაფხულზეც და ჩაძირავენ.მერე ზაფხული მოვა და ისევ არ გაუშვებენ. ასე მძევალივით ჰყავთ ეგ ბიჭი და ვითომ არაფერი, ხმას არავინ იღებს. ანადგურებენ ნელ-ნელა. ნეტა დროზე წავიდეს მაქედან

• kaxa

მარტო აბსოლუტური იდიოტი თუ იტყვის "რუსეთს და პოლიტიკას ნუ გაურევთ ერთმანეთში, იიიიი" ტიპიური გრუზინი მონა ჟუჟუნა.

• გიორგი

რუსეთს და პოლიტიკას ნუ აურევთ ერთმანეთში :)

• Ucxo

Janom tu rogorme gamoketda da daicyo isev tamashi eg tu kidev rusetisken gaixedlavs mashin yvelafris girsi yofila.

• მერაბი

მტერს და მოყვარეს რომ ვერ ვარჩევთ, ფაქტია, მარა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტიპიურად ქართულად მთავრობა მოიქცა, როცა საკუთარ მოსახლეობას სამშობლოშივე ვერ შეუქმნა ცხოვრების ელემენტარული პირობებიც კი. რა უნდა ექნა ოჯახს იმ ბნელ 90–იანებში? საავადმყოფოში როდემდე უნდა ეცხოვრად უმუშევრად?

• სიმართლე

ესმაგარი ვიცით რა ქართველებმა, სხვის ომში რომ ყველა ბრძენი ვართ. იმ პერდიოდში ესე მარტივიც არ იყო არც ევროპაში წასვლა და საქართველოში დარჩენა და თავის გატანა ძNელი იყო ესე უსახლკაროდ, სადაც ჰყავდა ამ ადამინს გვერდში მდგომები იქ წავიდა, ავსტრალიაშ რომ ჰქყოლოდა იქ წავიდოდა....

• X

ჯანო ანანიძე და ხვიჩა კვარაცხელია რომ არიან, ესეთი ტალანტები ძალიან ბევრ (თითქმის არცერთ) სხვა ქვეყანას არ ყავს რუსეთის ჩათვლით ენატრებათ 50 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეთ და უხარიათ ხოლმე, ესენი სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყვნენ მსოფლიო სუპერვარსკვლავები იქნებოდნენ ეხლა. ჩვენ კიდე გვყავს და ძალით გვილპობენ რუსები არ გვიხარებენ მერამდენე თაობის სუპერტალანტებს გვიმარხავენ მოღალატეების დახმარებით, თქვენ რეაქცია არ გაქვთ აგრესიას ვერ ვხედავ ის აგრესია არ გაქვთ რაც უნდა გქონდეთ. პირიქით ისევ იმათ აბრალებთ, და კიდე უარესები... ხალხი აზრზე ვერ მოდის რა ხდება

• 1.

შეგეფარებინათ წესივრად საქართველოში და არსადაც არ წავიდოდა, ორმაგ ლტოლვილებად რომ აქციეთ თბილისში როგორც "მიიღეთ" ეგ სადაური ქცევაა? ქართველობაზე პირს სანამ მოაღებთ

• G

რუსებმა გამოაგდეს თავისი სახლ კარიდან და მაინც რუსებს მიეკედლა. ტიპიური ქართული ქცევაა. მტერს და მოყვარეს ვერ ვარჩევთ ქართველები

• bejo

წესიერი კაცი ყოფილა ლეფსაია , ღმერთმა ქნას დაბრუნდე სახლში …

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

თემურ ლეფსაია:

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

ლეფსაია: კვარაცხელიას მცველი როგორ გააჩერებს, როდესაც თავად არ იცის, რას მოიმოქმედებს

"სიმბოლურია, რომ ოქრიაშვილმა ლუჩესკუს გუნდს გაუტანა, რომელმაც მასზე "შახტარში" უარი თქვა"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

ლეფსაია: ხვიჩას რომ ეთამაშა, საქართველო მაკედონიას უეჭველი დაამარცხებდა - მაშინ მეტი სერიოზული შეთავაზება ექნებოდა

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

ანანიძის აგენტი: ჯანო დღეს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტს არ გააფორმებს

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

კვარაცხელიათი ლა ლიგის გრანდი დაინტერესდა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე