სუპერლიგის მატჩები საინტერესო დუელით დასრულდა. ერთმანეთს ცხრილში გვერდიგვერდ მყოფი გუნდები – “ტიტები” და “ცხუმ-აფხაზეთი” შეხვდნენ. ორივე გუნდს 4 მოგების წილ 6 მარცხი ჰქონდა და ამ ურთიერთშეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელი მათგანი დაწინაურდებოდა ცხრილში.

გამარჯვება, თანაც საკმაოდ დამაჯერებელი, “ტიტებმა” მოიპოვა, რაც სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ერთობ მოულოდნელი იყო – 86:75. გამარჯვების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი “ტიტების” ახალწვეული კრის მაკნილი გახლდათ, რომელმაც 6 სამქულიანი და ჯამში 29 ქულა ჩააგდო, რითაც “ცხუმ-აფხაზეთს” გაქანების შანსი მოუსპო. სატრანსფერო ბაზარზე “ტიტების” პოლიტიკა ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანაა, რაც ამ გუნდის ხელმძღვანელობას კარგად გამოსდის. მაკნილმა ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი ძალიან გააძლიერა და შედეგიც სახეზეა.

პირველი პერიოდის 3 ქულით წაგების შემდეგ “ტიტებმა” მეორე ათწუთეული 29:21 მოიგო, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. "ცხუმ-აფხაზეთის" მაქსიმუმი ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება იყო, რასაც ისააკ ასრატის სამქულიანი მოჰყვა და შეხვედრის ბედიც გაირკვა.

კრის მაკნილმა 29 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 7 პასიც მიითვალა, რითაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 12 ქულა და 13 მოხსნა ჯავიონ ოგუნიემიმ მიითვალა, ჯორდან რობერტსონმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. "ცხუმ-აფხაზეთში" 23 ქულითა და 9 მოხსნით მარქილ სმიტი გამოირჩა. 17 ქულა და 8 პასი ლუკა მაზიაშვილმა მოაგროვა, 13-13 ქულა ალექსანდრ ფიკოკმა და ჯაი უილიამსმა მიითვალეს.

ტურის ბოლო, მე-5 შეხვედრა რუსთავში, ადგილობრივ გუნდსა და “ბათუმს” შორის გაიმართება.

gbf

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს