გერმანიის ქალაქ ფრეზინგში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქი 2022 წლის 15-24 ივლისს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს და ჩვენი ინტერესიც, ცხადია, უმეტესწილად ამ ასაკზეა მიპყრობილი.

ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, რომელიც წილისყრაში უშუალოდ მონაწილეობდა და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილიც მიუჩინა. მაშ ასე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, კოსოვოსთან და ავსტრიასთან ერთად.

20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

მთლიანობაში, თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მონაწილეობას 20 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. შეიქმნა 5 გუნდისგან შემდგარი 4 ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა, რომლებიც საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. სწორედ 3 საუკეთესო ნაკრებს ერგება ევროპის ჩემპიონატის ელიტარული, A დივიზიონის საგზური.

თბილისში 15-24 ივლისს გასამართი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ საკმაოდ ძლიერი სერბეთის, ლატვიისა და პოლონეთის ნაკრებები.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში 2020 წლის 29 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ნიდერლანდებთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ბულგარეთთან, ნორვეგიასა და კოსოვოსთან ერთად მოხვდა. ამ ასაკობრივ ჩემპიონატში B დივიზიონში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. აქედანაც 2-2 საუკეთესო გავა მერვედფინალში და A დივიზიონში გადასასვლელი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

16-წლამდელთა B დივიზიონი 11-20 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება. აქაც 24 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და გათამაშების ფორმატიც სხვა ასაკობრივი პირველობების ანალოგიური იქნება. D ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს მეტოქეები იქნებიან ესტონეთი, ბელგია, უნგრეთი, კვიპროსი და ავსტრია.

18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)

ვაჟებთან ერთად ჩატარდა გოგონათა ევროპირველობათა კენჭისყრაც. საქართველოს ნაკრები 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობს. 18-წლამდელთა ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს, რომელსაც 26-31 ივლისს ანდორა უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან გიბრალტარისა და მოლდოვის გუნდები.

20 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

რაც შეეხებათ 20 წლამდე გოგონებს, B დივიზიონი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ აკოპიეში გაიმართება და მასში 19 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. საქართველო B ჯგუფში გერმანიის, ისრაელის, ისლანდიისა და სომხეთის ნაკრებებთან იასპარეზებს.

gbf.ge

დაᲗო
ძალიან გთხოვთ ფედერაციას გადაეცით დაიწყოს ასაკობრივ ბავშვებში ტურნირები. ბავშვები მაინც დადიან ვარჯიშებზე და სად მივლენ არა აქვს მნიშვნელობა. მესმის რომ პანდემიაა მაგრამ ვარჯიშებს თუ არ უშლის ხელს არც ტურნირებს შეუშლის. ბავშვები უთამაშლობით ვერაფერს მიაღწევენ. ხომ გამოიყო 100 მილიონი ჩაატარონ ტურნირები რა გახდა. ბავშვები ვარჯიშობენ დ არაფერი.ბავშვი თამაშის დროს იზრდება.
მოქალაქე
ახლა წავა ნეპოტიზმი მამიკოს შვილები და დედიკოს შვილები....აუ რა ამბავი ატყდება ახლა ნაკრების შეკრებებზე დედა შვილს არ აიყვანს... P.S. არ გრცხვენიათ მაინც .... მე კი ვიცი რომ 17 წლის 209 სიმაღლის ჩემს ბავშვს არ დაუძახებენ სხვაზე საუბარი ზედმიატია...დავამატებ კიდო ჩემს ბავშვზე სუსტი არ წაიყვანონ და ძლიერს თუ წაიყვანენ გამიხარდება იმიტომ რომ მოტივაცია მეტია ვინც არ მოხვდება იმათთვის....სხვა ვარიანტში მოტივაცია იკარგება და იკარგებიან პერსპექტიული ბავშვები
გიო
კარგია რომ ევრპის B დივიზიონში მაიც გვაქვს შანსი თამაშის. რა მაინტეტესებს მომავალი თაობაზე ფიქრობს ვინმე რამეს და ან რა გუნდები უნდა შეიკრიბონ ან როგორ უნდა აარჩიონ ბავშვები,როცა ტურნირების ჩატარებაზე არავინ ფიქრობს. მონაწილეობა კარგია,მაგრამ როგორ ვითამაშებთ ამაზე ფიქრობს ვინმე საერთოდ და საერთო გვყავს ფედერაცია? იცის ვინმემ რა ხდება საერთოდ კალათბურთში.
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა