ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურმა მორიგი ახალწვეულის შესახებ გაავრცელა ცნობა - გუნდში ნუკრი მანჩხავა ჩაირიცხა
დღეს, 4 ივლისს ქუთაისის "ტორპედო პირველ, ურეკულ შეკრებას დაასრულებს. შაბათს ქუთაისელებმა მესამე საკონტროლო შეხვედრა პირველი ლიგის ბათუმის "დინამოსთან" 0:0 დაასრულეს.

პირველ ტაიმში ქუთაისელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ქვილითაია, ფოფხაძე, ფარულავა, ჩხარტიშვილი, ტაბატაძე, თარხნიშვილი, დოლიძე, სეთურიძე, დათუნაიშვილი, საბანაძე, მეგრელაძე.

მეორე ტაიმში "ტორპედოს" მწვრთნელებმა, გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ შემადგენლობა სრულად შეცვალეს და მოედანზე შეიყვანეს მიგინეიშვილი, ხარაბაძე, თოდუა, ქემოკლიძე, გურული, იოსელიანი, ჩიკვილაძე, დიღმელაშვილი, კირკიტაძე, ბოლქვაძე, გოცირიძე.

მანამდე "ტორპედომ" ურეკში ორი საკონტროლოც გამართა: პირველ მატჩში ოზურგეთის "მერცხალი" 7:0 გაანადგურა. თავი გამოიჩინეს რევაზ გოცირიძემ (2), დავით ბოლქვაძემ (2), გივი იოსელიანმა, დავით კირკიტაძემ და თორნიკე თარხნიშვილმა.

მეორე მატჩში, 29 ივნისს ქუთაისელები ლანჩხუთის "გურიას" შეხვდნენ და კვლავ შვიდი ბურთი გაიტანეს - 7:1. ამჯერად თავი გამოიჩინეს გიორგი კუხიანიძემ, დავით დიღმელაშვილმა, კირკიტაძემ, გიორგი გურულმა, ცოტნე ხარაბაძემ და ორჯერ გიორგი მეგრელაძემ.

"ტორპედოს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დღეს, 4 ივლისს გუნდი ქუთაისში დაბრუნდება, ფეხბურთელები ორი დღე დაისვენებენ და ვარჯიშს საკუთარ სტადიონზე განაახლებენ. 10 ივლისს კიდევ ერთხელ ეწვევიან ზღვისპირეთს და ფოთში ადგილობრივ "კოლხეთთან" მორიგ სპარინგმატჩს გამართავენ.

გუნდის პრესსამსახურმა კი მორიგი ახალწვეულის შესახებ გაავრცელა ცნობა - ქუთაისის "ტორპედოში" ნუკრი მანჩხავა ჩაირიცხა.

"ახალი სეზონიდან გუნდში 29 წლის მარცხენა მცველი ნუკრი მანჩხავა ითამაშებს. ფეხბურთელი ბოლოს ცხინვალის "სპარტაკში" გამოდიოდა, მანამდე კი ლიტვურ "კაუნასსა" და ბელარუსში, ჟოდინოს "ტორპედოში" გამოდიოდა. მასთან "ტორპედომ" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალწვეული ქუთათურებს უკვე შეუერთდა ზღვისპირა კურორტზე" - იუწყება "ტორპედოს" პრესსამსახური.

"ტორპედოს" შემადგენლობაში გამოცდილი მცველის გამოჩენას ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრაში ელოდნენ, მაგრამ მას მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისი გაუცდა, ფორმა უნდა აღიდგინოს და, სავარაუდოდ, ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა