„სელტიკი“ ამ კვირაში „მანჩესტერ სიტის“, უელსელი ვარსკვლავის, კრეიგ ბელამის ფასის დასახელებას სთხოვს
„სელტიკი“ ამ კვირაში „მანჩესტერ სიტის“, უელსელი ვარსკვლავის, კრეიგ ბელამის ფასის დასახელებას სთხოვს. ბელამი 31 წლისაა. „პარკჰედზე“ ის 2005 წელს „ნიუკასლ იუნაიტედს“ ჰყავდა გაქირავებული, ასე რომ გარემო მისთვის ნაცნობია.

ახლა, შოტლანდიური გრანდის შეფები „სიტის“ დირექტორატის წევრების შვებულების დამთავრებიან ელიან. ბრიტანეთში არ გახლავთ თავად ფეხბურთელიც, რომელიც საქველმოქმედო საქმეებით არის დაკავებული და სიერა ლეონეში ბრძანდება.

გაზეთები წერენ, რომ „სელტიკს“ ბელამის ყიდვა კვლავ არ უნდა, 2005 წლის მსგავსად მისი დაქირავება სურს. უელსელს ისტლენდელებთან ერთი წელიწადიღა აკავშირებს, გაისად ამ დროს კი მისი ხელშეკრულება ძალას კარგავს და ამიტომაც აქტიურობენ „სანდერლენდი“, „ვესტ ჰემი“ და მისი მშობლიური „კარდიფ სიტი“.

საინტერესოა, რომ როდესაც ავსტრალიაში მყოფი „სელტიკის“ თავკაც ნილ ლენონს სიდნეის ოლიმპიურ სტადიონზე, „სენტრალ კოსტ მერინერზთან“ 1:0 დამარცხების შემდეგ ბელამის შესახებ ჰკითხეს, მან სიცილი დაიწყო, აქაოდა, ეს საიდანღა მოიტანეთო, მაგრამ „დეილი მეილი“ დარწმუნებულია, რომ ლენონის სასურველ ტრანსფერთა სიაში პირველი სწორედ უელსელი წერია. იმავე სიაში გახლავთ „რედინგის“ 24 წლის თავდამსხმელი შეინ ლონგიც.

ბელამის გადასაბირებლად „სელტიკს“ გვარიანი მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს. საქმე ის არის, რომ „სიტის“ უელსელის გაქირავება კი არა, გაყიდვა უნდა. გარდა ამისა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი აღარ აპირებს დაყაბულდეს ისეთ კომბინაციას, რომლის თანახმადაც ბელამის კვირაში 80 ათასიანი ხელფასის გადახდა ისევ მას მოუწევს. გასულ სეზონში, „კარდიფ სიტი“ ამ 80 ათასიდან მხოლოდ 20 ათასს იხდიდა.

ლენონმა თქვა: „საერთოდ, მეკარე და თავდამსხმელი გვჭირდება, მაგრამ სანამ ჩვენი კლუბის აღმასრულებელ შეფ პიტერ ლეუელს არ დაველაპარაკები, მანამდე კონკრეტულად ვერაფერს მოგახსენებთ“.

ამბობენ, რომ „სელტიკს“ კვლავ მოუნდა ნორვეგიელი რენე ჰუსეკლეპის ყიდვა, რომელსაც ფინანსურად საშინელ მდგომარეობაში მყოფი იტალიური „ბარის“ შემადგენლობაში ყოფნა აღარ უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა