საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 2023 წელს უმნიშვნელოვანესი ტურნირი ელის - ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელია. იქამდე საკმაოდ დიდი დროა, თუმცა ეს თემა მუდამ აქტუალურია. ქართულ ფეხბურთში ახლა საკმაოდ ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა - ინგლისელი თანატოლების დამარცხება ამის თქმის საფუძველს გვაძლევს. გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებში არიან ლიდერები, რომელთა ამ ტურნირზე დაყრდნობის შესაძლებლობა გვექნება.

ახალგაზრდული ნაკრების თავკაც რამაზ სვანაძესთან ინტერვიუ საინტერესო უნდა იყოს.

- არსებული პანდემიური ვითარებისა და შეზღუდვების ფონზე, ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის მზადებით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმა სამ ეტაპად გვაქვს დაყოფილი. პირველი ეტაპი მთლიანად 2021 წელს მოიცავდა. განვლილი წლის ანალიზი რომ გავაკეთოთ, მთლიანობაში დადებითად შევაფასებდი. ძალიან ბევრ კომპონენტში გვქონდა პროგრესი, განსაკუთრებით, მენტალური კუთხით. ასევე დიდი სამუშაო გავწიეთ სელექციის მიმართულებით.

- ტურნირის მასპინძლობას ერთი ნაკლი აქვს - გუნდს ოფიციალური თამაშების დინამიკა აკლია. როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი რამდენად პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს?

- ამ შემთხვევაში, ნეგატივზე მეტი პოზიტივია. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. ამას ემატება მასპინძლის სტატუსი, ხოლო იმ დინამიკას, რომელზეც თქვენ საუბრობთ და რომელიც აუცილებელია, ისეთ თამაშებში მივაღწევთ, როგორიც ინგლისთან გვქონდა. ამიტომ, აუცილებელია ვითამაშოთ ბევრი თამაში ტოპ-ნაკრებებთან. საერთოდ, სანაკრებო დონეზე ამხანაგური თამაში არ არსებობს - ჩვენი მიდგომა ასეთია.

- ინგლისის ნაკრებთან გამარჯვებამ გარკვეული ეიფორია ხომ არ გამოიწვია, რამაც შესაძლოა, ერთგვარი უარყოფითი ფონი შექმნას და როგორ ებრძვით ამას?

- ინგლისის ნაკრებთან გამარჯვებამ დადებითი ემოციები დაგვიტოვა ყველას, პირველ რიგში, გულშემატკივარს. ამაღლდა რწმენა ჩვენ მიმართ და გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ ნაკრებს შეუძლია გაახაროს მთელი ქვეყანა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, პირადად ჩემი, ასევე სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების... ამ მოლოდინებს, ჩვენზე გაცემულ ავანსებს მოფრთხილება და გამართლება უნდა. ეიფორიის და თვითკმაყოფილების დრო ჩვენ არა გვაქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, მთავარი ჯერ კიდევ წინაა...

- სანაკრებო სპეციფიკიდან გამომდინარე, ფეხბურთელებთან ცოტა დროის გატარება გიწევთ. ახალგაზრდულ ასაკში შეკრებიდან შეკრებამდე მათში მნიშვნელოვან ცვლილებებს, - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით - თუ აწყდებით?

- სამი წელია ერთად ვართ. როდესაც პირველი შეხვედრა შედგა, ამ ბიჭების უმრავლესობა 17-18 წლის იყო. ასაკის მატებასთან ერთად ცვლილებები შესამჩნევია და ეს ბუნებრივი პროცესია. დღეს ჩვენ უკვე პროფესიონალ ფეხბურთელებთან გვიწევს ურთიერთობა. მათ იციან, რას ნიშნავს ქვეყნის სახელით თამაში. ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთის პატივისცემაზეა დამყარებული. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პოზიტივზე გავაკეთოთ აქცენტი და ნეგატიური ასპექტები, რაც თითოეულ ადამიანშია, უკანა პლანზე გადავწიოთ.

- თქვენს ხელთ არსებულ ძირითად ბირთვზე რომ ვისაუბროთ - რა მიმართულებით გაქვთ უფრო მეტი სამუშაო მათთან, რათა კარგი შედეგები დაგეგმოთ?

- სუფთა საფეხბურთო კომპონენტებთან ერთად, სტრესთან გამკლავება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება (ყველას თავისი წილი), მენტალური მდგრადობა, დამარცხების შიშის კონტროლი და გუნდურობა - ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ბევრს ვმუშაობთ და მომავალში კიდე მეტის გაკეთებას ვაპირებთ.

- ევროპის ჩემპიონატზე თქვენ შეგიძლიათ არაერთ იმ მოთამაშეს დაეყრდნოთ, რომლებიც ახლა ეროვნული ნაკრების წამყვანი წევრები არიან - ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი... სავარაუდოდ, ასეთ ფეხბურთელებს მხოლოდ ტურნირის დაწყებამდე, უკანასკნელ შეკრებაზე თუ გამოიძახებთ. რამდენად შეიძლება, ამან შეთამაშების მხრივ, გარკვეული სირთულეები შექმნას?

- გეთანხმებით, რაც უნდა მაღალი დონის იყოს ფეხბურთელი, მას შეთამაშებისთვის და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება. ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატს და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი თვალხედვის არეში მოხვდება, გუნდთან შეთამაშებული და შერწყმული იყოს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ინდივიდები, რომლებიც გუნდს მოერგებიან და არა გუნდი, რომელიც ინდივიდს მოერგება - ეს არის ის ფორმულა, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებაზე ვიფიქროთ.

- კიდევ ერთი საკითხია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც თქვენი ხელმძღვანელობით ახლა ხშირად თამაშობენ და ძირითადი შემადგენლობის წევრებადაც მოიაზრებიან, "უფროსი ჯვაროსნების“ შემოერთების შემდეგ, შესაძლოა, განაცხადის მიღმაც კი დარჩნენ. ეს რამდენად აქტუალური თემაა?

- ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ დაგვჭირდება ყველა იმ მომენტისათვის ძლიერი ფეხბურთელი. ეს არის საქართველოს ნაკრები და თითოეულ მათგანს ეძლევა ისტორიული შანსი, რომ საშინაო ევროზე წარმოაჩინოს ქვეყანა. ასევე, საკუთარი თავი. ყველა, ვინც იქნება ღირსეული და ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, მოხვდება სანაკრებო სიაში.

- აქვე ერთი შეკითხვაც - მოტივაციის საკითხი. თქვენ ეროვნული ნაკრებიც გაგიწვრთნიათ. მოთამაშეები, რომლებიც იქ თამაშობენ, რამდენად შეძლებენ ახაგაზრდულ ნაკრებზე, თუნდაც დიდ ტურნირზე, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად გადართვას?

- ასეთი პრობლემის წინაშე ჩვენ არ აღმოვჩნდებით. ძალიან კარგად ვიცნობ თითოეულ მათგანს, ვიცი მათი პიროვნული თვისებები და სწორედ ეს მაძლევს ამის თქმის საფუძველს.

- დაახლოებით რამდენი ფეხბურთელი შეიძლება გამოიცადოს, სანამ განაცხადი გამოქვეყნდება?

- სელექციას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ეს მუდმივი პროცესია. სისტემატურად ხდება გაფართოებული სიის განახლება. ზუსტი რაოდენობის დასახელება გამიჭირდება, ევრომდე დიდი დროა. მოხარული ვიქნები, თუ სია გაფართოვდება და უფრო მეტი ფეხბურთელი დაიმსახურებს ნაკრებში მოხვედრას.

- ზოგიერთი მოთამაშის მიმართ გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღებაა. მაგალითად, წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია ამ ტურნირზე თავი გამოიჩინოს და ყველაზე შესამჩნევი მოთამაშე გახდეს. სამომავლოდ, საკლუბო განვითარების კუთხით, ჩვენი ფეხბურთელების ევროფორუმზე წარმატებით გამოსვლას რა ძალა შეიძლება ჰქონდეს?

- ევროფორუმზე წარმატებით გამოსვლა სერიოზულ გავლენას მოახდენს თითოეულ ფეხბურთელზე, მათ კარიერაზე. ასევე ძალიან კარგად ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი გულშემატკივრისთვის ამ ყველაფერს. ყველაფერი კეთდება და გაკეთდება იმისთვის, რომ ერთად მივაღწიოთ სასურველ მიზანს.

- მაინც რა იქნება ჩვენი პროგრამა-მინიმუმი და მაქსიმუმი ევროპის ჩემპიონატზე?

- ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლაა. თუ რა ზომის და წონის იქნება ეს წარმატება, ამაზე ევროს წინ გაკეთდება განცხადებები, მაშინ, როცა რეალური სურათი გვექნება.

ქომაგი
ამ და ყველა სხვა ჩემპიონატზე მონაწილეობს ყველა ფეხბურთელი, რომელიც შესარჩევი ეტაპის დაწყების მომენტისთვის არ იყო 21-ს გადაცილებული.
ხასან ცეცხლაძე
23 წლის ჩათვლით შეუძლია ფეხბურთელს 21 წლამდე ნაკრებში თამაში
წესია ასეთი
გუგლში მოვძებნე ინგლისურად. უეფას დაუდგენია რომ ამ კონკრეტულ ევროპაზე მონაწილეობის უფლება აქვს ყველას ვინც 2000 წლის პირველ იანვარს ან შემდეგ არის დაბადებული. მცოცავია ეგ თარიღი. წინა ევროპაზეც იყო შემთხვევები როცა ინგლისს ოთხი 23 წლის ფეხბურთელი ჰყავდა და ზოგადად ნახევარი შემადგენლობა 21 წელზე უფროსები იყვნენ
ako
ამ სვანაძეს ნაკრებში მამაც ყავს და ბიძაც დასაქმებული,საინტერესოა რატომ?აი ხალხის ჯიბიდან გადახდილი გადასახადები სად მიდის..ეს არის ძალიან დიდი პრობლემა
ქომაგი
კვარაცხელია ახლა არის 21 წლის 2022 წელს. 12 თებერვალს აქვს დაბადების დღე. შესაბამისად 2023 წელს ინქება 22 წლის. რანაირად მოხვდება ამ ნაკრებში?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
U21. საქართველო - ბელარუსი [LIVE]