"თელავმა" გუნდის უკრაინელ მეკარესთან, ბოგდან ბეზკროვნისთან ინტერვიუ თავის "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა:

სპორტი, პოლიტიკა არააო, ხშირად გაგვიგონია, მაგრამ, როგორ გინდა განაცალკევო ერთმანეთისგან, როცა დღეს უკრაინაში გაქანებული, საშინელი ომია და როცა ჩვენ, საფეხბურთო კლუბი "თელავი", როგორც ერთი ოჯახი, განვიცდით მის მდგომარეობას და ვგულშემატკივრობთ ჩვენი გუნდის უკრაინელ მეკარეს, ბოგდან ბეზკროვნის.

უბრალოდ, წარმოიდგინეთ, 23 წლის ბიჭს, მართლაც, რომ რკინის ნერვები უნდა გქონდეს, როცა შენი სამშობლო აგრესორი მტრისგან იბომბება, იხოცება მშვიდობიანი ხალხი, შენს ოჯახს მოწყვეტილი ხარ და ამ დროს შენ, შენს საქმეს სიყვარულით, საქმისადმი უდიდესი პასუხისმგებლობით და ზეპროფესიონალურად უდგები - მადლობა ბოგდან!

- თავიდანვე გვითხარით, როგორ გყავთ ოჯახი? ჩვენ ვნერვიულობთ და განვიცდით და წარმოგვიდგენია, თქვენი მდგომარეობა, სამშობლოში ომია...

უღრმესი მადლობა თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩემი ოჯახი, დედა და უმცროსი და-ძმა ამწუთას გახიზნულები არიან კიევიდან დასავლეთ უკრაინაში, სადაც შედარებით სიმშვიდეა, არ ისვრიან და რაც მთავარია, არ ესვრიან მოსახლეობას, მამა კი კიევში დარჩა, იბრძვის და რაც შეუძლია, ყველანაირად ეხმარება ხალხს, უკრაინას.

- ასეთ ვითარებაში თქვენ მართლაც ყოჩაღ, კონცენტრირებას მაინც ახერხებთ და საყვარელ საქმეს დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით, პროფესიონალურად უდგებით. რა გაძლევთ მოტივაციას?

- ისევ და ისევ ჩემი ოჯახი და მეგობრები, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ვუკავშირდებით ერთმანეთს და ვამხნევებთ. მამა ყოველი თამაშის წინ მეუბნება, რომ მშვიდად ვიყო და ვაკეთო ჩემი საქმე ისე, რომ არავინ დავაღალატო, რომ ჩემი გუნდისთვის არაფერი დავიშურო და ჩემი წარმატებები მისთვის სიამაყე და ბედნიერებაა. იგივეს მეუბნებიან ჩემი მეგობრებიც - ოჯახს, მეგობრებს ჩვენი გუნდის თამაშის ვიდეოლინკს ვუგზავნი და ისინი ამ მძიმე პერიოდშიც კი მიყურებენ და მქომაგობენ.

- და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თქვენი განწყობა ზუსტად აისახება მოედანზეც: მშვიდად და ცივსისხლიანად, სრულად ხართ ჩართული თამაშში...

ეს კი ჩვენი გუნდის და მცველების დამსახურებაა და დიდი მადლობა მათ: მართლაც ძალიან ძლიერი მცველები გვყავს, რომელთაც მშვენივრად ესმით ერთმანეთის და როცა თამაშის დროს ვკარნახობ, ჩვენი ურთიერთგაგება უფრო მამშვიდებს. ზოგადად, ძალიან დაბალანსებული, საკმაოდ მეგობრული და კარგი გუნდი გვყავს, არაჩვეულებრივი მწვრთნელი და მისი სტაფი, მონდომებული და საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული კლუბის ხელმძღვანელობა გვყავს.

- ბოგდან, ჩვენთან ადრეც თამაშობდით, თუმცა მაშინ იჯარით მოგიწიათ წასვლამ. ამ სეზონის დაწყების წინ კი, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დიდი სიხარულით დაბრუნდით. რას ნიშნავს თქვენთვის "თელავი"?

- ჩემთვის "თელავი" მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან პირველი უცხოური კლუბია ჩემს კარიერაში და მოხდა ისე, რომ პირველ დიდ წარმატებას, სწორედ "თელავთან" ერთად მივაღწიე, როცა უმაღლეს ლიგაში გადავედით - ის სასწაული ემოციები დღემდე განუმეორებელია. დღემდე მომყვება ის სასიამოვნო დრო, თელაველი ხალხის სიყვარული და პატივისცემა და როცა დაბრუნება შემომთავაზეს, მართლაც ძალიან დიდი სიხარულით დავთანხმდი: მიყვარს თელავი, აქაური ხალხი და გულშემატკივრები, ძალიან მსიამოვნებს და მომწონს აქაურობა

- გულშემატკივრები ახსენეთ და მართლაც: "თელავს" ძალიან მაგარი და ერთ-ერთი გამორჩეული ქომაგი ჰყავს, ბოლნისში, "სიონთან" მატჩისას რამდენჯერმე განსაკუთრებულად გაგამხნევეს...

დიახ, მესმოდა მათი შეძახილები და ახლაც ჟრუანტელი მივლის, ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო ქომაგთა მხარდაჭერა. არ დავმალავ, თამაშის დროს, სიამაყისგან და ბედნიერებისგან ცრემლიც კი წამსკდა. დიდი მადლობა მათ თანადგომისთვის და ზოგადად, მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს: აქ ვარ, ვხედავ და ვგრძნობ ყველაფერს, როგორ გულშემატკივრობთ უკრაინას, ჩემს სამშობლოს, როგორ ემოციურად განიცდით და რეაგირებთ - მადლობა თელავს, მადლობა ქართველებო, გაფასებთ და მიყვარხარ საქართველო!

alexandre
SLAVA UKRAINE! GEROIAM SLAVA!
G.LA
Слава Украине.❤️❤️
G.LA
Слава Украине.❤️❤️
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
საქართველოს თასის ისტორიაში მეკარის საუკეთესო თამაში?! მარცხი, თუმცა უამრავი "სეივი" [VIDEO]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვგოლიანი და დრამატული კახური დერბი ჩხუბით დასრულდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...