ფოთის "კოლხეთის" პრობლემები ჯერჯერობით კვლავაც მოუგვარებელია, მაგრამ გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება მაინც დაიწყო
"კოლხეთის" პრობლემები ჯერჯერობით კვლავაც მოუგვარებელია, მაგრამ გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება მაინც დაიწყო.

სხვა საქმეა, როგორი კონტინგენტით იასპარეზებენ ფოთელები მომავალ ეროვნულ ჩემპიონატში - გაუსტუმრებელი ხელფასების გამო გუნდი წამყვანი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა დატოვა და თუ კლუბი ძველებურად ხელმოკლედ დარჩება, გამორიცხულია, ძლიერ შემადგენლობას მოუყაროს თავი.

ყველა უსიამოვნების მიუხედავად, "კოლხეთის" გამოცდილი მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია საქმეს ენერგიულად შეუდგა და ცდილობს, ფოთელ და ახლომახლო ქალაქებში მცხოვრებ ფეხბურთელებში უმაღლესი ლიგისთვის გამოსადეგი კადრები შეარჩიოს.

ფილიას ხელმძღვანელობით 35-მა ახალგაზრდამ ვარჯიში 1 ივლისს დაიწყო. მათი უმრავლესობა სინჯებზეა და ვარჯიშებისა და ორმხრივი თამაშების მერე გასასინჯთა ნაწილს "კოლხეთის" სამწვრთნელო შტაბი უკვე დაემშვიდობა.

ხვალ "კოლხეთი" ოზურგეთში ადგილობრივ "მერცხალს" ეთამაშება, 10 ივლისს ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, 12 ივლისს ბათუმის "დინამოს" მიიღებს, 14-ში კი ლანჩხუთში "გურიას" ესტუმრება. დაგეგმილია შეკრება ურეკში, რომელიც, სავარაუდოდ, 15-დან 30 ივლისამდე გასტანს.

რაც შეეხება კლუბის დაფინანსების საკითხს, ამ მხრივ კონკრეტული სიახლეები არ ისმის, მაგრამ "კოლხეთის" წევრები სოლიდური სპონსორის გამოჩენის იმედს არ ჰკარგავენ. ამ სასიცოცხლო ამოცანის გადაჭრას კლუბის პრეზიდენტი თენგიზ სარიშვილი ცდილობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kolxeti-1913
ფოთელებს მებრძოლი გუნდი ყავთ და მომავალ სეზონში წარმატებებს ვუსურვებ. იმედია კარგი სპონსორი გამოუჩნდებათ გუნდს და ხუთეულისთვისაც იბრძოლებს კოლხეთი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა