ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მეცამეტის წარმატებული დებიუტი

მეცამეტის წარმატებული დებიუტი

ალექს გარსია მეცამეტე უცხოელი მწვრთნელია, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩვენთან ვისაც უმუშავია
საქართველოს XXIII ჩემპიონატი სტარტს ერთ თვეში აიღებს, თუმცა რამდენიმე გუნდისთვის ახალი საფეხბურთო სეზონი უკვე დაიწყო: "დინამომ" და "მეტალურგმა" ევროტურნირების პირველი მატჩები წინა კვირაში ჩაატარეს, მომდევნო კვირაში კი ამათ გარდა უკვე "ზესტაფონსა" და "გაგრასაც" უნდა ვუქომაგოთ.

ევროტურნირების კენჭისყრიდან მოყოლებული უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ საწყის ეტაპზე ქართულ გუნდებს მეტ-ნაკლებად "სასურველი" მეტოქეები შეხვდათ; ანუ, ნურავინ გამორიცხავს, რომ ოთხივე ქართულმა გუნდმა ევროტურნირების მომდევნო ეტაპზე გააღწიოს, - მით უმეტეს, რომ "დინამომ" და "მეტალურგმა" ამ მიზნის მისაღწევად სერიოზული განაცხადიც გააკეთეს. თანაც, "დინამომ" მოლდოვურ "მილსამისთან" საშინაო მატჩში გამარჯვებას ახალი მწვრთნელის, 41 წლის ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას ხელმძღვანელობით მიაღწია. გარსია მეცამეტე უცხოელი მწვრთნელია, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩვენთან ვისაც უმუშავია და არც ის არის დასამალი, რომ "დინამოს" ქომაგები ამ ესპანელი სპეციალისტის მოღვაწეობას დიდი იმედით შესცქერიან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარსიამ თავის პირველ ოფიციალურ მატჩში გაიმარჯვა; საერთოდაც, ჩვენთან კი არა, ყველგან თითქმის ერთი და იგივე სურათია: ნებისმიერ ქვეყანაში ესა თუ ის მწვრთნელი სადებიუტო შეხვედრაში წარმატებას აღწევს.

ახლა კი, მოდი, გავიხსენოთ საქართველოში სხვადასხვა დროს მომუშავე უცხოელ მწვრთნელთა სადებიუტო მატჩები; თუმცა, მანამდე აქ მოღვაწე ლეგიონერ მწვრთნელთა მონაგარიც ვახსენოთ. ტიტულების მხრივ "ერთპიროვნული ლიდერი" ივო შუშაკი (ხორვატია) გახლავთ, ვისი ხელმძღვანელობითაც "დინამო" საქართველოს ჩემპიონიც გახდა, თასიც მოიპოვა და მერე, დსთ-ს თასსაც დაეუფლა!

საქართველოს ჩემპიონობა კიდევ ერთმა ლეგიონერმა მწვრთნელმა, ჩეხმა დუშან უჰრინმაც მოიპოვა და 2008 წლის ტრიუმფის მერე "დინამო" კვლავაც ოქროს მედლების მოლოდინშია;

შუშაკის გარდა საქართველოს თასი კიდევ ერთ ლეგიონერ მწვრთნელსაც აქვს მოგებული - წლეულს, "გაგრამ" მართლაც სენსაცია მოახდინა და ამ ტიტულს დაეუფლა, რაშიც ფეხბურთელებთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვოდა გუნდის უკრაინელ თავკაცს ანატოლი პისკოვეცს. შუშაკის, უჰრინისა და პისკოვეცის გარდა კიდევ ერთი ტიტულიანი უცხოელი მწვრთნელიც გვყავდა - 2008 წლის მიწურულს, "დინამომ" სუპერთასი მოიგო და ამ წარმატებას გერმანელი სპეციალისტის, რაინერ ცობელის ხელმძღვანელობით მიაღწია.

მრისხანე ჰოლანდიელი და სენიორ ჯანი

საქართველოში პირველი ლეგიონერი მწვრთნელი ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი გახლდათ, ვისი ხელმძღვანელობითაც "დინამომ" 1998-99 წლების სეზონის ბოლო ხუთი ტური ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა (ზემოთ ტიტულიანი ლეგიონერ მწვრთნელები ვახსენეთ და ბოსკამპი იმის გამო არ დავასახელეთ, რომ სეზონი სრულად არ ჩაუტარებია).

საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ბოსკამპმა მოიგო (თბილისის "ლოკომოტივთან"), თუმცა იმავე 1999 წლის ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო" ორრაუნდიან პაექრობაში მოლდოვურ "ზიმბრუსთან" დამარცხდა და ამის შემდეგ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მხოლოდ საქართველოს ნაკრებში გააგრძელა მუშაობა.

მომავალი, 1999-2000 წლების სეზონში კიდევ ერთი ლეგიონერი მწვრთნელი გამოჩნდა საქართველოს ჩემპიონატში - იტალიელი ჯანი კარნევალეს ხელმძღვანელობით ბათუმის "დინამომ" მეოთხე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის კარნევალე ლეგიონერ მწვრთნელთა შორის ერთპიროვნული ლიდერია - უცხოელ სპეციალისტთა შორის ყველაზე მეტჯერ მას უხელმძღვანელია ქართული გუნდებისთვის. სენიორ ჯანის მართლაც მშვენიერი დებიუტი ჰქონდა: სეზონის პირველსავე ტურში ბათუმელებმა თბილისის "დინამო" დაამარცხეს.

სეზონის დასრულების შემდეგ კარნევალე სამშობლოში გაემგზავრა, მაგრამ უკვე მომდევნო ჩემპიონატში ისევ საქართველოში დაბრუნდა; ოღონდ, ამჯერად "ვიტ ჯორჯია" ჩაიბარა და სეზონის ბოლომდე დარჩენილ ცხრა ტურში "ვეტერინარები" მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. რაც მთავარია, სადებიუტო შეხვედრაში კარნევალემ ახალ გუნდშიც წარმატებით დაიწყო მუშაობა: ქვეყნის მომავალ ჩემპიონს ქუთაისის "ტორპედოს" ლევან მელქაძის ჰეთ-თრიქით 3:0 მოუგო! სხვათა შორის, იმ სეზონში "ვიტ ჯორჯია" ერთადერთი გუნდი იყო, "ტორპედომ" ვერც ერთი მატჩი რომ ვერ მოუგო: სამი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ერთში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ვეტერინარებმა" გაიმარჯვეს.

2001-2002 წლების სეზონიც კარნევალემ "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, თუმცა მერე წამოსვლამ მოუწია; მაგრამ, ისე მოხდა, რომ იმავე სეზონის მეორე ეტაპიდან კვლავაც "ვეტერინარებში" დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად "ვიტ ჯორჯიას" შედარებით მოკრძალებული მიზნები ჰქონდა და ჩემპიონატიც მეშვიდე ადგილზე დაამთავრა. არადა, სხვაგვარად რომ ყოფილიყო, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ვნახავდით უცხოელ მწვრთნელთა დაპირისპირებას - იმავე სეზონის მეორე ეტაპიდან თბილისის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად ხორვატი სპეციალისტი ივო შუშაკი დაინიშნა!

ჩვენი "ივო"

შუშაკმა "დინამო" მართლაც რთულ პერიოდში ჩაიბარა; ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა პირველი ეტაპი VI ადგილზე დაამთავრა! ეგ კი არა, ლიდერს "ტორპედოს" 16 ქულითაც ჩამორჩებოდა... შუშაკის ხელმძღვანელობით "დინამომ" სადებიუტო მატჩიც ("სამგურალთან") მოიგო და საერთოდაც, გუნდს მართლაც ფანტასტიკური სერია ჰქონდა: 13 მატჩში 11 მოგება, 2 ფრე და არც ერთი წაგება! აღარაფერს ვამბობთ ბურთების სხვაობაზე: ამ 13 შეხვედრაში დინამოელებმა მეტოქეთა კარში 28 გოლი გაიტანეს და საკუთარში მხოლოდ ერთი გაუშვეს ("ტორპედოს" უკრაინელი ლეგიონერის, ანდრეი პოროშინისგან); ასეთმა შთამბეჭდავმა სერიამ კი ის "მოიტანა", რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონატში სიტუაცია არნახულად დაიძაბა: უკანასკნელ ტურში ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა და ამ მატჩში გამარჯვებული ოქროს მედლებს ეუფლებოდა.

არანაკლებ უცნაური იყო ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრის ფრედ დამთავრების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი "ლოკომოტივი" ხდებოდა, რომელსაც ბოლო ტურში უმოტივაციო ბათუმის "დინამოს" ძლევა არ უნდა გაჭირვებოდა.

ასეც მოხდა: სერგო კოტრიკაძისა და გია ჯიშკარიანის "ტანდემის" ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივმა" მეტოქე დიდი ანგარიშით (5:1) დაამარცხა; მაგრამ ქუთაისში მართლაც დრამატულ და, რბილად რომ ვთქვათ, სკანდალურ "საჩემპიონო მატჩში" მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს და ზედიზედ მესამედ დაეუფლნენ ოქროს მედლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს "ოქროს გოლი" ქუთაისელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, 20 წლის მალხაზ ასათიანმა გაიტანა...

შუშაკის სადებიუტო სეზონი წარუმატებელი გამოდგა: "დინამო" ზედიზედ მესამედ დარჩა ოქროს მედლების გარეშე და ამას გარდა, საქართველოს თასის ნახევარფინალში თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა...

და აი, ერთი წლის შემდეგ ივო შუშაკი ნამდვილი ტრიუმფატორი გახლდათ: "დინამომ" ჩემპიონის ტიტულიც დაიბრუნა და საქართველოს თასსაც დაეუფლა!

სარეკორდო სეზონი

2002-2003 წლების სეზონი მართლაც გამორჩეული იყო საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში: არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენ პირველობაში ერთდროულად ოთხ უცხოელ მწვრთნელს ემუშავა!

შუშაკზე უკვე მოგახსენეთ - ხორვატი მწვრთნელი პირველიდან ბოლო ტურამდე ხელმძღვანელობდა გუნდს; ისე როგორც ჯანი კარნევალე, ვისი ხელმძღვანელობითაც "ვიტ ჯორჯიამ" მესამე ადგილი დაიკავა. არანაკლებ წარმატებულად იმუშავა დანარჩენმა ორმა უცხოელმა მწვრთნელმაც: ალექსანდრ შტელინმა ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე დატოვა "ტორპედო", თუმცა ქუთათურების მეორე ადგილზე გასვლა ამ უკრაინელი სპეციალისტის დამსახურება რომ იყო, ფაქტია!

სხვათა შორის, ჩემპიონატის გადამწყვეტ, მეორე ეტაპზე შტელინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ორივე მატჩი ქუთაისშიც და თბილისშიც მოუგო "დინამოს"...

მოკლედ, სეზონის დასრულების შემდეგ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩემპიონატის სამივე პრიზიორი ამ წარმატებასთან უცხოელმა მწვრთნელებმა მიიყვანეს; თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა: მეოთხე ადგილი თბილისის "ლოკომოტივმა" დაიკავა, სადაც ექვსი ტურის შემდეგ მთავარ მწვრთნელად პერუს მოქალაქე (წარმოშობით - ბერძენი) ლუის ცაკარიასი დაინიშნა!

ჰოდა, ადვილი წარმოსადგენია, იმ სეზონში თუ რამდენი ისეთი მატჩი იქნებოდა, ერთმანეთის პირისპირ უცხოელი მწვრთნელები რომ იქნებოდნენ! საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ასეთი პაექრობა კი იმ სეზონის საწყის ტურშივე მოხდა: ალექსანდრ შტელინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ზურაბ იონანიძის ერთადერთი გოლის წყალობით ჯანი კარნევალეს "ვიტ ჯორჯიას" აჯობა.

მოკლედ, ბოსკამპის, შუშაკისა და კარნევალეს მსგავსად, საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი შტელინმაც მოიგო; ეს ტრადიცია არც ლუის ცაკარიასს დაურღვევია: პერუელ-ბერძენი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სადებიუტო მატჩში "ლოკომოტივმა" სტუმრად რუსთავის "გორდას" აჯობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამარჯვების მომტანი ერთადერთი ბურთი "ლოკომოტივის" ჭაბუკმა ნახევარმცველმა და იმ დროისათვის ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა ფეხბურთელმა, 18 წლის მურთაზ ბურნაძემ გაიტანა.

(დასასრული "ლელოს" შემდეგ ნომერში)

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია