10 აპრილს ფოთში დიდი სტუმრიანობა იყო. ბავშვთა ფესტივალს საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, ვეტერანი მორაგბეები და ბორჯღალოსანთა ლეგენდარული კაპიტნები ეწვივნენ, რომლებმაც პატარებს საჩუქრები გადასცეს.

"პარკი არენამ“ 13, 11 და 9-წლამდელთა ფესტივალს უმასპინძლა. სტუმრები იყვნენ რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე, რეგიონული განვითარების დირექტორი გაიოზ მონიავა და ბორჯღალოსნები – გია ლაბაძე, გიორგი ნემსაძე, მამუკა გორგოძე და დავით კაჭარავა, რომლებმაც დასავლეთ საქართველოს ბავშვთა გუნდებს სათამაშო ბურთები და სავარჯიშო ინვენტარი, ასევე პირველი ქართულ-ინგლისური 100-გვერდიანი სარაგბო ჟურნალის, Rugby World Georgia-ს პირველი ნომერი გადასცეს.

"ბორჯღალოსნებმა" პატარებთან გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და დაარიგეს ავტოგრაფები. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიება ერთი კვირის წინ აღმოსავლეთ საქართველოს ფესტივალზეც გაიმართა.

იოსებ ტყემალაძე: „ქართუს“ მიერ ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა სწორედ ამისთვის აშენდა. დღეს ფოთი დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან ბავშვთა ზეიმს, ფესტივალს მასპინძლობს. აქ გამარჯვებული არ არსებობს, ყველა გამარჯვებულია, რადგან ის ემსახურება ჯანსაღ ცხოვრებას, ურთიერთპატივისცემას. ყველა კლუბს გადავეცით ბურთები, სავარჯიშო ინვენტარი და ეს გააკეთეს ლეგენდარულმა ბორჯღალოსნებმა – გია ლაბაძემ, გიორგი ნემსაძემ, მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ. გვაქვს იმედი, რომ მათი შემხედვარე ეს ბავშვებიც გაიზრდებიან ასეთივე ღირსეული ქართველები და დიდი სპორტსმენები“.

ბაჩო ხურციძე: "ეს არის თბილისში, „ხვამლზე“ ჩატარებული ზეიმის გაგრძელება. წინა კვირას საჩუქრები გადავეცით აღმსავლეთ საქართველოს ბავშვთა გუნდებს, დღეს კი დასავლეთ საქართველოს გუნდები გავახარეთ და ამას მიეცემა სისტემატიური ხასიათი. ბავშვთა რაგბი მთავარი ფუნდამენტია და მის განვითარებას უდიდეს ყურადღებას დავუთმობთ“.

"ბავშვებისთვის რა თქმა უნდა უდიდესი სტიმულია, როდესაც ხვდებიან ბორჯღალოსნების ლეგენდარულ კაპიტნებს და მათგან იღებენ საჩუქრებს. დასკვნით ფესტივალზე ბავშვებს კიდევ არაერთ სიურპირზს გავუკეთებთ, რათა ქონდეთ მოტივაცია, ისეთივე წარმატებულები იყვნენ, როგორებიც ის მორაგბეები, რომლებმაც დღეს მათ საჩუქრები გადასცეს. ვიმეორებ, პრიორიტეტია ბავშვთა რაგბის განვითარება როგორც საკლუბო, ასევე სასკოლო დონეზე და დიდი იმედი მაქვს, ბავშვთა ჩართულობა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე ახლა გვაქვს“.

გიორგი ნემსაძე: "ჩემთვის სასიამოვნო დღე იყო და რამდენიმე თამაში ვიმსაჯე კიდეც. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ. ყველაფერი სწორედ ბავშვთა რაგბიდან იწყება და მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ასევე სასიამოვნო იყო ამდენი ნაცნობის სახის, საქართველოს ნაკრების რამდენიმე კაპიტნის ერთად ნახვა. რაც უფრო ხშირად იქნება მსგავსი ზეიმები, ვიზიტები, მით უფრო კარგი ბავშვებისთვის. დღეს ასევე ბავშვებს გადაეცათ ბურთები და ინვენტარი, რის გარეშეც მათი განვითარება წარმოუდგენელია და მაქვს იმედი, მსგავსი საჩუქრებით ბავშვებს მომავალშიც არაერთხელ გავახარებთ."

rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება