საქართველოს 14-წლამდელთა გუნდი ევროპის ახალგაზრდული ლიგის ფინალშია. 2008 წელს დაბადებულთა ლიგაში ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი ფინალამდე მივიდა და საჩემპიონო 17 აპრილს უნგრული ქალაქ პეჩის გუნდ “რატგებერთან” გამართავს.

მოგეხსენებათ, “საქართველო 2008”-მ 15 აპრილს ჯგუფის 2 მატჩი მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე-3 შეხვედრა პოლნურ “კომოროვთან” დრამატულ ბრძოლაში დათმო, ჯგუფიდან მაინც გავიდა. კომოროველებთან ჩვენმა გუნდმა მატჩი ბოლო წამებზე – მინიმალური სხვაობით – 54:55 დათმო. საუკეთესო შედეგი აჩვენა მათე ხატიაშვილმა, რომელმაც 29 წუთში 28 ქულა მიითვალა.

წაგების მიუხედავად საქართველო 2008 ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და დღესვე ითამაშა ნახევარფინალი. ქართველების მეტოქე ლიეტუვური “ვილნიუსი KM” გახლდათ,რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში – 80:74 ვძლიეთ და ფინალში გავედით. ლიეტუველებმა ვერაფერი მოუხერხეს ხატიაშვილს, რომელმაც ევროპის ლიგის რეკორდული 40 ქულა ჩააგდო. ბოლო პერიოდის წინ ჩვენი გუნდი 2 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთებზე მოახერხა გალიდერება და გამარჯვების, ანუ ფინალის საგზურის მოპოვება.

ფინალური მატჩი 17 აპრილს, თბილისის დროით 12:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

ფეოლა
გამორჩეული რომ არის, მაგას რათ უნდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ გუნდში სხვა ბავშვებიც არიან და არ შეიძლება ესე ლაპარაკი
ტაბუ
ფეოლა, თამაშები ნახე? რომ გენახა, მართლა დაიმახსოვრებდი დეტალებს. ტურნირი ვერც მოიგო ერთმა კაცმა.
ფეოლა
დაიმახსოვრე, ერთი მოთამაშე თამაშს ვერ იგებს, მითუმეტეს ტურნირს!
კოტე ბრეგვაძე
1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გამახსენდა: მარადონამ მარტომ გაათრია არგენტინა ფინალში და იქ შეუძლებელი ვერ შეძლო. დღეს ჩვენს ნაკრებში მხოლოდ მათე ხატიაშვილი თამაშობდა. რომ არა მათე ხატიაშვილი. საქართველო ყველა თამაშს წააგებდა, დიახ, ყველას! თითოეულ მატჩს ვუყურე და ვიცი რასაც ვამბობ.
კოტე ბრეგვაძე
მათე ხატიაშვილი ქართული კალათბურთის მომავალია. წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
გიო
წარმატება ბიჭებს და მიხარია თა გულიც მწყდება იმაზე რომ ახლა კი ვიგებთ,მაგრამ ასაკობრივ ტურნირებზე ვერაფერს ვახერხებთ ვერც ევროპაზე და ვერც მსოფლიოზე,ახლა თუ გვყავს ბავშვები ვინც წარმატებას აღწევენ მერე სად მიდიან?
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"საქართველო 2008" ვილნიუსში ევროპის ლიგის მეორე წრის მატჩებს გამართავს
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ქართველმა 14-წლამდელებმა ევროპის ლიგის სუპერფინალი 2 მოგებით გახსნეს
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 91 ქულიანი სხვაობით დაამარცხა
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
საქართველო 2008-მ ირლანდიელებსაც მოუგო და ევროპის ლიგაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა