დასანანი, 1-ქულიანი მარცხი ევროპის ახალგაზრდული ლიგის ფინალში. საქართველოს 14-წლამდელთა გუნდს, რომელმაც ბრწყინვალე ევროპული სეზონი ჩაატარა, მთავარი ტიტულის მოგებამდე მცირედი დააკლდა. ამბროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელშიც სეზონის მანძილზე 40-მდე 14-წლამდელი მოთამაშე გამოიცადა, ლიგის ფინალში გავიდა, სადაც 60:61 დამარცხდა უნგრულ “რატგებერთან”.

იშვიათად ხდება, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ფინალში წაგებული გუნდის მოთამაშე სახელდება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ამ მხრივ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილი გახლდათ. სუპერფინალური ტურნირის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მათე ხატიაშვილი გახლდათ, რომელიც 1 თავით მაღლა იდგა ყველა ოპონენტზე. ფინალში მათემ 29 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, რომლის დასანანად წაგების შემდეგ ტურნირის MVP-ის ტიტული და მეორეადგილოსნისთვის განკუთვნილი თასი ჩაიბარა.

ევროპის ლიგაში ასპარეზობით ქართველმა 14-წლამდელებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, რომელიც მათ განვითარებასა და კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. მათე ხატიაშვილი ლატვიიდან ესპანეთში დაბრუნდება, სადაც ის “ბასკონიაში” ვარჯიშობს ამ კლუბსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 14-წლამდელთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში პირველ ეტაპზე 15 მატჩი გამართა, საიდანაც 10 მოიგო და დასკვნით ეტაპზე იასპარეზა. სუპერფინალს ლატვიის დედაქალაქმა უმასპინძლა, სადაც საქართველომ ძლიერი ლიეტუვური და ლატვიური გუნდები დაამარცხა და ფინალში გავიდა, შემდეგ კი ტურნირზე “უაილდ ქარდით” მიწვეულ უნგრულ გუნდთან ქულით დამარცხდა. “რატგებერს” ამ სეზონში ევროპის ლიგაზე სუპერფინალამდე მონაწილეობა არ მიუღია.

GBF

დათო
რა არ მესმის იცით, რატომ თამაშობენ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებები კლუბების ჩემპიონატში და როცა რომელიღაც უნგრულ კლუბთან (ისიც ვაილდ ქარდით დაშვებულთან) მარცხდები, რატომ ითვლება ეს წარმატებად? რა დონეზეც ვართ ახალგაზრდებში, ეს ძალიან კარგად ჩანს კონტინენტის პირველობებზე. ხოლო აქ რამოდენიმე ევროპული კლუბის დამარცხება აღტაცების მიზეზი ნამდვილად არ უნდა იყოს. მე ვფიქრობ რომ თვით ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი კლუბების ჩემპიონატში გამოდის და 10-დან 5 თამაშს აგებს (და არა მგონია მათი მოწინააღმდეგეები ბარსელონები და რეალები ყოფილიყვნენ) განგაშის ზარების შემოკვრის საბაბი უკვე არის.

არაუშავს ბიჭებო, კარგები ხართ
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა