დღეს, 18 აპრილს, ეროვნულ ლიგაში მე-8 ტურის მატჩები ჩატარდება. ყველაზე დიდ ინტერესს ბათუმში გასამართი შეხვედრა იწვევს, სადაც ადგილობრივი "დინამო" "გაგრას" დაუხვდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ ხალხმრავალი ბათუმური პუბლიკის წინაშე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, ახლა კი სასტარტო შემადგენლობაში ველით. უკვე გია გეგუჩაძის გუნდთან ერთადაა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ზურიკო დავითაშვილი. ბათუმელთა თავკაცის საფიქრალი შემადგენლობის სწორად დაკომპლექტება და როტაციაცაა. ეს უფრო შეტევას ეხება, თორემ დაცვაში ნაკლები კონკურენციაა.

რაც შეეხება "დინამოს" დღევანდელ მეტოქეს - "გაგრაში" ხომ საბა კვირკველია ჩაირიცხა. ამხელა მასშტაბის მცველი საქართველოში ბევრი ნამდვილად არაა და ახლა როგორ კონდიციებშიც უნდა იყოს, მის კლასთან დაპირისპირება მარტივი არ იქნება. გაგრელთა წინა ხაზში მათე ვაწაძეა, რომელმაც უკვე 4 გოლის გატანა შეძლო და აშკარად განსხვავებულ უნარებს ავლენს, რასაც ქართველი ფორვარდებისგან ხშირად ვერ ნახავ.

მოგეხსენებათ, ბათუმელები 16 ქულით პირველ ადგილზე არიან, გორის "დილას" - 1, ხოლო თბილისის "დინამოს" 2 ქულით აღემატებიან. "გაგრას" ჯერჯერობით მხოლოდ 8 ქულა აქვს და სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად სერიოზული მეტოქე ჰყავს.

ბათუმში გასამართი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მას გიორგი კიკაჩეიშვილი განსჯის.

რაც შეეხება ტურის სხვა შეხვედრებს: "სიონი" - "ტორპედო" (16:00 სთ), "დილა" - "თელავი", "დინამო თბილისი" - "სამგურალი" (ორივე 19:00 სთ), "საბურთალო" - ""ლოკომოტივი" (21:00 სთ).

გიორგი
Erovnuli Liga HD1 you tube - ზე.
Soso
Rame saiti mitxarit ra onlain ro vuyuro
შოთა-მილანი
მე ბევრი არ მაქვს ნანახი კობახიძის თამაში, მაგრამ ნაკრებში რაც ვნახე, მშვენივრად გამოიყურებოდა.
irakli
ეტყობა მარტო ალბანეთთან ნახე კობახიძის თამაში, თორე საქართველოს ჩემპიონატში 2 მეტრიდან რომ ასწრებს თავდამსხმელები მაგას არ იტყოდი. (ნუ კობახიძის ნათესავი თუ არ ხარ)
შავი კაცი
ირაკლი მეგობარო მე ვარ ბათუმელი, დღესაც სტადიონზე ვიქნები რათქმაუნდა და ვიცი რასაც ვამბობ პლუს ალბანეთთან თამაშით თუ უნდა განიხილებოდეს ეგ საკითხი ამოვჭრათ კადრები სადაც ის ბურთს შეეხო და გავაკეთოთ ანალიზი მხოლოდ ის 2-3 კუთხური ალბანეთის სასიკეთოდ არაფრისგან გაუკეთა საჩუქრად კაშიამაც კი ვერ დამალა უკმაყოფილება თამაშის დროს.. და დამიჯერეთ ეგ ამხანაგური იყო პლუს ალბანეთი და კიდევ სულ რაღაც თამაშის მესამედი ითამაშა..
ირაკლის
რა ვი ალბანეთთან მშვენივრად შემოვიდა კობახიძე.
irakli
მეც მაინტერესებს კობახიძის თამაში თუ ნანახი აქვს სანიოლს ნაკრებში რა ლოგიკით იძახებს და გამოძახებას თავი რომც დაანებო ათამაშებს კიდეც -))))))))))
შავი კაცი
მიკვირს სპორტული ჟურნალისტების რატო არ ინტერესდებით ბათუმის დინამოს მცველებით, იქნებ რამე გაარკვიოთ მუშაობს თუ არა დინამო დაცვითი ფაზის გაძლიერებაზე,ფაქტია რომ ძალიან სისტია კობახიძე, რომ არა აზაცკი კატასტროფა იქნება დაცვაში და ეს კატასტროფა ეგრევე დაგვეტყობა როცა შესარჩევი ციკლი დაიწყება ევროსარბიელზე!!! ნუთუ მხოლოდ ქართული ფეხბირთის გულშემატკივრები ვხედავთ,არ მჯერა რომ არ გესმით ჩვენი გულისტკივილი!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო