ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თითქმის განხორციელებულ ტრანსფერს აქტიურად აშუქებს რუსული მედია და ზოგიერთმა დღეს კითხვა დასვა - მიიღებს თუ არა რაიმე თანხას ფეხბურთელის ყოფილი კლუბი "რუბინი"? "ჩემპიონატი" გარიგების დეტალებს მიმოიხილავს.

ხვიჩა, როგორც იქნა, წავიდა ევროპაში, მაგრამ მიიღებს ტრანსფერიდან რამეს "რუბინი"?

რატომ გაუშვეს ასე მშვიდად თავიანთი ყველაზე ძვირფასი მოთამაშე და რა როლი ითამაშა ამ სქემაში ბათუმურმა კლუბმა.

"ყველაფერი ეს კარგია, კვარაცხელია დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო ევროპაში, თუმცა იბადება რეზონანსული კითხვა: "რუბინი" ამ გარიგებით რამეს გამოიმუშავებს?

ახლა კი კითხვები. პირველი: ნუთუ "რუბინს" თვითონ არ შეეძლო მისი ადრე გაყიდვა?

მცდელობები იყო. გასულ ზაფხულს კვარაცხელიასადმი ინტერესს მრავალ ევროპულ კლუბს მიაწერდნენ. სია შთამბეჭდავი იყო: "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ატალანტა", "ნაპოლი", "უდინეზე", "სასუოლო", "ტორინო", "ლიდსი", "სევილია", "დორტმუნდი" და "აიაქსი".

"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში თითქოს მზად იყო 20 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ფასი 30 მილიონი გახლდათ. დრო გადიოდა, ხვიჩა არ მიდიოდა: დასრულდა ევრო, მოახლოვდა ჩემპიონატის დასაწყისი. "ყველამ ხვიჩაზე საუბარი მაისში დაიწყო, ახლა ამ თემისგან დაიღალნენ, - ამბობდა იაროვინსკი ევროს შემდეგ. - იკითხოთ "რატომ არ გაყიდეთ მაისში" - ეს იგივეა, იკითხოთ, რატომ არაა ივლისში თოვლი".

საბოლოო ჯამში, ხვიჩა არსად არ წავიდა. ზამთარში მისადმი ინტერესი ევროპულმა ტოპ-კლუბებმა ისევ გამოამჟღავნეს, თუმცა ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე არ მივიდა. "შეთავაზება რომ ყოფილიყო, 100%-ით გავყიდდით. რამის ჩათქმას არ ვაპირებ. გასულ ზაფხულს უკვე ყველა სურვილი ჩავუთქვით. ფასი არ შეიცვალა - 20 მილიონი", - კომენტარი გააკეთა სპორტულმა დირექტორმა და ხვიჩა ისევ ყაზანში დარჩა.

თუმცა, დიდი ხნით არა.

მეორე კითხვა: მიიღებს თუ არა ტრანსფერიდან თანხას "რუბინი"? თუ კლუბმა უბრალოდ ყველაზე ძვირფასი აქტივი დაკარგა? "ჩემპიონატთან" ინტერვიუში ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ თქვა, რომ ფეხბურთელის გადასვლაში როლი "სხვადასხვა გარემოებამ" ითამაშა. ამასთან, ტრანსფერთან დაკავშირებით ყველა საკითხი არა გენერალურ დირექტორ საიმანოვის, არამედ სწორედ აგენტ ჯუღელის მეშვეობით წყდებოდა. საზღვარგარეთ ხვიჩას გაყიდვიდან "რუბინის" წილზე კითხვის პასუხზე ბერიძემ ასევე მამუკასთან გაგვაგზავნა.

საიმანოვი იმედოვნებს, რომ კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერიდან რაღაცას მიიღებს, რადგან მასთან დაკავშირებით სიტუაცია "გასაგებია", ხოლო მამუკა "რუბინისთვის" "გასაგები ადამიანია, გასაგები აგენტია". რაღაცის პროგნოზირება შეიძლება".

სწორედ ჯუღელი იყო ხვიჩას "ლოკომოტივიდან" "რუბინში" გადაყვანით დაკავებული: ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მან ამ ტრანსფერით დაახლოებით 2-3 მილიონი გამოიმუშავა. Спорт БО-სთან ინტერვიუში თავად მამუკას თქმით, რომ არა საიმანოვი, მოთამაშე ყაზანში ვერ აღმოჩნდებოდა: "რუბინში" რუსტემი რომ არ ყოფილიყო, მე იქ არც კვარაცხელიას გავუშვებდი, არც ზურიკოს, არც მიქელთაძეს და არც ყიფიანს. სწორედ კლუბის დირექტორის გამო ყველაფერი ასე გამოვიდა. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, ის სიტყვის კაცია".

ქართულ მედიაში წერენ, რომ ამ კომბინაციაში ტრანსფერის გასაფორმებლად ბათუმის "დინამომ" შუამავლის როლი ითამაშა: თითქოს პირდაპირ რუსეთიდან იტალიაში კვარაცხელიას გაყიდვა წარმოუდგენლად მოჩანდა (არის ინფორმაცია, რომ სერია A-ში გაჩნდა გაუცხადებელი წესი, რომელიც რუსეთიდან ფეხბურთელების შეძენას კრძალავს).

იურიდიულად "რუბინს" ამ ტრანსფერიდან თანხის გამომუშავება არ შეუძლია, ვინაიდან ხვიჩამ ქართულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კომპენსაციას უეჭველი "დინამო" მიიღებს, აგენტი კი საშუამავლო მომსახურებისთვის - საკომისიოს. თუმცა, ბერიძისა და ჯუღელის საიმანოვთან მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყაზანურ კლუბს ისინი ნაწყენს არ დატოვებენ, თუმცა ოქროთიც არ აავსებენ.

ნეაპოლური Il Mattino ირწმუნება, რომ ტრანსფერის თანხა 9.5 მილიონს შეადგენს, რომელიც "ნაპოლის" სურს სამ ტრანშად დაფაროს. Corriere dello Sport-ი 8 მილიონზე წერს. La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, რომ რუსული კლუბი ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს კომპენსაციას, ოღონდ იმაზე გაცილებით ნაკლებს, რამდენის მიღებაც ადრე უნდოდა".

Winter
რომ გეამაყებოდეთ ეგეთი აგრესიული ტონით არ დაწერდით. გაღიზიანებთ ბევრი რომ იწერება მასზე, ეს გარკვეულწილად გასაგებიც არის, ყელში ამოგივიდათ და სულ თვალში გეჩხირებათ. ამ დროს დაიგნორება არის საუკეთესო გამოსავალი. არ ნახოთ და დამალვა მიეცით მის შესახებ ინფორმაციებს, ასე უფრო ნაკლებად გაღიზიანდებით. ამ ბიჭის ბრალი არ არის სულ მასზე რომ წერენ და მის ყველა ნაბიჯს ანიუსებენ.
zura222
ეგრე უნდა იმ გაუმაძძღარ ღორს საიმანოვს ! არ უნდოდა 20 მილიონს რომ აძლევდა იუვე და 30 მოუთხარა ? ხოდა ეხსლა მიიღოს 2-3 მილიონი და მაგაზეც მადლონელი იყოს PP
აკა
გავიგეთ ბატონო გავიგეთ! გვეამაყება, მაგრამ იქნებ შეცვალოთ ფირფიტა!

ფასი 30 მილიონი დაადეს. იუვენტუსი 20 მილიონს იხდიდა და 30 მილიონზე აუგდეს. როცა ტრანსფერმაკეტი 15 მილიონად აფასებდა ოფიციალურად. ეს ხომ სასიკვდილო განაჩენია, ტრანსფერისთვის. ოღონდ არ გაყიდულიყო პირდაპირ ომი გამოუცხადეს
სანდრო
მთავარია "ნაპოლიმ" ფული გადაიხადოს და კვარაცხელია კი ითამაშოს.თორემ ჯუღელი რომ ისევ 2-3 მილიონს მიიღებს, ჩვენ რა?
Gio
მთავარია ხვიჩა ნაპოლიში მიდის ვინ რდენს მიიღებს ეს ჩემთვის საინტერესო არ არის წარმატებები ხვიჩას
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
"კვარაცხელიას ფასი არ შეიცვალა (20 მილიონი), მაგრამ მოვრიგდებით" - "რუბინის" დირექტორი
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
საიმანოვმა კომენტარი კვარაცხელიას სატრანსფერო თანხის მიღებაზე გააკეთა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
"შეუძლებელია ხვიჩა დიდებამ და ფულმა გააფუჭოს" - "რუბინის" ყოფილი დირექტორი ქართველს ადიდებს
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
სლუცკის შემდეგ "რუბინი" საიმანოვსაც დაემშვიდობება
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
საიმანოვი: მივიღებთ თუ არა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ფულს? - უარესისთვის ვემზადებით
"თქვენს გამო არ თამაშობდა ხვიჩა ორი თვე" - "რუბინის" დირექტორი აღშფოთდა
"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა მომიწია" - "რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
საიმანოვი: იმედი მაქვს, ხვიჩას ტრანსფერიდან რაღაცას მივიღებთ
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
სლუცკი ხელშეუხებელია - "რუბინი" ნახევარმცველებს ეძებს
"კვარაცხელიაზე კინოსცენარის დაწერაა საჭირო" - ამბობს "რუბინის" დირექტორი
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს
უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს
"სირცხვილია, უფასოდ წავიდა..." - "რუბინის" ყოფილი გენერალური დირექტორი კვარაცხელიაზე
"რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე - ლეგიონერების შენარჩუნებაში უმწეონი ვართ
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა