ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ფინიქს სანსი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" ესტუმრა და 115:109 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ვიცე-ჩემპიონებმა სერია 4:2 დახურეს და დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდნენ.

მანამ, სანამ მიმოხილვაზე გადავალთ, გეტყვით, რომ მოედანს დაუბრუნდა დევინ ბუკერი. შეგახსენებთ, ვარსკვლავმა ტრავმა ამავე სერიის მე-2 თამაშში მიიღო, ლიდერის დაბრუნებით კი "სანსი", რა თქმა უნდა, ერთიორად გაძლიერდა.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, კრის პოლმა ისტორიული შეხვედრა გამართა. თანამედროვეობის გამორჩეულმა გამთამაშებელმა თავი 33 ქულით (4/4 საჯარიმო, 13/13 ორქულიანი, 1/1 სამქულიანი), 5 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. პოლი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც პლეი-ოფში 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა (14 ზუსტი შეტევა).

კრისს მხარი დეანდრე ეიტონმა აუბა, რომელმაც 22 ქულა (10/12), 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ბრენდონ ინგრამმა გუნდს 21 ქულა, 5 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "პელიკანსისთვის" სეზონი დასრულებულია, "ფინიქსი" კი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "დალას მავერიკსს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, "იუტა ჯაზი" სერიაში 4:2 დაამარცხა.

სხვა შეხვედრები:

"ტორონტო რეპტორსი"-"ფილადელფია" - 97:132 (სერია დასრულდა 2:4)

"იუტა ჯაზი"-"დალას მავერიკსი" - 96:98 (სერია დასრულდა 2:4)

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
პლეი-ოფის პირველი სენსაცია - სეზონის ლიდერი საკუთარ მოედანზე დამარცხდა [VIDEO]
"მილუოკი" ჩემპიონია - ზღვა ემოცია "ბაქსის" მოედანზე [VIDEO]
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დიდი სანახაობა მილუოკში - "ბაქსმა" ანგარიში შეამცირა [VIDEO]
ლუკა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში აფეთქდა! "დალასი" და "ბოსტონი" ფინალში გავიდნენ [VIDEO]
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]