დღეს, 3 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურის 4 შეხვედრა გაიმართება. ყველაზე საინტერესო მატჩი "დინამო არენაზე" შედგება - თბილისისა და ბათუმის "დინამოები" ერთმანეთის წინააღმდეგ.

ხვიჩა კვარაცხელია მშობლიურ კლუბს დაუპირისპირდება. ბათუმელთა გარემარბი კარიერას თბილისის "დინამოში" იწყებდა. ეს შეხვედრას დამატებით ინტრიგასა და ელფერს სძენს. ასეთივე მდგომარეობაა სტუმართა სხვა წამყვანი მოთამაშეების, ირაკლი აზაროვისა და ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაშიც.

გია გეგუჩაძის გუნდმა გასულ ტურში გამარჯვებების სვლა შეაჩერა და ბოლნისის "სიონს" (1:1) დაუზავდა. გარდა ამისა, ტრავმა მიიღო და დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (9 გოლი, 2 საგოლე პასი) ჯოვინო ფლამარიონი. ტრავმირებულია (ხელი მოიტეხა) ცენტრალური მცველი ოლექსანდრ აზაცკიც.

რაც შეეხებათ თბილისელებს - ქუთაისში "ტორპედოსთან" სკანდალური დაპირისპირება ჰქონდათ, სადაც საბოლოოდ ტექნიკური გამარჯვება (3:0) "დინამოს" ჩაეწერა. ამავდროულად, სადისციპლინო კომიტეტმა თბილისელთა 2 მოთამაშე, გიორგი პაპავა და დმიტრი ანტილევსკი, დასაჯა. თუკი კახა ცხადაძის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურს, მაშინ დღეს გამარჯვება აუცილებლად სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმელთა უპირატესობა, როგორც ქულების, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბევრად დიდი იქნება.

"დინამო არენაზე" შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და სტადიონზე ეროვნული ლიგისთვის უჩვეულო ხალხმრავლობას ველით.

ამავე დროს, მეორეადგილოსანი გორის "დილა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, რომელსაც საშინაო შეხვედრებზე შეზღუდვები დაუწესდა.

დღესვე, 21:00 საათზე, "საბურთალო"-"გაგრა" და "თელავი"-"სიონი" შედგება, ტური კი ხვალ, 4 მაისს (21:00 სთ), "ლოკომოტივი"-"სამგურალით" დასრულდება.

Lasha
სად შეიძლება ამ თამაშის ყურება, რომელი არხი აჩვენებს? საზღვარგარეთ ვიმყოფები, მადლობა წინასწარ
ტორპედოელი
დღეს დინამო მოიგებს უეჭველი
თენგოს
ქართული ისწავლე
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ხვიჩა ჩქიმ ჯიმაა! ღმერთმა მოგვასწროს,რომ სამეგრელოში,ერთ ისეთი კლუბი იყოს, ჩემპ,ლიგას,ევროპა ლიგას თამაშობდეს და ხვიჩა და მისნაირი ტალანტები,საკუთარი კუთხისთვის თამაშობდნენ!
ზურა
დინამო თბილისს გადაურბენენ დღეს ჩვეულებრივად
beqa
რვის ნახევარზე უნდა დაენიშნათ იდეალური იქნებოდა სამსახურიც სადაა სამასმა ატასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა 1 წელიწადში
თენგო
ერთმა ბიჭმა აქ, სხვაგან იკაიფოს აქ მისი ადგილი არ არის
dima
სამსახური თორე პირდაპირ იმდენია დასაქმებული)) თუხთუხებს ფაბრიკა - ქარხნები

არა ეგ არ მიგულისხმია, დამშვიდდით. საერთოდ არ ეთამაშოთ და ისე მიაცილეთ კარამდეთქო ეგ სად დავწერე აბა? :)) უბრალოდ უპრეცედენტოდ ხდება და ძალიან ხშირად მის წინააღმდეგ წესის დარღვევა. ბოლნისთან ტრავმა მიიღო, ძლიერად ურტყამდნენ და შეცვლა მოუწიათ. ფეხბურთის თამაში სხვაა და ჭ კლასის მოედანზე რომ დაგლწავენ სხვა. აბა ბალეტს ხომ არ ეცეკვებიან და ეგ საბჭოთა ფრაზები არ გვინდა რა,არგუმენტად არ გამოდგება. თუმცა ბევრს კი უნდა აქ დაიმტვრეს და ვერ ითამაშოს მაღალ დონეზე. შურიანი ხალხის მეტი რაა.
იყავით ობიექტურები!
ყველაფერზე კრიტიკა არ შეიძლება, ვისაც თამაშის ნახვა სურს სამსახურიდან ნახევარი საათით ადრეც გამოვა. სხრაზე რომ დაენიშნათ იტყოდი ჩემპიონთა ლიგაა 11ზე და ვინ გენიოსს მოუვიდა აზრად ასე გვიან თამაშის დანიშვნაო. ასე რომ მიდი სტადიონზე და სხვა რამეში დახარჯე შენი ემოცია
რეზო
ჯუღელი თუ დაცვით დადის, მაგასაც დავუყენოთ დაცვა, ე მანდ ვინმე არ უეხეშოს))
კარენოი:)
ხომარ ჯობია საერთოდ დინამო თბილისი არ გავიდეს სათამაშოდ
tngh
კარგი თამაში გველის!!!
kane
დინამო სხვა კლუბებისგან განსხვავებით ჭაობიან გაზონზე არ თამაშობს
თბილისელი გულშემატკივარი
უხეშობაზე როცა ვსაუბრობდი, პირველ რიგში ვგულისხმობდი, რომ ხვიჩას არაფერი დაუშავდეს და მის საფეხბურთო კარიერას არ მიადგეს რაიმე ზიანი.

ფეხბურთი ეთამაშეთ და ბურთი ისე წაართვით, ტრავმა არ მიაყენოთ! უხეშად არ ეთამაშოთ!!! :)
აკა
"დინამო" ბუცების ნაცვლად, რბილ სახლის ჩუსტებს იცვავს, "აუტჩიკები" კი ლეიბებით იქნებიან აღჭურვილნი.
თბილისელი გულშემატკივარი
იმედია, თბილისელების მხრიდან უხეშობას არ ექნება ადგილი
ფეოლა
რომელ გენიოსს მოუვიდა იდეა, რომ 7 საათზე დაიწყოს თამაში? სამუშაო დღეა, სანამ დაამთავრებს ხალხი სამსახურებს, გამოვა, ამ საცობებში 7-ზე სტადიონზე როგორ უნდა მოასწრო მისვლა. ცოტა ხო უნდა იაზროვნონ. ჩემპიონატზე ხალხის მისვლა ისედაც პრობლემაა და კიდე ხელოვნურ ბარიერებს რატო ქმნიან.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა