სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა, სადაც, წინა დღის მსგავსად, მასპინძელმა გუნდებმა იმარჯვეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. შესაბამისად, “ქუთაისს” “რუსთავთან” 1 მოგება აკლია, რომ ნახევარფინალში გავიდეს და ასევე “ბათუმი”, რომლის მეტოქეც “ვერა” გახლავთ.

ვერელებმა, გუშინდელის მსგავსად, დღესაც ვერაფერი დაუპირისპირეს აჭარულ გუნდს და 22 ქულის სხვაობით – 62:84 (სტატისტიკა) დამარცხდნენ. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდი პლეი-ოფში სტატისტის როლშია, რადგან დარჩენილი 2 ლეგიონერიდან ერთიც დაუშავდა. გუნდის ლიდერმა ქულებსა და მოხსნებში – ზაკ სელიასმა, პლეი-ოფის წინ ტრავმა მიიღო და “ვერას” ვერ ეხმარება.

ბათუმელებმა სერიის მეორე მატჩი ისე მოიგეს, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთითაც არ დაუყენებიათ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ აჭარულ გუნდს სერიის მომდევნო მატჩი თბილისში, 5 მაისს ელის და ეცდება, ნახევარფინალის საგზური ამ დღესვე გაინაღდოს.

აი, ქუთაისელებს კი ალბათ ძალიან გაუჭირდებათ სერიის მშრალად მოგება, რადგან დღეს კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა. გუშინ უიმედოდ წაგებულმა რუსთაველებმა დღეს მასპინძელ “ქუთაისს” დიდი ბრძოლა გაუმართეს და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა შეძლეს. მათდა სამწუხაროდ, დამატებით დროში ქუთაისელთა დომინაცია აშკარა იყო და საბოლოოდ რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა იმერულმა კლუბმა 102:89 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

ქუთაისელებს 28 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 22 ქულა და 9 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზე დაგროვდა. 24 ქულა სტივენ ფლეტჯერმა მიითვალა. “რუსთავში” შედეგიანი სტატისტიკა ჰქონდა ლუვეინ პიპკინს, რომელმაც 27 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

სერიის მომდევნო მატჩს რუსთაველები 5 მაისს უმასპინძლებენ.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს