თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა. ლექსო ლაფანაშვილის, ნუგზარ ჭეიშვილისა და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში “ტიტები” დამაჯერებელი სხვაობით – 96:67 დაამარცხა და სერიაში მოგებების სამამდე გაზრდით პლეი-ოფის მომდევნო რაუნდის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში უნივერსიტეტელებს “ოლიმპი” შეხვდებათ, რომელმაც “მეგასთან” სერია კიდევ უფრო დამაჯერებლად – 3:0 მოიგო.

მაყურებელმა 2 რადიკალურად განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველში “ტიტები” ლიდერობდა, ბესო ლეჟავას გუნდი სულ წინ იყო და ერთ ეპიზოდში 10 ქულითაც დაწინაურდა – 40:30. ეს ანგარიში მეორე პერიოდის მე-8 წუთის შუაწელში დაფიქსირდა, რის შემდეგაც 7 წუთის მანძილზე “ტიტების” კალათბურთელებმა ბურთი ვერ ჩააგდეს. შესაბამისად, მეორე პერიოდის ბოლო ორ-ნახევარი და მესამეს საწყისი ოთხ-ნახევარი წუთი თსუ-მ მშრალად ჩაატარა და თავად 26 ქულა მიითვალა. თსუ-მ არნახული გაქცევის შემდეგ 10-ქულიანი ჩამორჩენა 16-ქულიან ლიდერობად აქცია, რითაც მეტოქეს საბოლოო განაჩენი გამოუტანა.

ძნელად მოიძებნება გუნდი, 0:26 წაგებული 7-წუთიანი მონაკვეთის შემდეგ რომ თამაშის შემოტრიალება მოახერხოს. “ტიტებიც” საბოლოოდ გატყდა და დარჩენილ 15 წუთში არათუ მოსაგებად გაიწია, კიდევ უფრო ჩამორჩა. უნივერსიტეტელებმა სწრაფი, აგრესიული და გააზრებული კალათბურთი ითამაშეს, რითაც გამარჯვება დაიმსახურეს.

უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო შედეგი ნიკა დარბაიძემ დააფიქსირა – 15 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი. ლოველ ქაბილმა 17 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ჯუვარის ჰეისის ანგარიშზე კი 12 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. "ტიტებში" 16 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო ჯავიონ ოგუნიემი. 14 ქულა კრის პარკერმა, ხოლო 13 – აკაკი ლომოურმა მიითვალა.

"ტიტებისთვის" სეზონი დასრულდა, თსუ კი 12 მაისიდან ნახევარფინალურ სერიას “ოლიმპთან” გააჩაღებს.

GBF

ddd
ფეხის წვერებით თუ წაიწევა კიდევ წინ უფრო ახლოდან გამოუვა სროლა და პროცენტი მეტია.
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს