ჩელენჯ ქაფის 1/4-ფინალში, დავით ნინიაშვილმა "გლაზგო ვორიორზს" ორი ლელო გაუტანა, "ლიონს" 35:27 მოაგებინა და ნახევარფინალში გაიყვანა.

განვლილი და მომავალი უქმეები ევროპის პროფესიული საკლუბო ტურნირების ფლეი ოფებს დაეთმო. ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში ფრანგული დერბი შედგა. "ლა როშელმა" "მონპელიეს" უმასპინძლა და 31:19 დაამარცხა. სტუმართა შორის შეცვლაზე 55 წუთიდან ითამაშა გელა აფრასიძემ.

ჩელენჯ ქაფზე "ლიონი" მასპინძელი იყო და დავით ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ თამაში ძირითადში დაიწყეს. საღინაძემ მოედანზე 68 წუთი გაატარა, ამ პერიოდში ბურთით ხელში 7-ჯერ შეუტია და 15 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 11 ბოჭვა შეასრულა. ნინიაშვილი შეუცვლელად გაისარჯა, 6 შეტევით 86 მეტრი იარა, 5 ბოჭვა შეასრულა და 3-ჯერ გაახერხა თერნოვერი.

50-ე წუთისთვის "გლაზგო" 14 ქულით დაწინაურდა (13:27) და თითქოს გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა "ლიონმა" ბოლომდე იბრძოლა, 25 წუთში 22 უპასუხო ქულა აიღო და გამარჯვება იზეიმა. 61-ე წუთზე ნინიაშვილი ხაზით დაწყებულ შეტევას მარცხენა ფრთაზე მიყვა, პასის მიღების შემდეგ სისწრაფე აკრიფა და ალამთან ლელო გაიტანა, რითაც სხვაობა 2 ქულამდე დავიდა. 75-ე წუთზე ის ფეხით მოკლეზე გადაკიდებულ ბურთს შეყვა, აიტაცა და თავისი მეორე ლელო დაამიწა, გარდასახვის შემდეგ კი საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

ნინიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მისი ლიონი კი, მომავალ უქმეებზე ნახევარფინალში ინგლისურ "უოსპსს" უმასპინძლებს.

დღეს ჩელენჯ ქაფის ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრაა, რომელშიც "ტულონი" "ლონდონ აირიშს" მასპინძლობს. ფრანგული გუნდის მარქაფაში ბექა გიგაშვილია.

rugby.ge

გიორგი
ძალიან მაგარი ბიჭია. საერთოდ, ძალიან ნაგარი მირაგბეები გვყავს, მაგრამ ნორმალური მწვრთნელი არ გვეღირსა.
D
აუფ რა ბიჭია ეს ნინია, მხეცია რა. ნახეთ იუთუბში ჰაილაითები, ეგეთი დონის რაგბისტი ჩვენ არ გვყოლია, ერთადერთი ალბათ მამუკა იყო ამ დონის, თუმცა მგონია, რომ კარიერაში ეს ბიჭი უფრო მეტს მიაღწევს და ნაკრებიც სხვა დონეზე ავა, საღინაძე და კვესო არ დაგავიწყდეთ. იტალია უნდა დავდოთ ბეჭებზე, ასეთი შანსი აწი როდის გვექნება.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"