საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, რომელსაც ზაფხულში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპი და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი ელის, ქუთაისის სარაგბო ბაზაზე 5-დღიანი მოსამზადებელი შეკრება გაიარა.

გუნდის მწვრთნელებმა, ლეგენდარულმა "ბორჯღალოსნებმა" – ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ, დიდი 10-ის პლეი-ოფების წინ ორკვირიანი შესვენებით ისარგებლეს და „აია არენაზე“ 20 კანდიდატი შეკრიბეს. სასურველ მოთამაშეებს 4 გამოაკლდა – ორს პირველი ლიგის ფინალი უწევს, ორი კი ტრავმირებულია. ასევე, ამ ეტაპზე გუნდთან ერთად ვერ იყვნენ "შავი ლომის" მორაგბეები, რომლებმაც რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალი ითამაშეს.

„ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. მეტის საშუალება არც გვქონდა, თუმცა, ვფიქრობ, 5 დღე საკმარისია დაახლოებისა და გუნდის შეკვრისთვის; ასევე, იმ მოთხოვნების და სისტემების გასავლელად, რასაც ვგეგმავთ. ამ ეტაპზე დეტალების გავლა ვერ ხერხდება, რადგან შეთამაშებას დრო სჭირდება და ბევრი ხარვეზია, თუმცა დეტალების დასახვეწად მოსამზადებელი ტურნირები გვექნება. გვქონდა სისწრაფისა და გამძლეობის ტესტი. სასიამოვნოა, რომ წინა ტესტებთან შედარებით, ყველა მათგანს მომატებული აქვს და უკეთეს ფორმაშია“.

„ვიღებთ ვარჯიშებს და ჩანაწერებს განვიხილავთ ბიჭებთან ერთად. ისინი თავად ჩაატარებენ ანალიზს და შემოგვთავაზებენ საკუთარ იდეებს, რათა მოხდეს ჩვენ მიერ შეთავაზებული და მათ მიერ დანახული სისტემის შეზავება, რათა მორაგბეებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი“, – ამბობს გია ლაბაძე.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი პორტუგალიაში, ლისაბონში ივნისის ბოლოს გაიმართება, მეორე ეტაპი კი ერთი კვირის თავზეა. ივლისშია დაგეგმილი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი, საიდანაც მთავარი გათამაშების საგზურს 4 გუნდი მოიპოვებს. ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საქართველო „ა“ ჯგუფში ესპანეთთან, პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და ბელგიასთან ითამაშებს, ხოლო „ბ“ ჯგუფში გერმანია, ლიეტუვა, იტალია, პოლონეთი და საფრანგეთია.

მანამდე ორი მოსამზადებელი ტურნირია და საქართველო პირველ მათგანს საფრანგეთში, ქალაქ ტურში, 28-29 მაისს ითამაშებს. ბესიკ ხამაშურიძე მზადებისა და გეგმების შესახებ ამბობს:

„პირველი მოსამზადებელი ტურნირი დუბაიში გვქონდა, სადაც ბიჭები 7-კაცა რაგბის ეზიარნენ, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დიდი 10-ის მიმდინარეობის პერიოდში ბიჭებს ნაწილ-ნაწილ, ორშაბათს და სამშაბათს ვავარჯიშებდით. პლეი-ოფის წინ თავისუფალი კვირა გამოჩნდა და ის შეკრებისთვის გამოვიყენეთ, შევამოწმეთ ბიჭების ფიზიკური კონდიციები და წინა მაჩვენებლებთან შედარებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს. ახლა ვცდილობთ ტემპის აწევას, ტექნიკური მხარის გაუმჯობესებას, ასევე ვამუშავებთ სისტემას და ძირითად მონახაზებს“.

„მომავალ კვირაში პლეი-ოფის პირველი ეტაპია. ყველა გუნდს წარმატებას ვუსურვებ, თუმცა, ვინც ჩემპიონატისთვის ბრძოლას გამოეთიშება, მათი მოთამაშეები ჩვენს განკარგულებაში გადმოვლენ. მათ დაემატებიან სხვა კანდიდატები და გავემგზავრებით ტურის ტურნირზე, ფინალის დასრულების შემდეგ კი, უკვე საბოლოო შემადგენლობით, კიდევ ერთ მოსამზადებელ ტურნირზე პორტუგალიაში გავემგზავრებით, რასაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი მოჰყვება“.

„ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი მოწინავე 8 გუნდს შორის მოხვედრაა, რათა ნახევარფინალის საგზურისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა და საბოლოოდ მაქსიმალურად მაღალი ადგილი დავიკავოთ. ეს იოლი არ იქნება, თუმცა ბიჭებს მონდომება არ აკლიათ. მათ იციან, რომ აქ ვარჯიშით უკეთეს სპორტსმენებად ჩამოყალიბების შანსი აქვთ და ეხსნებათ კარი ეროვნული ნაკრებისკენ. ეს ერთგვარი ტრამპლინია განვითარების გზაზე. სამომავლოდ, იმედია, 7-კაცა ჩვენთანაც პროფესიონალური გახდება და უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ამის რესურსი ქართულ რაგბის ნამდვილად აქვს“.

ქუთაისში შეკრებაზე იყვნენ:

თემურ კოხოძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), პაატა გალდავა (აია), იაგო ხაბულიანი (არესი), ამირან შვანგირაძე (არესი), საბა ილურიძე (აკადემია), ვიტალი ირემაძე (ბათუმი), კოტე მარჯანიშვილი (ყოჩები), თემურ ჭიჭინაძე (ყოჩები), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), ლევან ქუშაშვილი (ყაზბეგი), გიორგი კოშაძე (ხარები), გიორგი ნარიმანიძე (ხარები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), ლაშა გედეხაური (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (არმია), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), ზაურ კენჭაძე (ლელო).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Grorgian Rugby

ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - ბარკოლას მომავალი თითქმის გარკვეულია
"ის და მისი ხალხი იმბეცილები არიან" - დიუგარმა ალვარესი მიწასთან გაასწორა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი