"ბოკეს" ტრავმებმა იმდენად დარია ხელი, რომ სამი ერის გათამაშების საწყის ორ ტურში ნაკრების დაახლოებით 21 მორაგბე ვერ ითამშებს
სამხრეთ აფრიკის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი აგონიაშია. "ბოკეს" ტრავმებმა იმდენად დარია ხელი, რომ სამი ერის გათამაშების საწყის ორ ტურში ნაკრების დაახლოებით 21 მორაგბე ვერ ითამშებს.

"მოთამაშეების დიდი ნაწილი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმის გამო ვარჯიშს ვერ ახერხებს და გამორიცხული არ არის სამი ერის გათამაშებაში ვერ ითამაშონ. თანაც, საჭიროა თითოეულ მათგანს სრულიად გამოსაჯანმრთელებლად სათანადო პირბები შევუქმნათ, რათა მსოფლიოს თასზე გამგზავრება შეძლონ.

მგალითად, ახლახან სხალკ ბურხერი და დან ვერმულენი სერიოზულად დაშავდნენ და სამ ერის გათამაშებაში ნამდვილად ვერ იასპარეზებენ. იმედი გვაქვს, რომ სხვა მოთამაშეები, რომლებიც დიდი ხანია ტრავმებს იშუშებენ, მაგალითად, ჟუან სმითი, ჰენრიხ ბრუსო და ხუთრო სტენკამპი, მალე შევლენ სათანადო კონდიციებში და ნაკრებს დაეხმარებიან.

არიან ისეთი მორაგბეებიც, რომლებსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის თამაშები დაუგროვდათ. ისინი გამოფიტულნი, თითქმის დაუძლურებულნი არიან და დასვენებას, რეაბილიტაციას საჭიროებენ. ერთი სიტყვით, პრობლემები საკმაოდ დაგვიგროვდა და თუ გვინდა მსოფლიოს თასზე კარგი გუნდით წარვსდგეთ, სამი ერის გათამაშებისას მოთამაშეებთან კომპრომისზე უნდა წავიდეთ" - თქვა კეიპთაუნში გამართულ პრესკონფერენციაზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების სამედიცინო შტაბის უფროსმა კრეიგ რობერტსმა.

ბოკეს ლაზარეთი: დან ვერმულენი, ფური დუ პრი, სხალკ ბურხერი, ვიქტორ მეტფილდი, ფრანსუა სტეინი, ჟაკ ფური, იან დე ფილიერსი, ბი ჯეი ბოთა, ჟუან სმითი, ვილემ ალბერტსი, ბისმარკ დუ პლესი, ანდრეას ბეკერი, იანი დუ პლესი, ფრანსუა ლოუ, ხუთრო სტენკამპი, ფრანსუა ჰუგარი, ბუჩ ჯეიმზი, ჯი პი პიტერსენი, ტენდაი მთავარირა, ბრაიან ჰაბანა, ბაკის ბოთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა