საქართველოს 7-ქალა ნაკრები ორშაბათს, გამთენიისას, საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც რაგბი ევროპის „ალაფის“ წინ პირველ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს.

"პარიზის ცენტრალის“ მე-16 გათამაშება 18-19 მაისს უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართება. მასში ტრადიციულად ძლიერი გუნდები იღებენ მონაწილეობას. წელს მონაწილეთა შორის არიან სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის და გერმანიის ნაკრებები, ასევე - ფიჯის, ოქსფორდის უნივერსიტეტის და ფრანგული გუნდები.

ტურნირში სულ 12 გუნდი იღებს მონაწილეობას, ჩვენი მეტოქეები კი მოგვიანებით გაირკვევა.

„პარიზში კარგად ორგანიზებულ, საკმაოდ მაღალი დონის ტურნირზე მივემგზავრებით. ძალიან კარგია ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაში, რადგან აქ მიღებული გამოცდილება ევროპის „ალაფაზე“ გამოგვადგება. სასიხარულოა, რომ 3 წლის შემდეგ მოსამზადებელ ტურნირებს ვუბრუნდებით, რაც ოფიციალურ თამაშებამდე ხარვეზების გამოსწორების საშუალებას მოგვცემს. ამ ეტაპზე შეირჩა 12 მოთამაშე. მაისის ბოლოს მეორე მოსამზადებელი ტურნირი გველის ასევე საფრანგეთის ქალაქ ტურში და იქ შეცვლილი შემადგენლობით წავალთ, რის შემდეგაც საუკეთესოები შეირჩევა“ – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

პარიზის ტურნირზე ითამაშებენ:

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), ლიკა პერტაია (დარჩელი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), თამარი მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი), ანა ხაბულიანი (ლოკომოტივი), ლიკა ხუფენია (ზუგიდი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

ექიმი: ოთარ თაბაგარი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

Rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა