ინგლისის ნაკრების ყოფილ ცხრა ნომერს ბრაიან პოპეს100 წელი შეუსრულდა
ინგლისის ნაკრების ყოფილ ცხრა ნომერს ბრაიან პოპეს100 წელი შეუსრულდა. მან ინგლისის ნაკრების კვართი პირველად 1931 წელს მოირგო უელსის ნაკრებთან მატჩში.

ინგლისის რაგბის კავშირი, რა თქმა უნდა, აუცილებლად აღნიშნავს ღვაწლმოსილი მოხუცის იუბილეს. ბრაიანს საჩუქრად ვერცხლის სინს გადასცემენ.

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მორაგბე, ედვარდ ბრაიან პოპე 1911 წელს ხართფორდშირში, ქალაქ ბერნტში დაიბადა. რაგბის თამაში სკოლის გუნდში დაიწყო, სადაც გუნდის კაპიტანი იყო. მერე კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლისას 1932 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის წინააღმდეგ ტრადიციულ მატჩში ითამაშა "თვიქნემზე", რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 8:3. იმდროისთვის პოპე უკვე ინგლისის ნაკრების წევრი იყო.

1932 წელს ის საფრანგეთში სათამაშოდ გადაბარგდა და იქ 1947 წლამდე დაჰყო. ბრაიანი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა და მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა. ის დღემდე ინგლისური რაგბის ერთგულ ქომაგად რჩება. ამასთან, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, როცა მას ჯერ კიდევ შეეძლო დამოუკდებლად გადაადგილება, გოლფს აქტიურად თამაშობდა და ინგლისის ჩემპიონატშიც იასპარეზა. გოლფის თამაში ბრაიან პოპემ 92 წლის ასაკში შეწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე