საქართველოს ქომაგთა კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე გამოაცხადეს, რომ ორ ბილეთს გადასცემენ საჩუქრად იმას, ვინც საქართველოს ნაკრების საქომაგოდ, ყველაზე ლამაზ ჩასაცმელს, ან რამე სხვას მოიგონებს
სანამ პლანეტის 20 საუკეთესო სარაგბო ქვეყნის ნაკრები, მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე საასპარეზოდ გამალებით ემზადება, "ვებ ელისის" თასი ახალ ზელანდიაში, მასპინძელ ქალაქებში მოგზაურობს.

მსოფლიოს თასი ახალ ზელანდიას ორი დღის წინ ეწვია და ქვეყანაში მოგზაურობა, ეგრეთ წოდებული "როუდ შოუ", სამხრეთიდან დაიწყო. პირველი მასპინძლობის უფლება უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ ინვერქარგილს ხვდა წილად, სადაც საქართველოს ნაკრები ჯგუფური ტურნირის პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს შოტლანდიის ნაკრებთან გამართავს.

ინვერქარგილელები ვებ ელისის თასს დილის შვიდის ნახევარზე ორგანიზებულად დახვდნენ. ბავშვთა და მოზარდთა გუნდებთან ერთად მრავლად იყვნენ ამ პატარა ქალაქის მაცხვრებლები, უბრალო ქომაგები, რომლებიც ძირითადად შოტლანდიური ეროვნული ტანსაცმელიეცვათ. აღსანიშნავია, რომ აქაური მაცხოვრებლების უმრავლესობა წარმოშობით შოტლანდიელები არიან. არადა, როგორც უკვე ვთქვით, აქ სწორედ შოტლანდიელებს ვეპაექრებით. შესაბამისად, ისედაც რთული მატჩი, ჩვენი გუნდისთვის კიდევ უფრო დამძიმდება.

ინვერქარგილადან ვებ ელისის თასმა გზა ქვინზთაუნისკენ აიღო. "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიური თავგადასავლის რუკაზე ეს ქალაქიც არის. ჩვენ მორაგბეებს პირველ მასპინძლობას სწორედ ქვინზთაუნელები გაუწევენ და, როგორც უკვე ვწერდით, "ველქამ ფართისაც" აქ მოუწყობენ ულამაზეს "სკაი ლაინზე". თუმცა, როგორც გაირკვა, ამავე ქალაქში იცხოვრებს ირლანდიის ნაკრებიც და ქვინზთაუნელები სწორედ მათ უქომაგებენ.

საქართველოს ნაკრების ქომაგების ცენტრი კი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთში მდებარე მასტერტონია. "ვებ ელისის" თასი აქ 14 ივლისს ჩააღწევს, თუმცა მასტერტონელებს დიდი ხანია თადარიგი დაჭერილი აქვთ და საკმაოდ მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას ამზადებენ.

საქართველოს ქომაგთა კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე გამოაცხადეს, რომ ორ ბილეთს გადასცემენ საჩუქრად იმას, ვინც საქართველოს ნაკრების საქომაგოდ, ყველაზე ლამაზ ჩასაცმელს, ან რამე სხვას მოიგონებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა