ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზემოიმერლების სარაგბო აღზევება

ზემოიმერლების სარაგბო აღზევება

"რუსთავი" - ჭიათურის "მათეს" რეგიონული ლიგის ფინალური შეხვედრა, დებულების თანახმად, ნეიტრალურ სტადიონზე, გორის სარაგბო არენაზე გაიმართა. ქვემოქართლელები ლიგის სატიტულო შეხვედრამდე დაუმარცხებლად მივიდნენ. რუსთაველთა ახალბედა გუნდის დამრიგებელმა კახა უჩავამ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე იახლა და უმოკლეს პერიოდში საკუთარი სათამაშო ხელწერის მქონე სოლიდური კოლექტივიც შეკრა, რომელიც რეგულარული სეზონის მანძილზე მეტოქეებს კლასით აღემატებოდა და მოგების შანსსაც არ უტოვებდა.

გასული სეზონის მიწურულს, კლასში დაქვეითებულ ზემოიმერელთა გუნდში კი კარდინალური ცვლილებები განხორციელდა. "მათეს" სოლიდური მეოხიც გამოუჩნდა და თან მზრუნველობის ხელი ქალაქის ხელმძღვანელობამაც გაუწოდა. ზემოიმერლებს სათავეში გამოცდილი სპეციალისტი გოჩა კვაჭანტირაძე ჩაუდგა, რომელმაც თავისი ლეგენდარული წინამორბედის, ქართული რაგბის ცოცხალი ლეგენდის, ზურაბ ხარშილაძის მიერ წლების წინ დაწყებული საქმე წარმატებით განაგრძო. "მათე", რომელიც ძირათადად ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, სეზონის მანძილზე თამაშის ხარისხს მეთოდურად აუმჯობესებდა და ფინალურ შეხვედრას ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში შეხვდა.

მრავალრიცხოვანი ქომაგის აქტიური მხარდაჭერით მეტოქეებმა უშეღავათო ბრძოლა პირველივი წუთებიდან გააჩაღეს. მატჩის პირველ ნახევარში ზემოიმერელთა დაცვა პრაქტიკულად შეუცდომლად მოქმედებდა. დიდ საბრძოლო სულისკვეთებასთან ერთად, "მათეს" მორაგბეები თავიანთი დამრიგებლის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდნენ და ქვემოქართლელები მგეზავ ნიკა ბეჟუაშვილის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 11 ქულა დააგროვეს და შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ – 11:3. "მათეს" მგეზავ ნიკა სამხარაძის მიერ გატანილ წყვილ ჯარიმას ზემოიმერელთა ბურჯის, მერაბ მენაბდის გარდაუსახავი ლელოც დაერთო.

მეორე ტაიმში "რუსთავი" საგრძნობლად გააქტიურდა, რასაც მეტოქის მხრიდან უხვი ჯარიმა და მთლიანობაში მიღებული 4 ყვითელი ბარათიც მოჰყვა. უჩავას შეგირდებმა ჯერ მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის ტექნიკური ლელო გამოიმუშავეს, ბეჟუაშვილის მიერ გატანილი ჯარიმითა და ქვემოქართლელთა კვაჭ უჩა აღაშვილის დადებული ლელოთი უპირატესობა გაიმყარეს – 18:11.

"მათემ", ხსენებული პრობლემების მიუხედავად, მატჩის დასკვნით ნაწილში შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა და შეხვედრაში გარდატეხის შეტანაც მოახერხა. ჭიათურელთა ერთ-ერთი ლიდერის, ფულბეკ ნიკა კობიაშვილის მიერ გატანილი ლელო სამხარაძემ გარდასახა და ანგარიშიც გაათანაბრა. მართალია, "რუსთავი" მეტოქეზე ზეწოლას აგრძელებდა, თუმცა "მათემ" თავი კარგად დაიცვა და შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე საკუთარ 22-მეტრიან ზონაში ფრთაზე სწრაფად გაშლილი ოვალი მაღალ სიჩქარეზე, სპრინტერული მანევრით, გამარჯვების მომტან ლელოდ ფრთა ნიკა მაჭარაშვილმა აქცია – 23:18.

"მათე" პირველ ლიგაში 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, "რუსთავს" კი კლასში ასამაღლებლად პირველი ლიგის ბოლოსწინა ადგილზე გასულ გორის "ჯიქთან" 2-რაუნდიანი დაპირისპირება მოუწევს. "ჯიქი"-"რუსთავის" აღმოსავლური დერბის პირველი შეხვედრა ქვემო ქართლის დედაქალაქში, „ხარები არენაზე“ 29 მაისს გაიმართება.

ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ "მათეს" ფულბეკი ნიკა კობიაშვილი დასახელდა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ დააჯილდოვა. მონაწილე გუნდებს მედლები რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ და ვეტერანმა მორაგბე გია ლაბაძემ გადასცეს. "მათეს" კაპიტანმა იოსებ ბიწაძემ კი ტრადიციული ფოიერვერკის თანხლებით, ლიგის საჩემპიონო თასი სოსო ტყემალაძისგან ჩაიბარა.

Georgian Rugby

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა