"არმია" ჯგუფურ ეტაპზე დაუშვეს, ხოლო "სოხუმს" ერთი საკვალიფიკაციო ბარიერის დაძლევა დასჭირდება
ბარსელონაში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად ქართული კლუბების ევრომეტოქეები გაირკვნენ. ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ევროჩელენჯის ტურნირისკენ იყო მიმართული, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს გუნდი "არმია" და "სოხუმი" მონაწილეობენ.

"არმია" თავიდანვე ჯგუფურ ეტაპზე დაუშვეს, ხოლო "სოხუმს" ჯგუფში მოსახვედრად ერთი საკვალიფიკაციო ბარიერის დაძლევა დასჭირდება. სოხუმელთა მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსული "მინსკ-2006" იქნება. პირველი მატჩი 4 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას მინსკი 11 ოქტომბერს უმასპინძლებს.

"მინსკი-2006" ბელარუსში უპირობო ფავორიტია. ამ გუნდმა ბელარუსის ჩემპიონატის რეგულარულში ყველა, 40-ივე მატჩი მოიგო. მინსკელებს არც მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ სერიებში წაუგიათ შეხვედრა, ხოლო ფინალი 3:0 მოუგეს "გროდნო-93"-ს.

"არმიას" ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეხვდნენ. ესენი არიან: გერმანული "გოტინგენი", ჰოლანდიური "ლიედენი" და ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წყვილში დამარცხებული გუნდი: ბელგიური "დექსია-მონსი", ან თურქული "ბეშიქთაში".

"გოტინგენმა" 2010 წელს ევროჩელენჯის თასი მოიგო და გასულ სეზონში ევროთასში მონაწილეობდა. ჰოლო "ლიენდენი" ჰოლანდიის ჩემპიონია. "არმია" ჯგუფურ ეტაპს 15 ოქტომბერს, "ლიენდენტან" საშინაო მატჩით დაიწყებს.

ევროთასის საკვალიფიკაციო რაუნდი

1. ვენტსპილსი (ლატვია) - აზოვმაში (უკრაინა)

2. არტლანდ დრაგონსი (გერმანია) - გრან კანარია (ესპანეთი)

3. ბეშიქთაში (თურქეთი) - დექსია მონსი (ბელგია)

4. შალონი (საფრანგეთი) - ცედევიტა (ხორვატია)

5. ქარშიაქა (თურქეთი) - ლე მანი (საფრანგეთი)

6. ნორჩიოპინგი (შვედეთი) - ოსტენდე (ბელგია)

7. ეტა (კვიპროსი) - სპარტაკ სანკტ პეტერბურგი (რუსეთი)

8. ლუკოილ აკადემიკი (ბულგარეთი) - პროსტეიოვი (ჩეხეთი)

მატჩები შედგება 27 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს

ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო რაუნდი

ენისეი (რუსეთი) - სპარტაკ პრიმორიე (რუსეთი)

კრასნიე კრილია (რუსეთი) - ტრიუმფი (რუსეთი)

მინსკ-2006 (ბელორუსი) - სოხუმი (საქართველო)

არკადია (ავსტრია) - ატომერომუ (უნგრეთი)

შოლნოკი (უნგრეთი) - ტამპერე (ფინეთი)

მატჩები შედგება 4 და 11 ოქტომბერს

ევროჩელენჯის პირველი ჯგუფური რაუნდი

A ჯგუფი: ნიტრა (სლოვაკეთი), ფუენლაბრადა (ესპანეთი), ევროთასის კვალიფიკაციის მე-6 წყვილში დამარცხებული, ევე ბასკეტსი (გერმანია).

B ჯგუფი: არმია (საქართველო), ლეიდენი (ჰოლანდია), ევროთასის კვალიფიკაციის მე-3 წყვილში დამარცხებული, გოტინგენი (გერმანია).

C ჯგუფი: პარდუბიცე (ჩეხეთი), გოვერლა (უკრაინა), ევროთასის კვალიფიკაციის მე-8 წყვილში დამარცხებული, რუანი (საფრანგეთი).

D ჯგუფი: არკადია-ატომერომუს წყვილში გამარჯვებული, ხიმიკი (უკრაინა), ევროთასის კვალიფიკაციის პირველ წყვილში დამარცხებული, ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი).

E ჯგუფი: ენისეი-სპარტაკ პრიმორიეს წყვილში გამარჯვებული, კლუჟი (რუმინეთი), ევროთასის კვალიფიკაციის მე-4 წყვილში დამარცხებული, ანტვერპენი (ბელგია).

F ჯგუფი: კრასნიე კრილია-ტრიუმფის წყვილში გამარჯვებული, ოლინ ბასკეტი (თურქეთი), ევროთასის კვალიფიკაციის მე-7 წყვილში დამარცხებული, აალსტარი (ბელგია).

G ჯგუფი: მინსკ-2006-სოხუმის წყვილში გამარჯვებული, ტურკ ტელეკომი (თურქეთი), ევროთასის კვალიფიკაციის მე-5 წყვილში დამარცხებული, ტელეკომი (გერმანია).

H ჯგუფი: შოლნოკი-ტამპერეს წყვილში გამარჯვებული, კერავნოსი (კვიპროსი), ევროთასის კვალიფიკაციის მე-2 წყვილში დამარცხებული, პო ორტეზი (საფრანგეთი)

GBF.GE

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა