გუშინ, 22 მაისს, ფორმულა 1-ში რიგით მე-6 გრან-პრი ესპანეთში გაიმართა, სადაც მაქს ფერსტაპენმა გაიმარჯვა და ცხრილში პირველ პოზიციაზე გადავიდა. დანარჩენი მოგვიანებით...

ტრეკზე გასვლის წინ ავტოსპორტის მოყვარულები დიდი მოლოდინით ელოდნენ "მერსედესის" განახლებულ ბოლიდს, თანაც ხელმძღვანელობა სრული პასუხისმგებლობით აცხადებდა, რომ ბარსელონაში ყველას სასიამოვნოდ გააკვირვებდნენ და ასეც მოხდა.

სანამ რბოლის მიმოხილვაზე გადავალთ, კვალიფიკაციაზე ვისაუბროთ.

პირველი ექვსეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. შარლ ლეკლერი ("ფერარი") - 1:18:750

2. მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული") - 1:19:073

3. კარლოს საინსი ("ფერარი") - 1:19:166

4. ჯორჯ რასელი ("მერსედესი") - 1:19:393

5. სერხიო პერესი ("რედ ბული") - 1:19:420

6. ლუის ჰამილტონი ("მერსედესი") - 1:19:512

როგორც ხედავთ, პირველი ექვსეული 3-მა გუნდმა შეავსო, კვალიფიკაცია მშვენიერი შედეგით დაასრულა "მერსედესმა".

რაც შეეხება რბოლას, შარლმა და მაქსმა მშვენიერი სტარტი აიღეს. საინსმა დააგვიანა, რის გამოც ჯორჯი მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მშვენივრად დაიძრნენ "ჩეკო" და ლუისიც, თუმცა ამ უკანასკნელს ძალიან არ გაუმართლა, "ჰაასის" მრბოლელი კევინ მაგნუსენი მეოთხე მოსახვევში დაეჯახა, რის გამოც საბურავი დაუზიანდა და პიტ-სტოპზე შესვლა ნაადრევად მოუწია. ლოგიკურია, ბრიტანელმა 7-გზის ჩემპიონმა მნიშვნელოვანი წამები დაკარგა, მე-19 პოზიციაზე ჩამოინაცვლა და ყველაფრის 0-დან დაწყება მოუწია. ერთ მომენტში ჰამილტონმა საკუთარ გუნდს ტრეკზე დანებებაც შესთავაზა, რათა ძრავა შეენახათ, თუმცა უარი მიიღო... თავიდან გულშემატკივართა უმეტესობა რაღაც მხრივ ბრიტანელის მხარეს გადაიხარა, რადგან რთულად წარმოსადგენი იყო თითქმის 1-წუთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, თუმცა თურმე ყველაფერი წინ ყოფილა... მივყვეთ თანმიმდევრობით.

ესპანელი კარლოს საინსის უიღბლობები გრძელდება. "ფერარის" მრბოლელს სეზონის მშვენიერი სტარტის შემდეგ აღარ უმართლებს. მაგალითად, მშობლიურ ტრეკზე ბოლიდი უწყინარ სიტუაციაში მოუსრიალდა და ერთბაშად 9 პოზიცია დაკარგა, მე-5 ადგილიდან მეთოთხმეტეზე დაქვეითდა. მე-9 წრეზე იგივე დაემართა მაქსსაც, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 2 პოზიციით ჩამოვარდა და ასპარეზობა მეოთხე ადგილიდან გააგრძელა.

ზოგადად კატალონიაში ჯორჯ რასელმა ბრწყინვალედ იასპარეზა, რიგ ეპიზოდებში "რედ ბულის" მრბოლელებს გასწრების საშუალებას არ აძლევდა. ამას თავისი მიზეზიც აქვს. ბრიტანელის ოსტატობის გარდა, ფერსტაპენს ე.წ. DRS-ზე პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მაქსიმალურ სიჩქარეზე გასვლა არ შეეძლო. ამიტომ მოგვიანებით ჯორჯზე გადასწრების შესაძლებლობა "ჩეკოს" მისცეს და მექსიკელმა დიდი ჯაფის შემდეგ ახალგაზრდა მრბოლელი ჩამოიტოვა.

ალბათ, ყველას ეგონა, რომ მეტი ვერაფერი გააკვირვებდათ, თუმცა თურმე ყველაფერი წინ ყოფილა. 27-ე წრეზე შარლ ლეკლერს მეორეადგილოსანთან 13.5-წამიანი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ძრავაზე შექმნილი პრობლემების გამო ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. რა თქმა უნდა, იტალიელებმა უდიდესი დარტყმა მიიღეს. ამას ემატებოდა კარლოსის ჩავარდნილი რბოლაც...

გულშემატკივარი იმდენად გაერთო ჯორჯის, მაქსისა და სერხიოს დაპირისპირებით, რომ ჰამილტონის საუკეთესოთა რიგებში დაბრუნებას ყურადღება არც მიაქცია, არადა, ამ დროს ბრიტანელი მე-60 წრეზე მე-19 ადგილიდან მე-4 პოზიციამდე ჩამოვიდა, თუმცა არც აქ დასრულდა ყველაფერი. ტრეკზე უზადო გადაადგილების შემდეგ ლუისის საწვავის ავზი თითქმის დაიცალა, რის გამოც ეკონომრეჟიმზე გადასვლა და დაბალ სიჩქარეზე სიარული მოუწია. სწორედ აქ დაკარგა პოზიცია კარლოს საინსთან. საბოლოოდ ბრიტანელი მე-5 ადგილზე გავიდა.

როგორც დასაწყისშივე გითხარით, მაქს ფერსტაპენმა ბარსელონის გრან-პრი მოიგო. მეორე ადგილზე "ჩეკო" პერესი გავიდა, მესამე პოზიციაზე - ჯორჯ რასელი, მეოთხე ადგილს კი საინსი დასჯერდა.

Video

ესპანეთის გრან პრი

ამრიგად, ნიდერლანდელი ჩემპიონი ესპანური ტრიუფის შემდეგ პირველ ადგილზე გადავიდა.

1. მაქს ფერსტაპენი - 110 ქულა

2. შარლ ლეკლერი - 104 ქულა

3. სერხიო პერესი - 85 ქულა

4. ჯორჯ რასელი - 74 ქულა

5. კარლოს საინსი - 65 ქულა

6. ლუის ჰამილტონი - 46 ქულა

მომდევნო გრან-პრი მონაკოში გაიმართება. მოახერხებს თუ არა ლუისი სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას, ამას ერთად ვნახავთ.

მონტე-კარლოში გრან-პრი 29 მაისს ჩატარდება.

baggio
იქნებ გვარებით მოიხსენიოთ რბოლელები, თორემ სახელების სწავლა მოგვიწევს
"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
"როდესაც ვიგრძნობ, რომ დროა ასპარეზი ახალგაზრდა პილოტს დავუთმო, ამას მაშინვე გავაკეთებ" - ჰამილტონმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ლიდერების დიდებული დაპირისპირება და ფერსტაპენის მნიშვნელოვანი გამარჯვება მაიამიში [VIDEO]
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
"გასულ წელს მასთან დიდებული დაპირისპირება მქონდა, ახლა..." - ფერსტაპენმა ჰამილტონს წაკბინა
გენიალური მაქს ფერსტაპენი - ნიდერლანდელმა "სუძუკაზე" პოულ პოზიცია არავის დაუთმო
ფერსტაპენის დომინანტური გამარჯვება და დისკვალიფიცირებული "მაკლარენი" - სეზონის ბოლოს ყველაფერი თავდაყირა დადგა
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა