საქართველოს 7-კაცა ნაკრები 26 მაისს საფრანგეთში, ქალაქ ტურში მიემგზავრება, სადაც შაბათ-კვირას ტრადიციულ, მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს.

ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები რაგბი ევროპის ჩემპიონატისა (ორი ეტაპი) და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადებიან, რომლებიც ივნის-ივლისში გაიმართება.

რადგან დიდ 10-ში გადამწყვეტი, პლეი-ოფის ეტაპია, მწვრთნელებმა 18 მაისს „შევარდენზე“ ის მორაგბეები შეკრიბეს, რომელთა გუნდებმაც შიდა ჩემპიონატი დაასრულეს და ტურის ტურნირისთვის ინტენსიურად ემზადებიან. შეკრებაზე სულ 13 მოთამაშეა და საფრანგეთში თავის გამოჩენის შანსი ყველა მათგანს ექნება.

„ამ შეკრებაზე ტექნიკის დახვეწასა და სათამაშო მონახაზზე ვაკეთებთ აქცენტს. გარდა ამისა, 7-კაცას 15-კაცასგან განსხვავებული ფიზიკური კონდიციები სჭირდება. შესაბამისად, ამ კუთხითაც დიდი სამუშაოს ჩატარება გვიწევს. მოვისაკლისეთ ის მოთამაშეები, რომელთა კლუბებიც დიდი 10-ის პლეი-ოფში თამაშობენ. ჩვენს განკარგულებაში სულ 13 მოთამაშეა და საფრანგეთში ყველა მიგვყავს. მათი ნაწილი ახალბედაა და გვაინტერესებს, როგორ აუღებენ ალღოს 7-კაცას“.

„კვირას ორი სპარინგ-მატჩი გვქონდა "აკადემიასთან" და ამ შეხვედრებმა ბევრი რამ დაგვანახა. მინდა მადლობა გადავუხადო "აკადემიას" ამ დახმარებისთვის. ივნისის დასაწყისში მეორე მოსამზადებელი ტურნირი გველის პორტუგალიაში. ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ამ დროისთვის "ყოჩები" ან "ხარები" პლეი-ოფს გამოეთიშება და ამ კლუბის მოთამაშეებიც დაგვემატებიან“, – გვიყვება ბესიკ ხამაშურიძე.

ტურის ტურნირისთვის ემზადებიან:

თემურ კოხოძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი კურტანიძე (ლელო), იაგო ხაბულიანი (არესი), ამირან შვანგირაძე (არესი), გიორგი მიქანაძე (აკადემია), საბა ილურიძე (აკადემია), მიხეილ ახობაძე (აკადემია), ლადო მიმინოშვილი (არმია), გიორგი ჯობავა (ხვამლი), ზურა ქობელაშვილი (ხვამლი), გიორგი გელაშვილი (არმია), ლაშა გედეხაური (ლოკომოტივი).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო