საქართველოს ნაკრების უახლოესი შეხვედრა ხუთშაბათს, 2 ივნისს (20:00 სთ), გაიმართება. ვილი სანიოლისა და მისი გუნდის შესახებ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, ახლა კი პირველ მეტოქე გიბრალტარსა და ურთიერთშეხვედრებს შევეხოთ.

ხვიჩას დებიუტი

დაახლოებით 3 წლის წინ, 2019 7 ივნისს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შესარჩევი ეტაპის ყველაზე სუსტი მეტოქის, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ენდო და დებიუტანტი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. 18 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 47 წუთი გაატარა, ფლანგიდან რამდენჯერმე იაქტიურა და ის გიორგი პაპუნაშვილით შეცვალეს.

მაშინ ხვიჩას გულშემატკივრები ნელ-ნელა იცნობდნენ და ხედავდნენ, რომ საქმე დიდ ტალანტთან გვქონდა. გიბრალტარელები მაშინ ნაკლებად იფიქრებდნენ, რომ "ნაპოლის" მომავალ წევრს დაუპირისპირდნენ. იმ პერიოდში ხვიჩა მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "რუსთავში" დაბრუნდა და ყაზანის "რუბინში" გადასასვლელად ემზადებოდა. ეს ის დროა, როცა ვაისი ზურიკო დავითაშვილს მეტად ენდობოდა, რომელიც მალე ასევე ყაზანელთა წევრი გახდა.

იმ მატჩში ზემოხსენებული პაპუნაშვილის, გვილიასა და ვატო არველაძის (სადებიუტო, პენალტით) გოლებით (3:0) გავიმარჯვეთ.

ისევ ვეტერანები

გიბრალტარის ნაკრებთან ერთად თბილისში კვლავ ვიხილავთ "ლინკოლნის" 2 ფეხბურთელს, რომელთაც უკანასკნელ დაპირისპირებაში გაგვიტანეს. ერთი 34 წლის მარცხენა მცველი ჩიპოლინაა, მეორე კი - 40 წლის ფორვარდი ლი კასკიარო. იმავე შესარჩევის ბოლოს, მაშინ, როცა ხარაიშვილისა და კანკავას გოლებით პირველივე ტაიმში დამაჯერებლად დავწინაურდით, საბოლოოდ შეხვედრა მოსაგები გაგვიხდა - ლევან შენგელიამ ქვილითაიას გამარჯვების (3:2) გაატანინა.

ქეცბაია და ცხადაძე

გიბრალტარელებმა პირველი შესარჩევი ეტაპი ჩვენს ჯგუფში გამართეს, როცა ჯერ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდთან საკუთარ მოედანზე (0:3) გელაშვილის, ოქრიაშვილისა და კანკავას გოლებით დამარცხდნენ, თბილისში კი კახა ცხადაძის გუნდს დაუპირისპირდნენ და 4 უპასუხო ბურთი (ვაწაძის დუბლი, ოქრიაშვილისა და ყაზაიშვილის გოლები) მიიღეს.

გიბრალტარის 2 "მშრალი" მატჩი

ურუგვაელი მთავარი მწვრთნელის, 65 წლის რიბასის გუნდმა მარტში, ჩვენი ნაკრების მსგავსად, 2 ამხანაგური მატჩი გამართა და გოლი არც მათ გაუშვიათ, ოღონდ "ჯვაროსნებს" გაცილებით ძლიერი მეტოქეები ჰყავდა (თანაც, ერთში გაიმარჯვეს), გიბრალტარელებმა კი ნულოვანი ფრეები გრენადასა და ფარერის კუნძულებთან ითამაშეს. არადა, ჩვენმა უახლოესმა მეტოქემ შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ნიდერლანდებისგან 13 გოლი გაუშვა და არც ნორვეგიასა და თურქეთს დაუნდიათ. რამდენად გამოასწორეს დაცვაში თამაში, რთული სათქმელია.

თვალში საცემია, რომ გიბრალტარელები არბიტრებისგან საკმაოდ ბევრ გაფრთხილებას იღებენ და შეგვიძლია უხეში გუნდიც ვუწოდოთ.

საქართველოს ნაკრებისა და ვილი სანიოლის მიზანი ნათელია - "ერთა ლიგის" ჯგუფის აუტსაიდერთან საშინაო მატჩი დამაჯერებელი გამარჯვებით უნდა დავიწყოთ.

დავით 67
ვერ გავიგე რატომ უნდა ბევრს ხვიჩას სათადარიგოზე დაჯდომა. ასეთი მეთოდი რომ არ ამართლებს არ გაგიგიათ? ფავორიტად მაკედონიაც და ბულგარეთიც ჩვენზე ძლიერები არიან! ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს,ამიტომ ყველა თამაშს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო. საქართველოს ნაკრები არაა ის დონე რომ ის სუსტია ეს ძლიერია იძახოს! ვისაც არ სჯერავს რეიტინგს გადახედოს!
zura222
ეს თამაში ხვიჩას გარეშეც დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ ! და აი აქ იყო საჭირო ბერიძე რატომღაც რომ არ გამოიძახეს და პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული რას უწუნებენ და რატომ არ იწვევენ @ მე მგონია რომ ამ თამაშში უნდა ვითამაშოთ ე.წ. დუბლი-ვე ს სისტემით 3-2-5 ან 3-3-4 იმიტომ რომ გიბრალტარი 90 წუთი დაცვაში იდგება და რაც შეიძლება მეტი შემქმნელი და შემტევი უნდა გვყავდეს ! მამარდაშვილი-კაშია ხოჭოლავა აზაროვი(კობახიძე)--კვეკვესკირი კიტეიშვილი აბურჯანია ლობჟანიძე(წიტაიშვილი)დავითაშვილი(ჩაკვეტაძე)--ჩაკვეტაძე(ყაზაიშვილი)--მიქაუტაძე(მიქელთაძე) ჩაკვეტაძეს აუცილებლად უნდა მისცენ შანსი გიბრალტართან და გამოჩდება რა ფორმაშია
გელა67
თუნდაც ვერ მოვიგოთ (თფუ,თფუ) მაინც სასიამოვნო პროგნოზია, ღმერთმა ისმინოს.......
tngh
შენს პირს შაქარი, თაფლი... შოკოლადი, ლეღვი... და ყოველივე კარგი!!!
Thomas
დარწმუნებული არ ვარ, რომ ძალების დაზოგვით მოვუგებთ გიბრალტარს. ვისთანაც გვეგონა მარტივად გავცდებითთქო იმასთან წავაგეთ სულ და შვედებს კი მოვუგეთ. ძალიან არაპროგნოზირებადი ნაკრები გვყავს
Gia
Xvicham daisvenos unda am mchexavebtan.xvichas gareshec unda mougot.bulgarettan unda shevinaxot ziritadi zalebi.gibraltartan golebi rat gvinda bevri.konkurentebtan unda gadaanawilon energia.mtavaria qulebi avigot maqsimalurad.
რაბუ
ბულგარეთს გასვლას მოვუგებთ ... დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი
Winter
ეს თამაში ძალიან ბევრ რამეს გახდის ნათელს. საქართველოს ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნებისმიერი მეტოქე ვერ შეაფასოს და ბოლომდე არ დაიხარჯოს. მერე რა რომ გიბრალტარია? ხვიჩას ეგ არ ესწავლება, აგერ საქართველოს ჩემპიონატში ბოლომდე იბრძვის ყველა გუნდის წინააღმდეგ და იმედია ნაკრებშიც ესე ითამაშებს და არამარტო ხვიჩა, არამედ მთელი ნაკრები ბოლომდე მონდომებით.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან