პსჟ-ის თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რეალთან" მარცხზე, კოვიდის შედეგებზე, რობერტ ლევანდოვსკისა და ქარიმ ბენზემაზე TYC Sports-თან ისაუბრა:

"ჩემპიონთა ლიგაზე გრანდიოზული ამბიციები გვქონდა. იმის გათვალისწინებით, როგორ განვითარდა "რეალთან" მატჩი, შედეგი ჩვენთვის სავალალო იყო. "რეალს" კარგად ვიცნობ, მთელი ცხოვრება მის გვერდით ვიმყოფებოდი და მესმოდა, რაღაც მსგავსი შეიძლებოდა მომხდარიყო - გოლს არაფრიდან გაიტანდნენ და თამაშს შეცვლიდნენ.

იგივე დაემართა დანარჩენ გუნდებსაც. ასე რომ, ეს ცალკეული შემთხვევა არ არის. წაგებამ გაგვანადგურა. "რეალის" მიმართ მთელი პატივისცემის მიუხედავად, ეს გუნდი ტურნირზე საუკეთესო არ იყო, თუმცა ყველას სძლია.

კორონავირუსმა ჩემზე მართლაც სერიოზულად იმოქმედა. სიმპტომები, ვფიქრობ, იმის მსგავსი მქონდა, როგორიც სხვა უმრავლესობას. ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი. ამან გართულებები გამოიწვია, ფილტვები დამიზიანდა. ვარჯიში არ შემეძლო, თვე-ნახევარი ვერ დავრბოდი. არ მეშინოდა, დაგეგმილზე ადრე განვაახლე ვარჯიში და ამით საქმე მხოლოდ გავირთულე.

ლევანდოვსკიზე ხალხს შეუძლია ილაპარაკოს, რასაც ფიქრობს და მასაც იგივე შეუძლია. მის აზრს არ ვიზიარებ, თუმცა ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მაშინ მასზე გულწრფელად ვთქვი, მართლა მიმაჩნდა, რომ ერთი წლით ადრე საუკეთესო იყო და "ოქროს ბურთს" იმსახურებდა, მაგრამ როდესაც პრიზი მე მოვიგე, ის საუკეთესო არ გახლდათ. იფიქროს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

ბენზემა? უდავოდ იმსახურებს "ოქროს ბურთს". ცხადია, შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა. პლეი-ოფის ყველა მატჩში საკვანძო ფეხბურთელი იყო".

აქვსენტის, ლეო მესის ფანისგან.
რასაც შენ წერ აქვსენტი, ნამდვილად არ არის მოსაწონი! ლეო მესი ისედაც ვიცით, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ძალიანაც გვიყვარს და პატივს ვცემთ, მაგრამ შენი კომენტარი უკვე ცდება ყველანაირ ზღვარს! შემდეგში შეფასების დროს, გაითვალისწინე ზომიერება.
ხავიერ-ს
ომაში 100% გეთანხმები რომ როცა ხავი-ინისესტა დაფრინავდნენ და საერთოდ სხვა განზომილებაში იყვნენ და მართლა ეკუთუვნოდათ ერთი ოქორს ბურთი მაინც, ამ კვერცხებმა აიღეს და მესის გლიჯეს მაინც.
მესის დედაც...
აქვსენტი ვაი შენს პატრონს
ხავიერი
ისიც ვაღიაროთ, რომ მესის ერთ-ორი ოქროს ბურთი ისეთი აქვს აღებული, ქე რომ ხავის და ინისეტას უნდა მიეღოთ, მაგრამ...
აქვსენტი
რატომ ადარებთ მესის რონალდოს. მესი არის გენია ზე ფეხბურთელი. არის წმინდა სამება მამა ძე და სული წმინდა ე.ი პელე მარადონა და მესი. სულ მალე შეიძლება ვეღარც ითამაშოს მაგრამ აქ საუბარია იმ 17 წელზე რომელის დროსაც ეს ადამიანი სასწაულებს ახდენდა გოლით ფინტით პასით და როგორც პლეიმეკერი.
გელა
ერთი ვიცი ლეოსნაირი ფეხბურთელი აღარ დაიბადება!!!!!! მე პირადად ლეომ შემაყვარა ფეხბურთი!
სტატისტიკას
ერთი შენა ხარ მფრინავი ტერმინატორი და მეორეც შენი ბებერი როლანდო.
ვაა მართლა ბნელა რა, ტო? /არ დაბლოკოთ./
ერთი თუ ძმა ხარ, რა? ნუ აჩმახებ სისულელეს! ვერ მოგინელებიათ, 7-გზის ოქროს ბურთების მფლობელი, რომ არის! ელოდოს აწი ვინმე, ვინც ლეოს რეკორდს მოხსნის.
სტატისტიკას ვერ გაექცევი
ბოლო 5 წელში ერთ მნიშვნელოვანი თამაში მითხარი რომელიც მესიმ უმაღლეს დონეზე ჩაატარა.ხოლო 21 საუკუნუს საუკეთესო კაშკაშა ფეხბურთელი მფრინავი ტერმინატორია რომელმაც სიბერეშიც მხოლოდ შარშან და წელს 17 თამაშში გადამწყვეტი გოლები გაიტანა იუვეში,იუნაიტედში და პორტუგალიის ნაკრებში.
ILIA
ვისაც მესი ბოლო 13 წლის ნომერ პირველ ფეხბურთელად არ მიაჩნია, ფეხბურთის აზრზე არ არის.
გიორგი
ვისაც კორონა შეხვდა კი იცის, თუ რა გართულებებს გიტოვებს და არ გასვენებს. მეც შემხვდა ეგ ოხერი კორონა და დღემდე სუსტად ვარ, სუნქვა მიჭირს, სულ მეძინება მითუმეტეს კარგად მიმკურნალეს და არაფერი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ სიმპტომები რჩება კოვიდის მერე. ამიტომ ლეოსი კარგად მესმის.
დავითიჩსს
ისე პენსიონერებმმა, როლანდომ და ბაბუ იბრაგიმოვიჩმა კი არის დრო, გავიდნენ დამსახურებულ პენსიაზე და დაისვენონ!
არა ბნელა
პრიზი კი არ მოიგე, იყიდე იმიტომ რომ იმ წელს ყველა მნიშვნელოვანი თამაში ჩააგდე
ვანგა იმერელსს.
და შენ რა იცი, რომ ვერ მოიგებს? (ღმერთმა ქნას) შენი შესაცოდი მესის ნამდვილად არაფერი ჭირს!
დავითსს
აბა გამოჩნდა ლეო და მიეცათ ანტი მესისტებს, "ენის ქავილის მიზეზი". მესის რაში ჭირდება ან როლანდო იყოს ან იბრაგიმოვიჩი? ორივეს არ გავკარით? მესი მესია და ამით ყველაფერია ნათქვამი!
ქართველი
დაიცა ტო! ნუ ჩქარობ! კაი ხარ მარა ჩქარი ხარ!
ისე მაინც
გულთან ნუ მიიტან, ილაპარაკონ რაც უნდათ, ფაქტი კი ფაქტად დარჩება. გუნდი წააგებს თუ მოიგებს - ყოველთვის მიზეზების ძიებაში არიან, რომ გაამართლონ. აი, თვით მესიც კი უყურებს მიზეზებს.
imereli
მაგრად მეცოდება რომ ისე ამთავრებს კარიერას მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდა
შოთა-მილანი
ამას რომ მესიზე იტყვი, შენ უბრალოდ ფეხბურთი არ გიყვარს.
მამუკა
რეალს რომ ჰქონოდა ისეთი ბადე როგორიც ლივერპულს ჰქონდა ყველა იმას იტყოდა სუსტი მეტოქეები შეახვედრა სპეციალურად პერესმაო, იტალიის, საფრანგეთის და ინგლისის საუკეთესო გუნდებს მოუგეს და ახლა იმას იძახიან გაუმართლდაო, 8 წელიწადში გუნდმა 5 ლიგა მოიგო და თურმე უმართლებს
დავით
დაიწყო ახლა მიზეზები! იქით კორონა აქეთ ლევანდოვსიკი და რეალი! მორჩა შენი ფეხბურთი. დაისვენე, შენც რონალდო ან იბრაგიმოვიჩი კი არა ხარ!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება