ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ექვსი ერის" სერიაში გამოვლენ

"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ექვსი ერის" სერიაში გამოვლენ

20-წლამდელთა "ექვსი ერის" ზაფხულის სერია 24 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იტალიაში, ვერონასა და ტრევიზოში ჩატარდება და მასში "ექვსი ერის" (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ქვეყნების გარდა, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

კოვიდ პანდემიის გამო, აგერ, უკვე სამი წელიწადია (2019 წლის შემდეგ) მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ვერ ტარდება. მისი აღდგენა 2023 წლიდან იგეგმება, მანამდე კი, მსოფლიო რაგბის მხარდაჭერით, "ექვსი ერისა" და იტალიის რაგბის კავშირის ორგანიზებით, ევროპაში ალტერნატიული რეგიონალური ტურნირი იმართება. მსგავსი ტურნირი ტარდება ოკეანეთშიც.

"ექვსი ერის" 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებში 8 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული: "ა" ჯგუფში ინგლისის, სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის და ირლანდიის ნაკრებები მოხვდნენ, ხოლო "ბ" ჯგუფში შოტლანდია, უელსი, საქართველო და მასპინძელი იტალია ითამაშებენ. სამი ტურის შემდეგ, გუნდები მეოთხე სათამაშო დღეს დაკავებული ადგილების მიხედვით პლეი-ოფის შეხვედრებს გამართავენ და საბოლოო ადგილებს გაითამაშებენ.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯგუფური ეტაპის თამაშებს ტრევიზოში გამართავენ. 25 ივნისს მათი მეტოქე იტალია იქნება, 30-ში უელსს შევხვდებით, 6 ივლისს კი - შოტლანდიას. პლეი-ოფები 12 ივლისსაა ჩანიშნული.

ყველა, 16-ივე თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი Six Nations Rugby U20-ის YouTube-ის არხზე შედგება ფრანგულ, იტალიურ და ქართულ ენებზე.

"ექვსი ერის" დირექტორი ჯული პატერსონი ამბობს:

"ექვსი ერი" ზრუნავს რაგბის კავშირების, მოთამაშეების და მწვრთნელების განვითარებაზე და 20-წლამდელთა ზაფხულის სერიები ამისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს მონაწილეობით, "ექვსი ერის" გუნდებს საკუთარი თავის სხვა გუნდებთან გამოცდის შესაძლებლობას აძლევს“.

ტურნირის ოფიციალურად გამოცხადებას გამოეხმაურა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე სერ ბილ ბომონტი:

"20-წლამდელთა ტურნირები ახალი ტალანტების განვითარებისთვის წარმატებული საშუალებაა. მოთამაშეები ადრეულ ასაკში იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და ტესტ-მატჩებისთვის ემზადებიან. 20-წლამდელთა ჩემპიონატის აღდგენამდე, მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენი წევრებისა და "ექვსი ერის" გუნდებს 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებში. იმედისმომცემ მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა, ითამაშონ უმაღლეს დონეზე“.

"იტალია შესანიშნავი ადგილია ელიტური ტურნირების ჩასატარებლად და მოხარულები ვართ, "ექვსი ერის" 20-წლამდელთა ზაფხულის სერიის მასპინძლობის უფლება რომ გვერგო. "ექვს ერთან" ერთად შევარჩიეთ ვენეტოს რეგიონი, რომელიც იტალიური რაგბის სამშობლოა. მომავალ მსოფლიო ვარსკვლავებს ტრევიზოსა და ვერონაში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის კარგი შესაძლებლობა ეძლევათ. ეს არის მოვლენა, რომელიც არცერთმა რაგბის გულშემატკივარმა არ უნდა გამოტოვოს“ – განაცხადა იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარციო ინოჩენტიმ.

ევროპის უძლიერეს გუნდებთან და სამხრეთ აფრიკასთან თამაშის შესაძლებლობით კმაყოფილია საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე:

"პანდემიიდან გამომდინარე, ყველა გუნდს დიდი ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, "ექვსი ერის" ქვეყნები მაინც ახერხებდნენ ერთმანეთში თამაშს. ჩვენც ვითამაშეთ სამხრეთ აფრიკის ტურნირზე, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დონესთან ის ახლოსაც ვერ მივა. სასიხარულოა, რომ "ექვსი ერსა" და სამხრეთ აფრიკასთან ერთად, ამ ტურნირში ჩართვის საშუალება მოგვეცა, რადგან 2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ურთულესი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი – ელიტაში ადგილის შენარჩუნება და პროგრესი. ამხელა ჩავარდნის შემდეგ მიზნის მიღწევა რთული იქნება და ეს ტურნირი განვითარებაში, მომავალი წლისთვის მომზადებაში დაგვეხმარება. ასევე ფაქტია, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე რეგულარული თამაშით, ეროვნულ გუნდმა შევსების სახით დიდი ძალა მიიღო“.

"ჩვენთვის პატივია, რომ "ექვსმა ერმა" მერვე გუნდად საქართველო მიიწვია და არა ვინმე სხვა. „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ მეორედ ვართ "ექვსი ერის" მიერ ორგანიზებულ ტურნირში, ახლა უკვე ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე. ეს კარგი ტენდენციაა, რადგან "ექვსი ერი" თავისი წევრების შემდეგ ევროპაში საუკეთესო გუნდად საქართველოს მოიაზრებს. სასიამოვნოა, ასე რომ გვიყურებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნოთ, განვვითარდეთ და ელიტურ ქვეყნებს გავუტოლდეთ“.

ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიები 2022

"ა" ჯგუფი

საფრანგეთი

ირლანდია

ინგლისი

სამხრეთი აფრიკა

24 ივნისი

ინგლისი – სამხრეთი აფრიკა

საფრანგეთი – ირლანდია

29 ივნისი

საფრანგეთი – ინგლისი

ირლანდია – სამხრეთი აფრიკა

5 ივლისი

საფრანგეთი – სამხრეთი აფრიკა

ირლანდია – ინგლისი

"ბ" ჯგუფი

შოტლანდია

უელსი

იტალია

საქართველო

25 ივნისი

შოტლანდია – უელსი

იტალია – საქართველო

30 ივნისი

შოტლანდია – იტალია

უელსი – საქართველო

6 ივლისი

შოტლანდია – საქართველო

უელსი – იტალია

პლეი-ოფები. 12 ივლისი

Rugby.ge

• კ.მარქსი ფ.ენგელსი

ნინიაშვილი არ იქნება 20 წლამდელებში.

• Რეზო

არ გირჩევნია ნინიაშვილმა ბათუმში იტალიასთან ითამაშოს? ახაგაზრდებმა სად ითამაშონ ნინიაშვილი თუ წავიდა ასაკობრივში? შედეგი გამოცშილებაშია და არა ანგარიშში.

• რიგითი

ძალიან გული დამწყდება თუ ნინიაშვილს არ წაიყვანს. უნდა ვეცადოთ და ღირსეულად გამოვიდეთ.. წარმატებები ჩვენს ქვეყანას..

წარმატებები ლომებს

• სოსო

ამაზე უკეთესს,ვერც ვინატრებდით!

• გიორგი

იმედია, მაისაშვილი არ იქნება მთ. მწვრთნელი.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა