დღეს, 2 ივნისს (20:00 სთ), "დინამო არენაზე" "ერთა ლიგის" C დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრა გაიმართება - საქართველოს ნაკრები გიბრალტარის წინააღმდეგ! მასპინძლები საკუთარ მოედანზე ზედიზედ მესამე გამარჯვებას ეცდებიან, სტუმრები კი კიდევ ერთი მარცხის თავიდან აცილებას იმედოვნებენ.

საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა, მაგრამ მისი დასკვნითი ნაწილი წარმატებული გამოუვიდა. ამხანაგური მატჩების ჩათვლით, "ჯვაროსნებს" მშვენიერი სერია აქვს.

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მცველი ვილი სანიოლი, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდს გასული წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს, იმედოვნებს, რომ მისი გუნდი "ერთა ლიგის" კამპანიას წარმატებით დაიწყებს.

ქართველებმა "ერთა ლიგის" C დივიზიონის წინა გათამაშებაში ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს - სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ. მათ ექვსი შეხვედრიდან 4 ფრედ დაასრულეს.

სანიოლი გიბრალტართან გახსნით მატჩში წარმატებაში დარწმუნებულია, რადგან ისინი წინა ოთხი დაპირისპირებიდან ყველაში დაამარცხეს, საერთო ანგარიშით 13:2.

გიბრალტარი C ლიგის D დივიზიონში მას შემდეგ ასპარეზობს, რაც წინა სეზონში დაწინაურდა - ლიხტენშტაინისა და სან-მარინოს წინააღმდეგ ორი გამარჯვებით და ამდენივე ფრით. ხულიო ცეზარ რიბასის გუნდმა ვერ შეძლო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის დაძლევა, ისინი ორი ევროპული ნაკრებიდან ერთ-ერთი იყვნენ (სან-მარინოსთან ერთად), რომელიც 10-ვე საკვალიფიკაციო მატჩში დამარცხდა.

სტუმრები ხუთშაბათს საქართველოში ითამაშებენ და წარმატების მიღწევას ეცდებიან, როცა ბოლო 17 საერთაშორისო მატჩიდან მათ მხოლოდ შვიდი ქულა მოიპოვეს.

გამოცდილი მცველი გურამ კაშია ცენტრალურ მცველად ლაშა დვალის პარტნიორობას აპირებს და მათ უკანა ოთხეულში შესაძლოა, ოთარ კაკაბაძე და გურამ გიორბელიძე შეუერთდნენ.

ვარსკვლავური გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შარშან შვედეთთან (2:0) დუბლი შეასრულა, სავარაუდოდ, ადგილს მარცხენა ფლანგზე შეინარჩუნებს, ხოლო საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ბუდუ ზივზივაძე ასევე ბოლო მესამედში ითამაშებენ.

რაც შეეხება გიბრალტარს, რიბასს აქვს 5-3-2 ფორმირება. 39 წლის კაპიტანი როი ჩიპოლინა, სავარაუდოდ, სკოტ ვაისმანთან და აიმენ მუელჰისთან ერთად, ცენტრალურ მცველად დაიწყებს.

შეტევაში მთავარი 40 წლის ლი კასკიარო იქნება.

საქართველოს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა:

ლორია; კაკაბაძე, დვალი, კაშია, გიორბელიძე; ლობჟანიძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, კვარაცხელია; დავითაშვილი; ზივზივაძე.

გიბრალტარის შესაძლო სასტარტო შემადგენლობა:

კოულინგი; სერჟანტი, რ. ჩიპოლინა, ვაისმენი, მუელჰი, ბრიტო; უოკერი, ტორილა, ერნანდესი; კასიარო, დე ბარი.

პროგნოზი - საქართველო 3-0 გიბრალტარი

ფიფას მსოფლიო რეიტინგში საქართველოს (85-ე) და გიბრალტარის (203-ე) ადგილების გათვალისწინებით, ხუთშაბათის შეჯიბრების ფავორიტებად მასპინძლები ჩაითვლებიან.

საქართველომ წინა ოთხ შეხვედრაში გიბრალტარი კომფორტულად დაამარცხა და თბილისში გამარჯვების პრობლემა არც ახლა უნდა ჰქონდეს.

მომზადებულია SportsMole-ის მიხედვით

Aleko
M tyant forma
სანდრო
ჰიმნი, თორე ჩვენც არ ვიგალობოდ რა,) და ფორმა კი ნაღდად გოიმურია.
niko
იმიტომ რომ "წითელი" თავისი პენალტით არ აიკიდოს.
ზურა
4-0
Odala
საქართველოს ნაკრებს ვისთან არ უჭირს ბოლო 15 წელია?
kaka
სვარსიკი ბრაზილიასი ვარ გერგეზ ას ორმოცდატი კაცი ცხოვრობსო კუნზულზე
gio
წმინდა გიორგი და გველეშაპი ფეხბურთთან რაღა შუაშია ნეტავი? ანუ აღარ გვჯერა მიწიერი ფეხბურთელების და ზეციური ძალების იმედზეღა ვართ თუ რაშია საქმე ამხანაგებო?
გოგას
ფორმაზეა კომენტარში საუბარი, ფორმაზეეეე.... რა შუაშია შოთა და ქინქლაძე. გოგა აზრის გამოტანა გიჭირს?
სოსო
მორაგბეებს ბორჯღალი ახატიათ და მსოფლიო ბორჯღალოსნების სახელით იცნობს(მართლა იცნობს!),მათი ღვინისფერი კვართებიც ძალიან მომწონს.თუკი იქ ვართ ბორჯღალოსნები,სხვა სახეობებშიც ეს ფორმა და თიკუნი რომ დავამკვიდროთ,უფრო ზოგადად ეროვნული არ გახდება?!
zaza
რა აქვს დასაცინი გიბრალტარს?? მაგათი კლუბი კი გავიდა კონფერენეს ლიგაზე და იქ არ შეურცხვენია თავი და ესე ზედმეტად რატომ ვიჭიმებით?? უნდა მოვუგოთ და მოვუგებთ კიდევაც, არსებობს კატეგორია ხალხისა რომელიც რომ მოიგოს ნაკრებმა რა იყო სვარჩიკებს მოუგეს ესენიც მყავდნენო მაინც იტყვიან.
გოგა
30 წელში შოთამ გინდა კიდევ ითამაშოს თუ ქინქლაძემ
გოგა
C ლიგის D დივიზიონში???
ზაზა
მაინტერესებს რატო ათამაშებენ დვალს რომელსაც წელს არც ერთი თამაში არ უთამაშია თავის გუნდში და ლოჩიშვილი რომელიც მუდმივათ ძირითადში თამაშობს ზის სკამზე
ყვავი
მაგხელაზე და მაგდენჯერ ააცილებენ ვითომ ჩვენები?
როლანდო
ვაა კაკა ქართულს სწავლობ? მაგარია, გაქცეულ ქართველს მოაბრუნებ უკვე. ისე საით ხარ, ბრაზილიაში თუ აქეთ ჩამოხვედი?

მე ზოგადად მომხრე ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს თავისი ფერი, ისევე როგორც ნიდერლანდებს და იტალიას. ნუ იქნება მაინცდამაიც დროშის ფერი. მართლა ვეთანხმები აზრს, რომ ასე ხშირად ფორმა და ატრიბუტიკა არ უნდა იცვლებოდეს
Winter
საშინელი პოსტერია. არც ჰიმნზე გამომითქვამს პრენტენზია, არც ფომაზე და არც არაფერზე, არ მიყვარს ზოგადად ზედმეტი კრიტიკა, უბრალოდ ეს რაარის? ან ეს აგრესიული გამომეტყველება კაშიასი, ან ეს უაზრო დაფოტოშოპება??? მუშტის შეკვრა და გაბრაზებული სახის მიღება, გულზე მჯიღი და სადღეგრძელოები არაა ფეხბურთი. უნდა შევიგნოთ ერთხელ და სამუდამოდ. შრომა, ტექნიკა, სილაღე, დრიბლინგი, პასი, გოლი და მაყურებლის სიყვარული, ეგაა ფეხბურთი და არა წინასწარ წარბშეკრული სიფათის დაკერვა, აქაოდა ვერავინ მომერევაო. ახალი თაობა სხვანაირია, მაგათმა დამაბრუნეს ქართული ფეხბურთის საყურებლად, ხვიჩა, ზუკა, წიტაიშვილი...აი ამათ არ აქვთ ეგ ბანძი მენტალიტეტი და ძალიან ვთხოვ ძველებს ნუ გახდიან ეგეთებად , არც თამაშით რომ არ გამოსდიოდათ არაფერი და უაზროდაც რომ იბრიქებოდნენ! წარმატებები ჩემს ნაკრებს
kaka
ფეგბურტი იქნება ტუ სვარკა გიბლარტარი ტურმე სვარსიკები და მზხოლები ტამასობენ
papai-s
არანაირი დემაგიგია,ისე ნაცობა მაგრად ტეხავს,მორჩა აღარასდროს დაბრუნდება ნაცები…
G.LA
ნაკრების ფორმა ასე ხშირად არ უნდა იცვლებოდეს. უკვე ვეღარც ვიგონებ მერამდენე ფორმაა ეს ბოლო 30 წელში. ვიღაცას მობეზდება და რაღაც ახალს მოიგონებს. ვინმე ასე ერთობა, თუ რა არის ეს? ორ წელში ერთხელ ფორმის შეცვლა არ გამიგია. რომელიმეს იქნებ მიგვაჩვიოთ, რომ ჩვენი ფორმა ვიცოდეთ რომელია. მეტი აღარ შეცვალოთ ფორმა!
papai
ნუ დემაგოგობ თუ ძმა ხარ.. ეგრე დარბიან სპორტსმენები.. დაუკვირდი აწი

ძალიან ცუდი პოსტერია. რეალურად ბევრად სიმპატიურია ეს სამი ბიჭი და ეს უაზრო დაფოტოშოპება და ეფექტები რა საჭირო იყო :დ :))
თენგო
5 : 0
ნუ გავუბერეთ ერმა
რა მუშტი მაისური აქვს მოქაჩული
ლაშა
ეგ შეკრული მუშტი არაა, მაისურზე ქაჩავს!!!
ბუჯანგა
დღეს გიბრალტარის სრუტე გაივსოს უნდა გოლებით
saqsadaqsa
მოგებაა ბიჭებო და წარმატება! მარა ვინც ეს პოსტერი შექმნა ვინც სურათი გადაიღო კაშიას შეკრული მუშტი ვერ დაინახე როგორ აქ? ესე არ იკვრება მუშტი. ეგრე აკეთებენ ან ქალები ან ბავშვები და კაშია კიდე ქართველი კაცია!
ლუკა
კი წიტაიშვილის იმედით არ გაუჭირდება..
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან