კოტე ტუღუში: ევროჩელენჯზე სერიოზული მიზნები გვაქვს და ვეცდებით, ქართველი გულშემატკივარი არ გავაწბილოთ
საქართველოს ჩემპიონი "არმია" ევროჩელენჯზე ბრძოლას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს. მას ჰოლანდის ჩემპიონ "ლეიდენთან" და 2010 წელს ევროჩელენჯის გამარჯვებულ გერმანულ "გოტინგენთან" მოუწევს ჯგუფში ორეულისთვის ბრძოლა.

ამავე B ჯგუფში ითამაშებს ევროთასის საკვალიფიკაციოდან გამოვარდნილი თურქული "ბეშიქთაში" ან ბელგიის "მონსი". ასე რომ, თუ ზაზა ფაჩულია ამ თურქულ კლუბში ჩაირიცხა, არის ალბათობა, რომ "არმიის" წინააღმდეგ იასპარეზოს. თუმცა, შანსი ძალიან მცირეა, რადგან თუ "ბეშიქთაშში" ზაზა ჩამოვიდა, ლოგიკურად, ბელგიურ "მონსს" უნდა აჯობოს.

"გოტინგენის" თავკაც სტეფან მიენაკს წილისყრის შედეგების გაცნობისას თვალში "არმია" ეცა:

- თბილისიდან გოტინგენამდე დაახლოებით 3200 კილომეტრია. ძალიან შორია, თუმცა კარგია, რომ შეჯიბრებას საქართველოში გასვლით ვიწყებთ. შემდეგ ახლო რადიუსში ვიტრიალებთ. სხვებთან ერთად "არმიასაც" სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

ქართული გუნდის თავკაცმა კოტე ტუღუშმა კი ინტერვიუ ასე დაიწყო:

- ჯგუფურ ეტაპზე სუსტი გუნდები არ იყო. ამიტომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან მოგვიწევდა თამაში. საბოლოოდ ჯგუფში ორი ძლიერი კოლექტივი მოხვდა: ჰოლანდიის ჩემპიონი და 2010 წელს ევროჩელენჯის გამარჯვებული გერმანიიდან.

- "ბეშიქთაში"-"მონსს" შორის დამარცხებულიც თქვენს ჯგუფში ითამაშებს.

- ამ საკითხზე დღეს ბარსელონაში ვისაუბრეთ. როგორც შევიტყვე, "ბეშიქთაშს" ზაზა ფაჩულიას დამატება უნდა. თუ ეს ტრანსფერი შედგა, ჩვენს ჯგუფში "მონსი" მოხვდება, თურქებს, ალბათ, ვერ აჯობებს.

- გერმანელებსა და ჰოლანდიელებს თუ შეხვდით?

- "გოტინგენის" ხელმძღვანელობა იყო ჩამოსული. გვითხრეს, რომ შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდის თავკაცი გადადგა და "გოტინგენს" ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს. შემადგენლობაც მნიშვნელოვნად გადახალისდება.

- ჰოლანდიურ "ლეიდენზე" რას იტყვით?

- იქ "გოტინგენის" საპირისპირო მდგომარეობაა: ჰოლანდიელებმა გვითხრეს, რომ გუნდის შენება ხუთი წლის წინათ დაიწყეს და მოთმინებით ელოდნენ შედეგს, რაც ქვეყნის შემპიონობაში გამოიხატა. არც შემადგენლობა შეიცვლება მნიშვნელოვნად. ასე რომ, მეტად შეკრულ გუნდთან გვექნება საქმე.

- ბარსელონას სტუმრობდა "სოხუმის" თავკაცი აინარს ბაგაცკისი...

- მასაც შევხვდი და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვებთ. ისიც იმედიანადაა - მითხრა, "მინსკი" ჩემთვის უცხო არ არისო.

- ადრეც გითქვამთ, რომ ისეთი დონის ლეგიონერებით გაძლიერდებით, ჯგუფში ორეულისთვის რომ იბრძოლებთ.

- თბილისში 10 ივლისს დავბრუნდები და მას მერე გადაწყდება ლეგიონერების საკითხი. ევროჩელენჯზე სერიოზული მიზნები გვაქვს და ვეცდებით, ქართველი გულშემატკივარი არ გავაწბილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

botsvi
მიკვირს რატომ არასდროს არის ამ საიტზე, რომელიც უფრო აკადემიურად და პროფესიონალურად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე არასდროს კეთდება კომენტარები. რაც შეეხება ამ ინტერვიუს ერთი მინდა ვთქვა, რომ კოტე მართლაც ახალბედა მწვრთნელია, რომელსაც არ ვაქვს დამუღამებული კომენტარები ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგრამ არა მგონია ამ ფოტოს სადაც კოტე გამოდის მთავარი მწვრთნელის როლში ქვეტექსტად ედოს ის აზრი, რომ კოტემ მოაგებინა არმიას სამი ტიტული არ მინდა ვიფიქრო, რომ აქაც როლანდიეა ლაბუჩიძე
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა