<p>მშვილდოსან ქალთა ნაკრები ამერიკულ ოგდენში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების გუნდურ პირველობას პირველივე ტურიდან გამოეთიშა - ინდოელებთან 201:220 წააგეს...</p><p><br> მშვილდოსან ქალთა ნაკრები ამერიკულ ოგდენში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების გუნდურ პირველობას პირველივე ტურიდან გამოეთიშა - ინდოელებთან 201:220 წააგეს. მეტოქემ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეექვსე შედეგი აჩვენა, ჩვენებმა - მეთერთმეტე. ინდოეთის ნაკრები არ მიეკუთვნება გრანდებს და ვერც ტიტულოვანი მსროლელებით დაიკვეხნის. თუმცა აზიელებმა ამ ტურნირზე საკუთარ თავს აჯობეს - მეოთხედფინალში ესპანელებს 218:182 მოუგეს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ნახევარფინალში გააკეთეს - ჩინეთის გუნდი 215:206 დაამარცხეს. ჩინელებს ამერიკაში ლიდერი, პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ჟუან-ჟუან ჭანგი არ ჩაუყვანიათ, მაგრამ ისინი გუნდურ პირველობაში ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები არიან, ასეთ ნაკრებში კი ლიდერის მცნება იმდენად პირობითია, ვინც მის შემადგენლობაში მოხვდება, ყველა ანგარიშგასაწევია. ინდოელები შედეგებით მათთან ახლოსაც ვერ მოვლენ - ვერც გუნდურად გაეჯიბრებიან და ვერც პირად პირველობაში ნაჩვენები შედეგებით შევადარებთ ერთმანეთს. თუმცა გუნდურ პირველობას სხვა დატვირთვა აქვს. ინდოელებმაც უფრო მეტი ერთსულოვნება გამოავლინეს და ფინალში გავიდნენ, სადაც დღეს კორეელებს შეხვდებიან. კორეამ გაამართლა ფავორიტის იმიჯი და გადაწყვეტ შეხვედრამდე იოლად მივიდა კანადის, იტალიის და მონღოლეთის ძლევით. დღესვე გაიმართება ორთაბრძოლა მესამე ადგილისთვისაც მონღოლეთსა და ჩინეთს შორის. დღესვე იბრძოლებენ მედლებისთვის პირად პირველობაშიც, სადაც ქალთა ტურნირი მთლიანად კორეელთა შინაურ პაექრობად გადაიქცა - მათი ოთხივე მონაწილე ფინალში გავიდა, იქ კი ლიდერები უტიტულო თანამემამულეებთან დამარცხდნენ. პირად ჩათვლაში პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ოკ-ჰეე იუნმა ბო-ბაე კისთან 2:6 დათმო, გუნდურ ჩათვლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰიუნ-ჟონგ ჟოომ იგივე ანგარიშით მოონ იუნგ კიმთან წააგო. ამდენად ოქროსთვის კიმი და კი იასპარეზებენ, ბრინჯაოსთვის - იუნი და ჟოო.</p>
მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა