საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგაზე", მოკლე მონაკვეთში, მესამე შეხვედრისთვის ემზადება. სავარაუდო შემადგენლობის გამოცნობა უკვე ძალიან რთული გახდა, რადგან არავინ იცის, როტაცია ვის შეეხება - ვისთან როგორ მიდის აღდგენის პროცესი, ვის დასვენებასა თუ შანსის მიცემას გადაწყვეტს მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი...

აქვე, ბულგარეთთან წინა მატჩის ნავარაუდებზეც ვთქვათ. ჩვენს ვერსიას მხოლოდ 2 არ დაემთხვა - მთავარმა მწვრთნელმა საბა ლობჟანიძის დასვენება გადაწყვიტა, ხოლო ირაკლი აზაროვი, რომლის განაცხადში დაბრუნებასაც ვვარაუდობდით, სასტარტოში ვიხილეთ.

გიბრალტარსა და ბულგარეთთან მატჩებში საქართველოს ნაკრების 23-კაციან განაცხადში ცვლილებები იყო. ფრანგი დამრიგებელი ცდილობს, გარკვეული დრო ყველამ მიიღოს, თანაც ორივე დაპირისპირების შინაარსი ისეთი გამოდგა, ფეხბურთელების დასვენების ფუფუნება გვქონდა.

ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ განაცხადშიც არ ყოფილან:

გრიგოლ ჩაბრაძე, ლუკა ლოჩოშვილი (მცველები), ბექა მიქელთაძე (ფორვარდი).

მოთამაშეები, რომლებიც განაცხადში იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ:

გიორგი მამარდაშვილი, ლაზარე კუპატაძე (მეკარეები), ლაშა დვალი (მცველი), სანდრო ალთუნაშვილი (ნახევარმცველი).

ჯერჯერობით, 1 წუთითაც არ დაუსვენიათ:

გიორგი ლორია (მეკარე), დავით ხოჭოლავა (მცველი)

მაკედონიაში, რომელ ნაკრებსაც თბილისში ევროპის ჩემპიონატის საგზური დავუთმეთ, ყველაზე რთული მატჩის მოლოდინში ვართ, მაგრამ გარკვეული როტაცია მაინც მოსალოდნელია.

მეკარე

რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ სანიოლისთვის პირველი მეკარის ცნება მნიშვნელოვანია და ივნისის 4-ვე შეხვედრაში გიორგი ლორიას ვიხილავდით. "ჯვაროსნების" კარის დარაჯს განვლილ მატჩებში შეცდომა არ დაუშვია.

საქართველოს ნაკრებში შექმნილი პოზიტიური ატმესფეროსა და ვილი სანიოლის დამოკიდებულებების გამო იმის ალბათობა საკმაოდ გაიზარდა, შანსი "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მიიღოს. შესაძლოა, ეს ახლაც მოხდეს ან მე-4 ტურში, ბულგარეთთან თბილისში.

ცენტრალური მცველები

გასულ მატჩში ცენტრალური მცველების სამეულში ცვლილება ვიხილეთ. ფაქტია, ამ ზონაში შეცდომები მიღებულ გოლებად დაგვიჯდა.

გურამ კაშიას გარეშე ჩვენი ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელია. ის დაცვის ხაზს უნარიანად ხელმძღვანელობს და მოტივირების კუთხითაც დიდ საქმეს აკეთებს.

ლოგიკურად, იმის დრო მოვიდა, თავისი შანსი ლაშა დვალმა მიიღოს, რომელიც სანიოლის კეთილგანწყობით ყოველთვის სარგებლობდა. თუკი ვილი "ფენერცვაროშის" მცველის გამოყენებას გადაწყვეტს, მაშინ დასვენების საშუალება დავით ხოჭოლავას უნდა მიეცეს.

შესაძლოა, ფრანგი დამრიგებელი ოთარ კაკაბაძის როტაციის საჭიროებაზე ფიქრობს, რომელმაც წინა მატჩში ფლანგზე ითამაშა. ამ შემთხვევაში, ხოჭოლავა მარჯვენა ცენტრალური მცველი უნდა იყოს.

ფლანგები

საბა ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება - ამის თქმა გადაჭრით შეიძლება. მან დაისვენა და მარჯვენა ფლანგზე ახალი ენერგიით ველით.

ირაკლი აზაროვს ბულგარეთში მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა გიორგი წიტაიშვილი, რომელიც გიბრალტართან ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მომჯობინდა და მისი ძირითადში დაბრუნება საკმაოდ ლოგიკურად მიგვაჩნია. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მთავარი მწვრთნელი.

მოედნის ცენტრი

ალბათ, უკვე მოვიდა დრო, ოთარ კიტეიშვილი სასტარტოში ვიხილოთ. ნახევარმცველს ბევრი გაუცდა და წინა მატჩებში ცოტა დროს იღებდა, სადაც თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას მაინც ახერხებდა. გვგონია, რომ ამაზე სამწვრთნელო შტაბიც ფიქრობს.

გიორგი აბურჯანია კარგ ფორმაშია, თუმცა, შესაძლოა, ახლა დასვენების საშუალება მიეცეს და მისი ადგილი "კიტემ" დაიკავოს. ჩრდ. მაკედონიელების შესრულებით კიდევ უფრო რთული პრესინგი უნდა ვნახოთ, ვიდრე ეს ბულგარეთში იყო, რასაც ოთო ალღოს კარგად აუღებს.

ნიკა კვეკვესკირმა გიბრალტართან ცოტა ითამაშა, როტაციაში უკვე მოხვდა და მაინც უფრო ნაკლებად გვგონია, კიტეიშვილმა ის შეცვალოს.

შემტევები

ჯერ არ ვიცით, სანიოლი რა განლაგებას აირჩევს, თუმცა, სავარაუდოდ, 3-4-2-1 უნდა ვიხილოთ. გასვლით მატჩში ისევ ზურიკო დავითაშვილს ველით, რომელიც სანიოლის ტაქტიკურ გეგმებს იდეალურად ერგება.

გამოიკვეთა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების შესაძლებლობა მოედნიდან ადრე გაყვანით თუ მიეცემა (მის ადგილს ვაკო ყაზაიშვილი იკავებს). ის, რომ "კვარა" მინდორზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდეს, გამორიცხული გვგონია.

გიორგი მიქაუტაძე ბულგარეთში აქტიურად ჩაერთო, თუმცა ბუდუ ზივზივაძეს კარგი შეხვედრა ჰქონდა. ვვარაუდობთ, რომ ახლა ისევ ბუდუ დაიწყებს, მიქაუტაძის სასტარტოში ყოფნას (ისევე, როგორც გიორგი ჩაკვეტაძის) ბულგარეთთან თბილისში ველით.

შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფს ლიდერობს, ჩრდ. მაკედონიას კი 4 ქულა აქვს. სკოპიეში შეხვედრა 9 ივნისს (22:45 სთ) გაიმართება და მას როი რაინშრაიბერი (ისრაელი) გაუძღვება, რომელიც ყვითელ-წითელი ბარათების "მოყვარულად" მიიჩნევა.

nedved
უნდა დაიწყოს აზაროვმა და კიტემ, წიტაიშვილი მიხუედავად იმისა რო ნიჭიერია და კაი პასი გამოუვიდა კვარაზე, მთლიან ფლანგს ისე ვერ აკონტროლებს და ვერც ისეთი ენერგიულია როგორც აზაროვი. კიტე კიდე რაც არ უნდა შორს იყოს ფორმიდან ნახვეარდაცვაში ვინც გვყავს კლასით ყველაზე მაღლა დგას
Soso
როტაცია თუ რამეს არ შეეხება ეს მეკარეა. ვილიმ იცის ვის დააყენებს ძირითადში მარტო მისი დამსახურებაა ორი ფეხბურთელის გარდა არავინ იცის ვინ იქნება ძირითადში მადლობა ასეთი კონკურენციის შექმნისთვის
დინამოელი
ისე, რა საოცარი და ბედნიერი შეგრძნებაა, როდესაც ასეთ რამეს კითხულობ და ხვდები, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელს როტაციის ასეთი შანსი და ერთგვარი ბედნიერი "თავსატეხი" აქვს ვინ დააყენოს ძირითადში. გამარჯვება საქართველოს ნაკრებს !!!
ნუკრი
ლორიამ ბურთის ფეხით შემოტანისას 11-დან ყველა გამაზა,აქედან 5 აუტში გაუშვა,დანარჩენი ჩვენისგან შორს იყო.მაკედონიელებისგან თუ უფრო ძლიერ პრესინგს ველოდებით ჩვენ მესამედში,მაგის დაძლევის და კონტრშეტევის დაწყების შანსი მეკარის პირველი პასია,რაც მამარდას ვალენსიაში მაგრად ასწავლეს 12-დან 10 ზუსტია.ამიტომ ხვალ კარებში მამარდა ჯობია.წარმატებები
ლევან მაღლაკელიძე
ლორია, კვერკველია, კვეკვესკირი და კანკავა დააბრუნეთ კიდევ. და ომი არ გვინდა. კაი. მამარდაშვილი,- კაშია, დვალი და ხოჭოლავა.,- აბუ და კიტე., ჩაკვე და ყაზაიშვილი, კვარა საბა და მიქაუტაზე. პირვრლი ტაიმი 2-0 ს ვიგებთ. მეორეში ჩაკვე და კიტეს ნაცვლად დავითაშვილი და წიტაიშვილი, ვაკოს ნაცვლად ბუდუ
მე
კარებში უნდა იდგეს ლორია, არაფრით დაუმსახურებია არც უნდობლობა და არც კრიტიკა და კიდევ ძალიან მიკვირს რატომ არ არის ლორია ვიცეკაპიტანი
გამოკითხვა
ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს: ლორია - ლაიქი მამარდაშვილი - დისლაიქი
ვილი
ბორდალასი:"მამარდაშვილი ჯერ ბოკვერია,ლორია კი ლომია"!!!
Deqstera
თავიდანვე გამეცინა, ეს ვიღაცის სურვილებია და არა ანალიზი ;) 1. კარებში უეჭველი ლორიას დააყენებს და პოზიტიური ატმოსფერო არნიშნავს რო მეკარე უნდა შეცვალო. მაკედონიასთან გამოცდილება ძალიან დიდ როლს ითამაშებს! თუ გინდათ გამოკითხვა ჩაატარეთ და ნახავთ რომ ამ ეტაპზე ლორიას დააყენებს გულშემატკივართა უმრავლესობა ანალოგიურს იზავს სანიოლი (მამარდას იმედი მაქვს მაგრამ ამ თამაშებში ლორია მირჩევნია)! 2. ცენტრალური დაცვა რთული სავარაუდოა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს კაშიას შეცვლის გარდა (კაკაბა-კაშო-ხოჭო, მე ესე ვფიქრობ). 3. ფლანგებზე მარჯვნივ ლობჟანიძე ულაპარაკოა, მაგრამ წიტაიშვილის მანდ დაყენება ზედმეტად შემტევი იქნება და არგარისკავს, მაკედონია გიბრალტარი არარის (გიორბელიძე ან აზაროვი). 4. ბევრს არუყვარს მაგრამ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და სწორად მოძრაობს აბურჯანია (ბულგარეთთან პირველი გოლი ნახეთ კაშოს პასზე კვარა თავისუფალი იმიტო დარჩა რო აბურჯანიამ შერბენაზე წაიყოლა კვარას დამცველი, ბევრჯერ გაიხსნა სწორად და ბუდუსაც კარგი პასი მისცა), ისევ კვეკვე-აბუს წყვილი მგონია, მარა შეიძლება გვილიაც დაიტვირთოს (ყველაზე მეტად კიტე მევასება, მაგრამ მეეჭვება ამდენი ხნის უთამაშებელი ძირითადში დააყენოს) 5. კვარა უკონკურენტოა, მეც ვფიქრობ რო ზურიკოს მაგივრად შეიძლება წიტაიშვილი ათამაშოს და თავდამსხმელზე დაცვის ცენტრის არიყოს რთულია პროგნოზი, მაინც მგონია დასვენებულ მიქაუტაძეს ათამაშებს, ვფიქრობ 55/45ზეა შანესები
ttt
კაი რა მამარდას ენაცვალოს ჩემი თავი, მარა რა ამოაგდო, უბრალოდ ტრამვა ქონდა სილესენს და მაგიტომ მოუწია მამამარდას ეგა რა და გამოიყენა და მაგარია ძაან, მარა ბელგია ჰოლანდია ნახე რა ითამაშა სიოლესენმა.
ლაშა
ყველა შემთხვევაში ლორია უნდა იყოს ძირითადში ასეთ პრინციპულ თამაშში
ttt
ნეტა თქვენ ტვინში ჩამახედა, რა ვერცერთი ვერ ხართ, ვინც ლორიას ან ვინც მამარდას ლანძღავთ.
ლშა
რატო ვერ შეიგნეთ რო ფეხბურთი მარტო სქილები და სეივები არაა , ლორია გუნდისთვის ბევრს ნიშნავს ამ წუთას , როგორც მოტივაციით , ავტტორიტეტით და კარგი თამაშით , მამარდას ძლიან ბევრი წლები მოუწევს ნაკრების კარის დაცვა , უბრალოდ ჯერ ჯერობით ლორია არის ნომერ პირველი მეკარე გინდისთვის
tngh
წინ ორი ურთულესი თამაში გვაქვს. საწიროა მაქსიმალური მონდომება, ყურადღება... და სიფრთხილე. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
Burton
3-4-2-1 ამ ტაქტიკამ ბოლო 7 თამაშში 6 მოგება და 1 ფრე მოგვიტანა, ამიტომ, მგონია, რომ არ შეცვლის სანიოლი.
ბს
ლორია წლებია ამტკიცებს რომ ნომერ პირველია საქართველოში, მამარდას ნახევარი სეზონი ამასთან არ არის მოსატანი , მას დრო ბევრი ექნება მომავალზე რომ თავისი კლასი დაამტკიცოს. მოვრჩით ამ მეტიჩრულ გამოხტომებს
soso
ყველაზე გაურკვეველი და უსახური ფეხბურთელია წიტაიშვილი,ის ყოფნის მარტო წიტაიშვილი რომ არის
რეზო
ვფიქრობ წიტაიშვილი თავის პოზიციაზე ანუ მარჯვენა ვინგერად მეტად სასარგებლო იქნება გუნდისთვის და მარტო მარცხენა მცველად მისი გამოყენება არასწორი იქნება. ფრიბლინგი მასაც კარგი აქვს და თან ცაცია გაცილებით სახიფათო იქნება ვიდრე დავითაშვილი, ასევეა ლობჟანიძეც, მარჯვენა ფლანგზე თამაშით მისგან მეტ სარგებელს მივიღებთ ხვიჩას არყოფნაში
ამატაკი
ამ მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობა(თუ კონდიციებს მხედველობაში არ მივიღებთ) მამარდაშვილი ხოჭოლავა კაშია დვალი ლობჟ. აბურჯ. კიტეიშ.წიტაიშ. დავითაშვილი კვარაცხელია ზივზივაძე ცვლილებაზე: კაკაბაძე, აზაროვი,კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, მიქაუტაძე,გიორბელიძე,ლორია.
N
არ მესმის, ქართველი კაცი როგორ შეიძლება, რომ ლორიას ამაგს არ უფასებდეს, მაგრამ რამდენად შორს უნდა იდგეს ადამიანი რეალობიდან, რომ მამარდაშვილს ბუზიყლაპია უწოდოს?!
გრიშა
ცოდვაა მიქაუტაძე ზამენაში. ძალიან მოძრავია და თანაც სულ გოლზეა დაგეშილი. ერთ შეცდომასაც არ აპატიებს მცველებს.
ზურა
მამარდამ სილესენი ამოაგდო ძირითადიდან. ერთი სილესენის ფასი 30 ლორიასნაირ მეკარის ტოლია, თუ მეტი არა. ლოგიკურად იმსჯელეთ. აქედან დასკვნა: ბუზიყლაპია კი არა? ერთადააღებული ლომი და აფთარი გამოდის მამარდაშვილი ))) თუ არა და ფეხბურთის გარტყმაში არ ყოფილან ვალენსიის მთელი სამწვრთნელო შტაბი.)))
მწვრთვნელი
ჩრ. მაკედონიას არჩევანი არ აქვს, თუ მოგება უნდათ უნდა შეუტიონ და საქართველოს კიდევ ფრეც აწყობს! აი აქედან გამომდინარე დააყენებს სანიოლი შემადგენლობას! ფლანგები, რომ მოძრავი უნდა დარჩეს ამაში სადაო არაფერია! წიტაიშვილი (თუ მომჯობინდა, თუ არა და გიორბელიძე. აზაროვს თბილისში ათამაშებს) და ლობჟანიძე დაიწყებენ თამაშს, ასევე იქნებიან კვარაცხელია,დავითაშვილი,კვეკვესკირი და აბურჯანია. ზივზივაძეც დაიწყებს თამაშს! მეკარის შეცვლა 50\50%-ზეა. დაცვაში კაშია და ხოჭოლავა იქნებიან. კაკაბაძემ შეიძლება დაისვენოს და დვალი გამოვიდეს! კიტეიშვილი,ყაზაიშვილი,მიქაუტაძე შეცვლებზე შემოვლენ ოღონდ უფრო ადრე ვიდრე ბულგარეთთან! ყველაფერი დამოკიდებული იქნება კიდევ მოთამაშეების ფიზიკურ მდგომარეობაზეც!

ვალენსიას ძირითადმა მეკარემ ბუზი როდის გადაყლაპა უკაცრავად?
გიზოგ
შეპასუხება კორექტული სიტყვებითაც შეიძლება.
agmsarebeli
არავიტარი-მამარდაშვილი...რბილად-რომ-ვტქვატ-ტიპი=ჯერ-ვერ-თამაშობს-სათანადოდ...დააყენეტ-ერთი-ადგილი-...ნუ-ჩააფლავებტ-კარგად-დაწყებულ-საქმეს...ლორია-დაბერდაო?!=ნამუსი-გააქვს-ვიღაცა-ხარ...უკეტესი-ვინ-გყავს--ბუზიყლაპია-მამარდაშვილი?!
აბო
რა უნდა ლორიას ძირითადში? კაცცი დაბერდა ნაკრებში და თამაშში ბურთის ზუსტად შეყვანა ვერ ისწავლა, რამდენჯერ დადააგდო აუტში, დათვალეთ ბულგარეთთან? ან ეს დროის გაყვანა და გაწელვა რას გავს ყველა თამაშში პირველივე წუთებიდან? კი ბატონო გადაარჩენს გუნდს ერთი-ორჯერ, მაგრამ მაგას ხომ მამარდაც შეძლებს? თქვენი არ ვიცი მაგრამ მე არ მიმაჩნია ლორია მაღალი კლასის მეკარედ. კარგი რომ იყოს მაგას ანორთოსისში არავინ გააჩერებდა. ჯობია მამარდამ გაუშვას გოლები და 1-2 წელიწადში დამკვიდრდეს ძირითადში, ვიდრე ლორიას სვარკას ვუყურო კიდევ 10 წელი. დვალიშვილ-კაჭარავა-მერებაშვილებსაც ვუყურეთ და რა ხეირი ვნახეთ? არ უნდა ყავდეს მწვრთნელს ლუბიმჩიკები, ეს თვით კვარაცხელიასაც კი ეხება. ვინც ოპტიმალურ ფორმაშია ის უნდა დააყენოს მწვრთნელმა კონკრეტულ მატჩში. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
ქ. გ.
Re: "რაინშრაიბერი ყვითელ-წითელი ბარათების მოყვარულად მიიჩნევა" ეს ძალიან კარგია. იმედია, უხეშობას არ დაუშვებს. მთავარია, ჩვენებმა უხეშ ფეხბურთელებთან კამათი არ დაიწყონ და უაზრო ბარათები არ მიიღონ.
კობი 74
ვისურვებდი ასეთი შემადგენლობით დავიწყოთ: მამარდაშვილი კაკაბაძე კაშია ხოჭოლავა ლობჟანიძე კვეკვესკირი კიტეიშვილი წიტაიშვილი დავითაშვილი კვარაცხელია ზივზივაძე ცვლილებაზე: კიტეიშვილი-აბურჯანია, კვარაცხელია-ყაზაიშვილი, ზივზივაძე-მიქელთაძე, დავითაშვილი-გვილია, წიტაიშვილი-აზაროვი. დაცვის ცენტრსაც ჭირდება დასვენება და თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ხოჭოლავას ან კაკაბაძის ცვლილებაც შესაძლებელია.
odala
მამარდაშვილის დროა. თან ლორია ფეხით საერთოდ ვერ თამაშობს. შეცდომებისკენაც არის მიდრეკილი. მადლობა და ნახვამდის.
ბაბუაწვერა
ხოჭოლავა დღეს დღეობით ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი ცენტრალური მცველია და მე რომ სანიოლი ვიყო არავითარ შემთხვევაში არ დავსვავდი სკამზე.ასევე აბურჯანია.აბურჯანიას მაგრად აქვს მომატებული და ერთერთი საუკეთესო იყო ორი მატჩში!განსაკუთრებით კარგია მოწინაღმდეგის პრესინგის დროს და ამ მომენტისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია ჩემი აზრით. ერთი გვილია რა პონტში გამოიძახა ნაკრებში ეგ ვერ გავიგე.მარტო თვალები რო აჭყიტოს და თავი ვინტილუატორვით ატრიალოს და მუდმივად ინერწყვებოდეს მე მგონი ნაკრებში არ უნდა იძახებდნენ...ეროვნულ ჩემპიონატში უამრავი ბიჭია გვილიას ერთი თავით რო სჯობიან და მე მგონი სანიოლი გვილიას აღარც გამოძახებს.
D. DroGba 11
მიუხედავად მამარდაშვილის ბოლო დროინდელი წარმატებებისა, ლორია ჯობია ჯერ კიდევ მსგავსი მნიშვნელობის მატჩში, თან კარგ ფორმაშია.
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
"გარიცხეთ რუსეთის ფედერაცია UEFA-დან" - ესტონელებმა მოთხოვნა წამოაყენეს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად "ოქროს ბურთის" მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ლივერპული" "გალათასარაისთან" დამარცხდა
მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს