ერთა ლიგის მესამე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს Kladenje-მ ანალიტიკური წერილი მიუძღვნა.

მაკედონია-საქართველოს მატჩის დაწვრილებითი ანონსი და ანალიზი

"მაკედონია საქართველოს, ალბათ, ერთა ლიგაზე ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში უმასპინძლებს. საქართველო ბულგარეთთან შესანიშნავი გამარჯვების (5:2) შემდეგ ჩამოვიდა და უნდა ოცნება სკოპიეში გააგრძელოს. თავის მხრივ, მაკედონიამ ბულგარეთთან ფრედ ითამაშა, მაგრამ გასულ კვირას გიბრალტართან გამარჯვება იზეიმა.

მატჩი, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს

დააგროვა რა ტურნირის პირველ ორ მატჩში ოთხი ქულა, მაკედონიას შეუძლია კმაყოფილი იყოს - მხოლოდ ნაწილობრივ. ბულგარეთთან ფრე კარგ შედეგად იქნა მიჩნეული, თუმცა მას მერე, რაც ბულგარელები ქართველებთან დამარცხდნენ, მაკედონიელებისთვის ფრემ აზრი დაკარგა.

ახლა მაკედონიამ სახლში საქართველოს უნდა სძლიოს, რათა პირველ ადგილზე გავიდეს და ლიდერის პოზიციაზე მყოფი დაელოდოს ბოლო ორ დაპირისპირებას - საკუთარ მოედანზე ბულგარეთთან და გასვლაზე საქართველოსთან.

შეიძლება ითქვას, გიბრალტართან მოგება მოსალოდნელი გახლდათ. ამიტომ ქულებს გადამწყვეტი მნიშვნელობა სამ დანარჩენ გუნდებს შორის შეხვედრებში აქვს. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც აქამდე ჯგუფში ხდებოდა, ეს მატჩი, არაა გამორიცხული, სატურნირო ცხრილში საბოლოო მდგომარეობისთვის გადამწყვეტი იყოს.

მილევსკიმ შესანიშნავი რეაგირება მოახდინა და ძალები დაზოგა

გიბრალტართან მილევსკიმ ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა და ისე მოჩანს, კარგად გადაანაწილა ძალები. ეს ძალები დაიზოგა. მით უმეტეს, ჩვეულებრივი მატჩი იყო, თუმცა მოსალოდნელზე რთული გამოვიდა. ათ დღეში ოთხი შეხვედრის გამართვის გათვალისწინებით, როტაცია აუცილებლობას წარმოადგენდა. ბულგარეთთან და გიბრალტართან მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა ითამაშა 90 წუთი - ბარდიმ და მუსლიუმ.

დარწმუნებული ვარ, ორივე საქართველოსთან სასტარტოში იქნება, მაგრამ საკითხავია, გაძლებენ კი 90 წუთი და ეს ყველაზე მეტად ბარდის ეხება, რომელიც წინა ორ შეხვედრაში მოედნის ცენტრში შეუცვლელად გაისარჯა.

ამიტომ ელმასისგან, რომლისგანაც მოედანზე საუკეთესოობას მივეჩვიეთ, გაცილებით დიდი მოლოდინი გვაქვს. წინა ორ მატჩში ის თავისი ჩვეული გარღვევებით არ გამოირჩეოდა, თუმცა, შესაძლოა, ასეთი როლი მწვრთნელის დავალებით შეასრულა. ახლა საქართველოსთან უფრო მაღალ დონეზე თამაში მოუწევს, შეტევების შემქმნელად და ბარდის ტვირთის შესამსუბუქებლად.

აჩქარებული საქართველო მაკედონიაში მოიწევს

საქართველო უკვე ის გუნდი არაა, რომელთანაც ორი წლის წინ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში გამარჯვება ვიზეიმეთ. ის მატჩი მაკედონიისთვის ისტორიული, ხოლო საქართველოსთვის იმედგამაცრუებელი გამოდგა და ამ ქვეყანაში ყველას რევანში უნდა, ვინაიდან ის მარცხი მათთვის ჯერ კიდევ მტკივნეულია.

საფრანგეთის ნაკრებისა და "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველომ უფრო მაღალ დონეზე დაიწყო თამაში და ჩვენთან უკიდურესად საბრძოლო განწყობით ჩამოვიდა. ბულგარელების 5:2 ძლევა საფეხბურთო ევროპაში ნაღმის აფეთქების მსგავსი იყო და ქართველების ენთუზიაზმი და ამბიციები აამაღლა.

ატმოსფერო და ერთიანობა ქართველთა მთავარი იარაღია და თუ მაკედონიას მოგება უნდა, ძალიან ფრთხილად თამაში მოუწევს. ბულგარეთთან საქართველო უფრო ნაკლებად ფლობდა ბურთს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაკედონიას ტექნიკურად ჩამოუვარდებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში გოლები ითვლება და საქართველომ ორ შეხვედრაში ცხრა გაიტანა - ოთხი გიბრალტართან და ხუთი ბულგარეთთან. ეს მილევსკისა და მაკედონიელთა დაცვის ხაზისთვის გაფრთხილებაა, რომელმაც კარის მშრალად შესანახად მაღალ დონეზე და შეცდომების გარეშე უნდა ითამაშოს.

საქართველო შემტევი, მაგრამ ნელი დაცვით

კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ფორმაშია. წინა ორ მატჩში დაახლოებით 60-60 წუთი ითამაშა, ორი გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს ორი გოლის გატანაში დაეხმარა.

ასევე ყურადღების გამახვილება "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიაზეა საჭირო, რომელიც ქართველთა ამ კრებულში მთავარი შემოქმედია და თითქმის ყველა იერიში მისგან იწყება. კიდევ ჰყავთ რამდენიმე აღსანიშნავი ფეხბურთელი, როგორებიც დავითაშვილი, ყაზაიშვილი და კვეკვესკირი არიან...

საინტერესოა, რომ ამ გუნდის წევრთა დიდი ნაწილი საქართველოს ჩემპიონატის ბათუმის "დინამოდანაა", რომელსაც ამ სეზონში ძალიან დიდი ამბიციები გააჩნია და სურს დიდხანს დარჩეს ევროტურნირზე. ამით განსხვავდება ამ ფორმაციის ნაკრები ორი წლის წინანდელისგან, როდესაც გაცილებით ძლიერ ლიგებში გამოდიოდნენ, ვიდრე ამჟამად.

სხვა მხრივ, დაცვა ყველაზე სუსტი რგოლია და ეს მაკედონიის შანსია. ისინი ხისტად თამაშობენ, თუმცა საკმაოდ ნელები არიან და ტრაიკოვსკის, ჩურლინოვის, ელმასისა და დანარჩენებისთვის, რომლებიც უფრო სწრაფები არიან, იოლი ნადავლი უნდა გახდნენ, თუმცა ქართველებს ძალასა და სიმაღლეში ჩამორჩებიან.

მოლოდინი

მაკედონიამ და საქართველომ 2020 წელს სამი მატჩი მოკლე პერიოდში ჩაატარეს. ერთა ლიგაში ერთ ჯგუფში ვიყავით და ორივეჯერ ფრე, 1:1 დაფიქსირდა, როგორც სკოპიეში, ასევე თბილისში. ყველაზე მნიშვნელოვანში, გადამწყვეტში კი, 1:0 გამარჯვება ვიზეიმეთ.

საინტერესოა სტატისტიკის გადახედვა - მაკედონიამ საქართველოს აჯობა. ყველა მატჩში საქართველო მეტად ფლობდა ბურთს და მეტჯერ დაარტყა ჩვენს კარში. ახლა, ყოველ შემთხვევაში სკოპიეში, მაკედონიამ უკეთესი და ტექნიკური ნახევარმცველების ხარჯზე უფრო უნდა დაიჭიროს ბურთი.

მოგებაზე განცხადებების გაკეთების მიუხედავად, საქართველო, როგორც ჩანს, ფრითაც კმაყოფილი დარჩება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უპირატესობას შეინარჩუნებს და მოწინააღმდეგეს საპასუხო შეხვედრაში დაელოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სიფრთხილეს გამოიჩენენ, ძალიან ღრმად შერბენებს მოერიდებიან, თუმცა ფლანგებზე სწრაფი გარემარბები ჰყავთ, რომლებსაც შეუძლიათ კონტრშეტევებისას ძალიან სახიფათონი იყვნენ. ამას გარდა, მეორე სართულზე თამაში გამოასწორეს და ამას მილევსკიმ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

ბევრ გოლს არ ელოდოთ, შეიძლება ორივე გუნდისგან თითო გოლი იხილოთ, თუმცა ჩვენ ბუკმეკერების ფავორიტი მაკედონიის გამარჯვებას ველით".

m.sport28
სამით მეტი გავიტანეთ ისე რომ გოლი არ გაგვიშვია :)))
ალუდა
გამოიღე და თან თვალე, მაკედონია))))))))))))))
X.
დისლაიქები გამოიღეთ ეხლა თქვენი მაზოხისტი ####ბს ######- ი
ზურაბ
დაცვა მართლაც არ გვივარგა. ბრაზილიურად უნდა ვითამაშოთ _ერთით მეტის გატანა უნდა შეგვეძლოს.
კვალი
ეგრეა ზუსტად გეთანხმებით ორივეს
qomagi
საქართველოს ნაკრებს შეუძლია მაკედონია მისსავე მოედანზე დაამარცხოს,ზედმეტი სიფრთხილე და დაძაბულობა არ არის საჭირო,უნდა შეუტიონ თამამად, თავისუფლად და ყურადღებით უნდა იმოქმედოს საქართველოს ნაკრებმა,კონკრეტულად კი ბურთი ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ და ლობჟანიძე და კვარაცხელია თავიანთი სისწრაფეებით მაკედონიის საჯარიმოში უნდა შერბოდნენ სისტემატურად ამ თამაშში, ასეთ შემთხვევაში მაკედონიას პრობლემები შეექმნება,დაცვაში ყურადღებით უნდა ითამაშოს კაშია-ხოჭოლავას დუეტმა,კარგი იქნება ყაზაიშვილი და კიტეიშვილი ძირითადიდან თუ დაიწყებენ ეს ორი ფეხბურთელი ნაკრებისთვის დიდი ძალაა ნახევარდაცვაში აბურჯანიასთან ერთად რა თქმა უნდა.წარმატებები ნაკრებს მოგება და მოგება ყოველთვის ყველგან.
zura222
მაკედონიააში რატომ არ იქნება ჩვენი გულშემატკივრების შეძახილები ? რაა არ შეუშვეს ქვეყანაში თუ ყვირილს აუკრძალავენ ? PP
zura222
ეგენი ვერ არიან ? თავიანთი ფეხბურთელები გონიათ ჩვენზე ტექნიკურები DD ჯერ ბულგარეთთან უფრო დიდხანს ვფლობდით ბურთს და ამიტომ ვართ უფრო ტექნიკურებიო და მერე ჩვენთან ქართველები უფრო დიდხანს ფლობდნენ ბურთს და მაინც უფრო ტექნიკურები ვართო ! DDD
ნიკა
მოდით ასე ვთქვათ. ჩვენ ერთხელ გავუშვით მაკედონია დიდ ფორუმზე, ახლა ჩვენი ჯერია. ჩვენ უნდა გავიდეთ მინდორზე და ვითამაშოთ ჩვენი თამაში!
სოსო
შეფიქრიანებულები არიან და გულს იკეთებენ.მაშინ ფინალში რომ წავაგეთ,შემტევი პოტენციალი ფაქტობრივად არ გვქონდა.მიუხედავად ამისა,მათ თითქმის ვერ შექმნეს მომენტები და იმ ერთი გავარდნით გაიმარჯვეს.დანარჩენ შეხვედრებში,წაგებიდან ნაწილობრივ მსაჯის,ნაწილობრივ შემთხვევითობის წყალობით გამოგვიძვრნენ და ახლა,როცა ჩვენი ნაკრები,ფაქტობრივად სრული შემადგენობითაა შეკრებილი და კარგ ფორმაშიცაა,რატომ უნდა ჩავთვალოთ ისინი ჩვენზე ძლიერად,ცოტა გაუგებარია.გასაგებია,თავდაჯერებულობაც მოემატათ და გამოცდილებაც,ჩვენ.ფაქტობრივად ორი თანაბარფასოვანი შემადგენლობა გვყავს.თუ მაშინ მხოლოდ კვარას იმედად ვიყავით,ახლა მასთან ერთად,ნებისმიერი თავდამსხმელია გოლის გამტანი.ეგეც არ იყოს,ზეწოლა მათზე უფრო დიდია,რადგან წაგების შემთხვევაში,ფაქტობრივად ჯგუფში გამარჯვების შანსი დაკარგული ექნებათ,ჩვენ კი,თუნდაც წავაგოთ,არაფერია დაკარგული და სხვა მატჩებში გამარჯვებით,ჯგუფის მოგება გარანტირებული გვექნება.ეს ვარიანტების გათვლით,თორემ ჩვენი ბიჭები ისე არიან ალესილები,არც ფრეზე იქნებიან ყაბულს,დარწმუნებული ვარ.ჩვენთვის მთავარი საფრთხე,ბიჭების ზედმეტი აზარტი მგონია,გამარჯვების წყურვილით,სიფრთხილე არ დაკარგონ და აქეთ არ გავუშვათ,თუმცა ვთვლი,რომ აქტიურად უნდა ვითამაშოთ და ბურთი მათ ნახევარზე ვაკონტროლოთ.ლობჟანიძე სათვალავშიც არ ჩააგდეს?შეეცდება აზრი მწარედ შეაცვლევინოს.თბილისში მატჩის შემდეგ ცუდად მოიქცნენ და ასწავლეთ,რომ ასე არ შეიძლება.მიდით ბიჭებო!
გურულო
კომენტარებში ჩანს რომ 80% ეიფორიაშია,დაახლოებით 50 წელია ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ბევრი იმედგაცრუება მინახია.არ არის მაკედონია ასაგდები და არ გვინდა უაზრო ბაქი ბუქობა.დაცვა რომ ნელია,ბევრ შეცდომას უშვებს,პრესინგის დროს ბურთის ატანა რომ გვიჭირს ვიცით,მაგრამ თუ ბიჭები მოინდომებენ,იმოძრავებენ,ირბენენ ,პლიუს სპორტული იღბალი,მე მგონი ფრე ურიგო შედეგი ნამდვილად არ იქნება.წარმატებები ბიჭებს,ღმერთია თქვენთან!
ლევან მაღლაკელიძე
მინიმუმ 5 ბურთი გავა და მოვიგებთ. 3 ით 2 ს, ან 4 -3 ს, ან 4 ით 2 ს. ეგენი უეჭველი მოსაგებად წამოვლენ, რადგან ბულგარებთან ფრე ითამაშეს, ხოლო ჩვენ მოვიგეთ, სხვა გზა არ აქვთ, უნდა შეგვიტიონ. ხოდა ამ დროს გაედებათ სწორედ, რადგან საბას და კვარას ეგენი ვერ დააკავებენ და მიქაუტაძეც საბას ნავესებზეა დაგეშილი, დაამატეთ მაგას ჩაკვე, კიტე და ეგაა. აბუ ფორმაშია. ერთია გასარკვევი, ბუდუს დააყენებს, ვაკოს თუ დავითას ან წიტას. მარა 11 კაცია და რა ვიცი. კაი სასტავი გვყავს ნაღდად. ვაკომ კაი მატჩი ჩაატარა ბულგარეთთან. ან აზაროვი როგორ უნდა დატოვო სკამზე. დაცვაა სწორად დასაყენებელი. რა ფრე, აქვე უნდა გადაწყდეს ყველაფერი. აბა, ახლა ჩვენი დროა ბიჭებო, მოვესწარით მგონი ნაკრებს
rigiti
რა დღეში არიან!????? ამათ ისე უნდა მოვუგოთ რომ აქ ჩამოსულებს უკვე სხვა მწვრთნელი ყავდეთ ბულგარელებივით და სხვა დროს ჯგუფში ჩვენთან ერთად მოხვედრაზე აკანკალებდეთ
გურჯი
რაც წავიკითხე ვერ გავუშიფრივართ,ლობჟანა არც ახსენეს,სწრაფი შემტევები ჩვენიო და იმათი ნელი მცველებიო.აზაროვის თამაშს არ უყურეს?თუ ამათ ფლანგებს ვერ დააბავენ კვარა და ლობჟა? ფიზიკა გვეყოს და...
იღბალო
ანალიზი არ არის ცუდი. ყველა ვარიანტში მთელს მოედანზე პრესინგს გვეთამაშებიან, რისის გადალახვაც ტრადიციულად გვიჭირს. დიდი სკამის იმედი მაქვს, მეორე ტაიმში დაიღლებიან. ვფიქრობ მანდ გამოჩბდება შანსი. და კიდევ ერთი, მთავარის ბიჭები არ დაგვიმტვრიონ, განსაკუთრებით კვარას ვუფრთხილდები. წარმატებები!!!

კი ზუსტად ასეა მაქვს შეხება და ვიცი. თბილი ხალხია ძალიან და ბევრი საერთოც ვიპოვეთ , თუმცა პატარა ერების კომპლექსი აქვთ და ყველგან ხმაურობენ. ჩვენი არ იყოს ეშინიათ ვინმემ არ დააკნინოს, ბერძნებს ვერ იტანენ როგორც ჩვენ რუსებს. მაგათთან ურთიერთობისას მივხვდი რა ცუდია როცა პატარა ქვეყანა გაქვს და ჩაკეტილად აზროვნებ.
გუსანი
მარტო მე არ მეჩვენება ჩვენი დაცვის სინელე, სამწუხაროს არც ხოჭოლავას და არც კვირკველიას პროგრესი არ ეტყობად, კაშია იგივეა და ცდილობს დონის ჩვენებას ეპიზოდებში მაინც, შეცდომები კი არ გაზრდია, მის გარეშე ვერც წარმომიდგენია ნაკრები. მთავარია ამ თამაშში გოლი არ გავუშვათ, საჯარიმოში თუ შემოვლენ დიდი შანსია გაგვიტანონ ან პენალტი გამოიმუშავონ, თუ თავად არ ააცილეს, საჯარიმოში ჩვენები ძალიან იბნევიან როგორც საკუთარში ისე მეტოქის, ჯერ შორს ვართ კლასისგან, ....დააკვირდით ყველა თამაში რაც კი მოგვიგია უმეტესობა ღია გახსნილია იყო, თუ ვცდები შემახსენეთ
რაბუ
არავის არ ვაკნინებ ყველა ჯიგარს დებს მაგრამ სადაც კვარამ თქვა რომ რევანში სურს დღეს შეუჩერებელი იქნება მგონია. კვარას დუბლს ჩამოვდივარ
სტატისტიკის ჭია
ნელი დაცვაო რომ წერენ, კაშიას და კვერკველიას გულისხმობენ? კაკაბაძე "ნელი" ნამდვილად არ არის.
გიორგი
ბულგარელებიც მასე არ გვაფასებდნენ და ქე ვნახეთ რაც მოხდა :) :) :)
gogia
მაკედონიელებს ორო უპირატესობა აქვთ ჩვენნებზე სწრაფები არიან და გულშემატკივარი,რომელიც ძალიან დააკლდა ჩვენს ნაკრებს მაშინ ფინალში.ბულგართთან ტრიბუნებზე ქართული შეძახილები უფრო ისმოდა(და დიდი მადლობა მათ,ამათი წვლილიცაა ამ გამარჯვებაში). მაკედონიაში ასე არ იქნება,ურთულესი თამაში გველოდება.ერთი რაშიც ამ სტატიის ავტორები ვეთანხმები ამ თამაშში გამარჯვებული ჯგუფის გამარჯვებულია.თუ ფრეს მივაღწევთ ამ თამაშში დარწმუნებული ვარ ჯგუფს ჩვენ მოვიგებთ.წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
დ
კიტე სასტარტოში და მორჩენილია საქმე.
მე
პირველივე ტაიმში, თუ გავუტანეთ ნერვიულობის გარეშე მოვიგებთ, თუ პირველი ტაიმი ფრედ მორჩება, მაშინ დიდი შანსია ქულები გავიყოთ
კვალი
შანსი არააქ მაკედონიას ერთადერთი თუ მთელი გუნდით ჩადგებიან დაცვაში მთელი თამაში და ამ შემთხვევაში დიდი რისკია პენალტის აკიდების კვარაცხელიასგან დღეს საქართველოს ყავს უძლიერესი გუნდი
ნუკრი
ამბიციური,წასაგებად განწირული ხალხის აზრია სტატიაში გადმოცემული.დავითაშვილსაც არა უშავსო,დაცვა ნელიაო,ჩვენ ტექნიკურ ბიჭებს მაგათი დაჩაგვრა არ უნდა გაუჭირდეთო.ვაი მაგათ პატრონს.თითო ტაიმში ორ-ორს გაუკეთებთ და ეგ იქნება.ბულგარეთთან როგორც იყო, გამიტანე თუ შეძლებ,გაგიტან რამდენსაც მინდა.ამის თქმის უფლებას ჩვენი ბიჭების კლასი და შემართება მაძლევს.წარმატებები!!!
ზურა
კვარას ჩაკეტავენ და პერსონალურად აიყვანენ,მაგრამ ამ დროს საბა ლობჟანიძე აჩვენებს კლასს!!! აუ არ უნდა დამეწერა,მაკედონიელებმა არ წაიკითხონ.... მთავარია მძინარა დაცვა იყოს ფხიზლად არ ჩამოეძინოთ ჩვეულებისამებრ...
გურულო
სათაური რეალობას ასახავს,მაგრამ ბიჭების მონდომება+სპორტული იღბალი და რა იცი...
გასათვალისწინებელია
აბუს და კვარას ალბათ ზონებს შეუზღუდავენ და პერსუნალურად ეთამაშებიან ბურთი რომ ნაკლებად მიიღონ,მაგრამ სხვა ზონები განთავისუფლდება,და ბიჭებმა უნდა გამოიყენონ!
ალეკსანდრე
გისურვებთ წარმატებას! ძალიან მძიმე მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენებმა უნდა გაიმარჯვონ, მთელი საქარტველო სულმოთქმელად ველით შეხვედრის დაწყებას!
ILIA
ძალიან სუსტი ანალიზია. ბევრი უზოსტობით. ისეთ ტალღაზე ვართ, უნდა მოვიგოთ.
Levani
ევროპაში ვცხოვრობ და ტოტალიზატორი აქაცაა,ტოტალიზატორის წინ გადავაწყდი 4 მაკედონიელს გუშინ "მაკედონია-გეორგიას" იძახოდნენ და გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. მოკლედ-მაგათზე ბრექი ხალხი არ მონახავს "ნაგლი ფრაერები". თბილად მელაპარაკნენ,საქართველოს ნახვა გვინდაო ჩვენც მართლმადიდებლები ვართო,მაგრამ მაკედონია უკეთესი ქვეყანააო-ფორთოხლები გვაქვსო და მთებიო(გავგიჟდი ისე გამიკვირდა).ალექსანდრე მაკედონელი გვყავდაო(ამ..კაცმა რო თქვას ბულგარელებმა) და მეთქი ესენი ბალკანეთის სომხები არიანთქო. ჩვენ რაც გვჭირდა ის ჭირი სჭირთ საწყლებს- თავისი თავი გონიათ "სამხრეთელი ტემპერამენტო" ასე გონიათ სხვა ყველა-ჩრდილოელი,უემოციო რობოტია(გლობუსზე მაგათზე სამხრეთელებიც) თავიანთი ფეხბურთელები გონიათ "უბადლო ტექნიკის" მქონენი-სხვები კიდე ყველა ძალისმიერი თამაშით გადის ფონს. თავიანთი სამზარეულო ჰგონიათ საოცრება და სხვა ხალხი დანარჩენი მსოფლიო მარტო სუპს და მაკარონს ჭამს. ანუ ჩვენი 15-20-50 წლის წინანდელი ფსიქოლოგია აქვთ და ცხვირს მალე წაიტეხენ,როგორც ჩვენ დაგვემართა.. ანუ ჩვენ მაგათ ბევრად ვუწრებთ დროში-რაც მთავარია ასე არ ვფიქრობთ უკვე ბოლო წლებში.. ნუ მომწერთ ასე გეთქვა-ისე გეთქვაო,საკადრისი პასუხი გავეცი ზრდილობიანად და ბოლოს თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
G.LA
რაც ნაკრები ყავთ ისეთი ყავთ ანალიტიკოსიც. ბულგარეთან თამაში ნაკლებათ ფლობდნენ ბურთს და ეს ნიშნავს ნაკლებად ტექნიკურები არიანო. ჩვენთან სამივე თამაში მეტად ფლობდნენ ბურთს და მეტჯერ დაარტყეს კარშიო და ვერსად ტაქტიკა ვერ დაინახა? მახსოვს რა პენალტი დაგვიდეს სკოპიეში და როგორ გადაგვირჩნენ. ახლა ვეღარ გადაგვირჩებიან. პლეი ოფევის დროს ბევრს კოსოვო უფრო ძლიერი ეგონა, როცა მაკედონიამ გააგდო. მე კი ადრეც და ახლაც მგონია რომ არც ერთი არ იყო ჩვენზე მეტი. ახლაც დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები მოუგებენ და ფრე უიღბლობის ბრალი იქნება მხოლოდ. სანიოლი აღნიშნავს იტალია, გერმანიასთან მოგებას და გასაგებია. მარა გერმანიას მაშინ ჩავარდნა ქონდა ძალიან და მერე სკოპიეში 4-0 გადაურბინა, არც ახლა ბრდღვნის გერმანია ჯერ ჯერობით. იტალია კი სახელია იმ იტალიის რაც ევროპაზე იყო და ის იტალიაც ყველაზე სუსტი იყო, როცა კი რამე მოუგია იტალიას, მათან შედარებით. ფავორიტი ამ ჯგუფში არ იყო და ჩვენ ბულგარეთში მოგებით, დავამტჯიცეთ რომ პირველი ადგილის ყველაზე მეტი შანსი გვაქვს. დღეს ამას სკოპიეში გავაფორმებთ აუვცილებლად.
1.
ჩვენი ქართველების ამბიციები ქართული ფეხბურთის ისტორიიდან გამომდინარეობს რომლის გათვალისწინება და სრულად პატივისცემაც თქვენ გმართებთ და ეს ამბიციები და შურისძიება კი არა ვალდებულები ვართ რომ ეს გავაკეთოთ რაც უნდა გავაკეთოთ რასაც თქვენ არაადეკვატურად და არაჯანსაღად ეწინააღმდეგებით.
X.
ესეიგი ფრითაც კმაყოფილები იქნებიანო ზარმაცი გრუზინებიო, თან შურისმაძიებლებიო აგრესიულებიო გესმით. ამათმა შურისძიება არ იციან რა არი. მაგიტომაც გეუბნებოდით რომ მარტო ამათზე მოგება საკმარისი არ არი, მარადონას რო უწერია თავის წიგნში ხელით გატანილ გოლზე რომ უკუღმად ჯობია სასტიკად მ***** აო რაც იგივეა წესით დარღვევით დაჩაგრო მოუგო რომ ბოლომდე ააკანკალო ჩაა# მეიბო. მაგათთან აი ეგრეა საჭირო. მარტო ეგ ფრაზა უნდა წააკითხო ბიჭებს ფრითაც კმაყოფილები იქნებიანო მაგაზე დიდი მოტივატორი არ არი.
American
იდი ნა ხ.ო.-ის იცნობენ ესენი??? ხვალ 3-1 ამოვტენით!
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა