ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ კარგ თამაშსა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებებს რუსული მედია გამოეხმაურა. თათრეთის რესპუბლიკის БИЗНЕС Online-მ ხვიჩას წერილი მიუძღვნა:

"ნახეთ, როგორი სილამაზე შექმნა კვარაცხელიამ ნაკრებში? "ნაპოლის" მომავალი, ამჟამად კი ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი ერთა ლიგის ბომბარდირია. ის ზაფხულიდან დაწყებული ჩინებულად ასპარეზობს. ახლა ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ გუნდშია, რომელიც ერთა ლიგაზე მატჩებს ატარებს და უნდა ითქვას, ქართველთათვის ეს შეხვედრები გამონაკლისის გარეშე წარმატებულია. პირდაპირი წვილილი ამაში კვარაცხელიას შეაქვს.

"რუბინის" ყოფილი მოთამაშე მთელი ერთა ლიგის ბომბარდირია: სამ მატჩში მის ანგარიშზე სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. თვით ერლინ ჰოლანი 3+0 მაჩვენებლით ჩამორჩება.

"ზარბაზანი" მაკედონიელთა კარში. ამ მატჩში პირველი ადგილის ბედი წყდებოდა. ქართველებს პირველი ადგილის შესანარჩუნებლად მინიმუმ ფრე სჭირდებოდათ, მაკედონიელებს კი მხოლოდ მოგება აწყობდათ.

მასპინძლებმა ცუდად არ დაიწყეს თამაში, თუმცა ბურთის ფლობაში უპირატესობამ არაფერი არ მისცა. 52-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა ანგარიში, ხოლო მერე ხვიჩამ ბურთი კარიდან 30 მეტრში მიიღო, ორი მოძრაობით "მოტეხა" მეტოქის საყრდენი და მოულოდნელად შორიდან დარტყმა გადაწყვიტა. მეკარემ ბურთს კარში შევარდნაში ხელი ვერ შეუშალა.

შვიდი წუთის მერე ხვიჩას შეეძლო საგოლე გადაცემით გამოეჩინა თავი - მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, მან კი ბურთის პარტნიორისთვის დაგორება გადაწყვიტა. პასი, გოლი... და თამაშგარე. მასპინძლებს საქმე კიტეიშვილმა 84-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდების შედეგად მოუთავა - 3:0. იმ მომენტისთვის ხვიჩა უკვე არ იყო მოედანზე - ნაკრების ამ ციკლში ზეშედეგიან კვარაცხელიას ყოველ მეორე ტაიმში ცვლიან".

გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბულგარეთთან კვარაცხელიამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და საშინელ დღეში ჩააგდო მოწინააღმდეგის მცველი: "ამ თამაშში ხვიჩამ უბრალოდ გაბრდღვნა ბულგარელთა 22 წლის მცველი ივან ტურიცოვი. საწყალმა ქართველზე თამაშის წესები დაარღვია და თერთმეტმეტრიანი "მოიტანა". ამის შემდეგ ის უმალვე შეცვალეს და გიბრალტარში სათადარიგოს რანგში გაემგზავრა. კიდევ ქართველებმა მთავარი დარტყმა ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელ იასინ პეტროვს მიაყენეს: ის ასეთი გამანადგურებელი წაგების მერე იძულებული გახდა გადამდგარიყო".

БИЗНЕС Online გიბრალტართან ხვიჩას ჩინებულ ასპარეზობასაც უსვამს ხაზს და რეზიუმეს აკეთებს: "ნაკრები ხვიჩასთან ერთად 9 ქულით აბსოლუტური ლიდერია. უახლოეს მდევარ ჩრდილოეთ მაკედონიას მხოლოდ 4 ქულა აქვს. ქართველთა უპირატესობა დარჩენილი მატჩების წინ მხოლოდ ქულებში როდია. საქმე იმაშია, რომ ძლიერ მეტოქეებთან - ჩრდილოეთ მაკედონიიასთან და ბულგარეთთან გასვლაზე ითამაშეს, დასკვნით შეხვედრებს კი თავიანთ ძალიან ხმაურიან სტადიონებზე ჩაატარებენ. უკვე 12 რიცხვში ხვიჩას გუნდს ბულგარეთი ესტუმრება. თქვენ როგორ ფიქრობთ, კვარაცხელია გაიტანს?"

sports.ru-მ მკითხველს აცნობა, რომ კვარაცხელიამ ბოლო 6 მატჩში ნაკრებსა და ბათუმის "დინამოში" 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და კომენტარებმაც არ დაახანა:

- ფუნთუშასგან (სლუცკი იგულისხმა) წავიდა და გაარღვია

- თავი დაიხსნა

- საქართველოს ერთ ლიგაზე თამაში ნორმალურია - გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, მაკედონიასთან 3:0

- შთამბეჭდავი სტატისტიკაა. აპარტამენტები ბათუმში! შემოსავალი 5-8%! გადასახადები 0%!

- სად არიან არარუბინელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს უაზრო დრიბლიორია და მისი წასვლით გაიხარეს? გაქრნენ... მაკედონიასთან გოლი უბრალოდ ტოპი იყო

- სწორედ რუბინელები ვუჭერდით მხარს და ყოველთვის აღფრთოვნებულები ვიყავით მისი თამაშით

- ის უბრალოდ "სუპერკრასავჩიკია". იმედია, "ლოკოში" კიდევ ახსოვთ და ნანობენ დაშვებულ შეცდომაზე

- ნაკრებში 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და 2 პენალტი მოიპოვა

- მონსტრივით თამაშობს. წარმატებას ვუსურვებ. როდის გამოჩნდებიან ყაზახეთში ასეთი კრეატიული მოთამაშეები. იქამდე, ალბათ, ვერ ვიცოცხლებ

- ამ მაკედონიამ იტალიას საერთოდ როგორ მოუგო?

- ვულოცავ საქართველოს. ჯგუფის ლიდერია!

- სლუცკიმ საქართველოს ნაკრებს სუპერვარსკვლავი მოუმზადა

- ქართველებს ახალგაზრდული, საიტერესო გუნდი ჰყავთ. აი, ბუდუმაც გამოიჩინა თავი, ხვიჩა მოედნიდან უგოლოდ არ გადის

- თითქოს ევრო 2020-ის პლეი-ოფში მარცხისთვის რევანში აიღეს

- საქართველოს ერთა ლიგაზე შთამბეჭდავი სტარტი აქვს

- ხვიჩა ნაკრებში კარგია

T.q
სტატია არც წამიკითხავს მხოლოდ კომენტარის დასაწერად გავხსენი სტატია და სტატიის სათაური რომ წავიკითხე ვიღაც ვიღაცეები "მოვიკითხე"! ამის შემდეგ რაიმე რუსული მოსაზრებები შეხედულებები სტატიები და საერთოდ მაგ ღ....ის რამეს გადმოაქართულებთ და გამოაქვეყნებთ ჯერ საიტს მაგრად დავაბულინგებთ და შემდეგ საერთოდ აღარ ვიქნებით ამ საიტის მომხმარებელი ძალიან ბევრი ქართველი ასე იზავს და მერე წერეთ და იკითხეთ მარტო თვენთვის ფულებიც რომ აღარ შემოგივათ!
Winter
დისლაიქები ალბათ რუსეთის მომხრეებმა დასვეს. ზოგი კიდევ ილუზიებით ცხოვრობს და ჰგონიათ, რუსებს ჩვენთვის კარგი უნდათ.
ფეხბურთის ქომაგი
100%. ამ კომენტარზე დისლაიკი ვინც დაწერა ჯანმრთელად ხართ?
ბესო
როდის უნდა დავიკიდოთ რუსები და მათი კომენტარები ჩვენზე??!
გულივერი
ჯანმრთელად და დიდხანს იცოცხლე! მეც მომფხანე გული:)
Skeleton
მე არვიცი რატომ აქვთ ხალხს რუსების მიმართ სენსიტიური დამოკიდებულება და რატომ ჰგონიათ, რომ რაღაც განსაკუთრებული გაუკეთეს რუსებმა ხვიჩას, და მათთან ვინმე ვალშია. ეგ ბიჭი ნამდვილი ოქროს საბადო იყო მაგათ ხელში რომ მოხვდა და ძალიან კარგად იცოდნენ რასთანაც ჰქონდათ საქმე. თავისი ლამაზი თამაშით მთელი იმათი ჭაობი ჩემოიონატი სანახაობრივი გახადა, ვინ ხდებოდა ყოველწელს ზედიზედ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ხომ არ დაგავიწყდათ? მერე დაინახეს, რომ რუსეთის დონეს ბევრად გადააჭარბა და არაერთი გუნდი ინტერესდებოდა, დაიწყეს მისთვის თვითშეფასების დაგდება. არ გახსოვთ რას იძახდა სლუცკი? ერთი დოლარის შემოთავზებაც არ ყოფილაო, არავის აინტერესებს და არავის უნდაო, არვიცით რაარის ამის მიზეზიო. ახლა ხომ ვიგებთ, რომ შემოთავაზებებიც იყო და ინტერესიც მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ჩაეტოვებინათ რუსეთში. სანამ შეეძლო უნდა ეთრია ის გუნდი და მერე სადმე როტორში ან ურალში გაუშვებდნენ, როცა აღარ იქნებოდა საჭირო. ომის დაწყებამ სულზე მოუსწრო ხვიჩას. ძალიან დიდი სტრესი გადაიტნა, დიდი ხანი ვერ გამოაღწია და ქართველებისგანაც ზეწოლაც ჰქონდა მაგრამ თვითონაც ზუსტად იცოდა, რომ უნდა წამოსულიყო. აქედან არავის რომ არ ამოეღო ხმა, მაინც წამოვიდოდა, გამორიცხული იყო იქ დარჩენა. რუბინი მეორე ლიგაში გავარდა და რუსეთის ჩემპიონატმა ყველანაირი ინტერესი დაკარგა ევროპისთვის. ხვიჩა კიდე ევროპაში წასვლისთვის იყენებდა რუსულ გუნდს, აბა ერთი ვინმე მაინც დამისახელეთ, ვინც ფეხბურთს თამაშობს, შრომობს და რომელიმე რუსულ გუნდში თამაშზე ოცნებობს. ძალიან მიხარია, რომ რუსული ფეხბურთისთვის ევროპის კარი დაიკეტა. აწი ჩვენს ტალანტებსაც ვეღარ წაგვართმევენ!
G.LA
| Poltergeisti.-ს კი არ არის მდაბიო, შენ ხარ მდაბიო და არარაობა, კლავიატურას ამოფარებული მტვერი, ვინც პიროვნულად აყენებს შეურაწყოფას აქ ყველა ჩვენთაგანს და მეც მომაყენე შეურაწყოფა, შე უსახელო ვირთხა. რუსეთის მოტრფიალე ხარ და აქ ჩემი სამშობლოს მტერი. ეს ადამიანი კი მიუღებლად იგინება, მარა ზოგადად იგინება მტრულ ქვეყნის მიმართ და ამას მტრეც მიხვდება, რომ ზოგადად არის განაწყვენებული. მის გინება ქართველების განაწყენებად იქნება აღქმული, შენ კი პირადულად შეურაწყოფას გვაყენებ ყველას ვინც რუსეთზე ცუდს ვიტყვით, თუნდაც უწმაწური სიტყვები არ ვიხმარო. შენ ხარ მდაბიო რომ არათუ გინება, აზრიც კი გაღიზაინებს სხვისი. შენ ხაარ ცხინავალიდან გველივით შემოსრიალებული ამ საიტზე. მარტო რუსეთუმი რომ იყო სპორტში საქართველოს წარმატება მაინც გაგიხარდებოდა, რაც უკვე შეგამჩნიე ეგეც გაღიზიანებს. საწყალო გაბოროტებულუ მტვერი ხარ.
poltergeisti-ს
რა ბედნიერი ხარ, რადგან წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა მდაბიო და რა გამოუსწორებლად უბედური ხარ..,
ემიგრანტი
ბოღმიანი რუსი კრიტიკოსები სად არიან ჩასაფრებულები იყავით არ ჩალპეთ მაგ ბოღმაში
საქართველო
ტრავმა არ აქვს რათქმაუნდა,უბრალოდ თამაშობს ის ვინც იმსახურებს,ჩაკვეტაძეს შანსი მიეცა,მაგრამ ისეთ უწყინარ სიტუაციაში,არაპროფესიონალურად მოიქცა,რომ მეეჭვება კიდევ მიეცეს შანსი,ვგულისხმობ გიბრალტარის წინააღმდეგ ყვითელი ბარათის ეპიზოდს.
| Poltergeisti. |
თქვენი.
ტაში.
კაი კაცო ერთი. (პრავადნიკების ნათესაობასთან იქეიფე რუსეთში)
| Poltergeisti. |
მაგას წერს თათრული გაზეთი მგონი. "არაეფექტური დრიბლიორიო" და ცინიზმის პიკი სტატიები იწერებოდა რუსეთში სანამ წამოვიდოდა თან დარწმუნებულები იყვნენ რომ ვერსად წამოვიდოდა და "გამარჯვებულები" იყვნენ ეგონათ დაალპობდნენ რუსეთში. არ უშვებდნენ არაფრით. და ანუ რუსებს უკრაინელების ხოცვა და წამება რომ არ დაეწყოთ ეხლაც რუბინ მოიკაზე უნდა ყოფილიყო ხვიჩა რუსეთში. როცა მთელი იტალია გაგიჟებულია აქებენ უხარიათ მისი იქ გადასვლა და ეს სუკები რუსები წიწინებდნენ იტალიელებო ჩვენ გვკითხეთო ჩვენ დაგვიჯერეთო ვინ მიგყავთო არაფრის გამკეთებელი არ არისო ეგ ფეხბურთში. არის რეალობა და ყველა რუსების ნაწყია (ან თვითონ რუსი ბოტები) ვისაც გადამეტებული გონია ესეთი ლაპარაკი რუსებზე. რო ზიან დეგენერატები და დისლაიქებს ადებენ. თქვენ ხართ ზედმეტი წამპალი პოსტ-საბჭოთა ნაგავი. მოგიტ*@ანთ ტკბილი რუსეთი და ყველაფერი რუსული. რუსეთი აღარ გეყოლებათ მალე ვერ იარსებებთ რუსული მძღ*** ის ჭიები. რო ჩაგეჯ*** ბათ ცხოვრებაში და როგორი იქნება თქვენი გაბანძება ახალ სამყაროში სადაც არ იქნება არაფერი რუსული და არ იქნება ღრუსეთი. უკუნითი უკუნისამდე თქვენი პატრონი მ***** ნ.
კაპიტან გარდენბურგი
მე კიდევ არ მიყვარს უსამართლობა. რუსებმა ხვიჩას ძალიან ბევრი კარგი მისცეს და მეტიც, იქ გახდა ის, ვინც დღეს არის. მადლობა ხვიჩას და იმატაც ნუ დავუკარგავთ კარგს!!! ნუ ვიქნებით დაუნახავები! ხვიჩას კიდევ ვინც რუსეთში დასცინოდა და ალმაცერად უყურებდა, ერთი მაგათი დედაც! მარა ვინც გულშემატკივრობა და თავზე ყვებოდა ნუ უკარგავთ! ასე რომ მომეწონა ძალიან ეს გამოხმაურებები. მიდით დისლაიქები :)))
Geo
ჩაკვეტაძეს კიდე ტრამვა აქ თუ რა ჭირს განაცხადშიც რო არ არის

რავიცი, ინსტაგრამზე კი უწერენ უმადური ხარო და ვირთხასავით გაიქეციო :)) კარგი რუსებიც ყოფილან ანუ. გვიხარია ერს! :)
ვაჟა მასწავლებელი
მიხვდით ბოლო-ბოლო ხვიჩა-კვარა როგორი ფეხბურთელია? თუ კიდევ ვერ მიხვდით - ცივი ღომი ჭამეთ! - გონებას ხსნის!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ